ორშაბათი, ივლისი 13, 2026

ბიძინა ივანიშვილი NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე 2020 საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ NDI – ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი პატრიკ მერლო, NDI -ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი ალან გილამი და NDI – საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში თეონა ყუფუნია.

 

ბიძინა ივანიშვილი NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს და ორგანიზაციის წარმhttps://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/photos/a.226026437457309/3228866170506639/?type=3

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან იოსელიანი – ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე, ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი, დავით კეზერაშვილი – 5 წელი, ბაჩო ახალაია –...

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ალეკო ელისაშვილის სასამართლო განაჩენს ეხმაურება.იოსელიანს მაგალითად მოჰყავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გამოტანილი განაჩენები და პარალელს ავლებს ელისაშვილის სასჯელზე.„ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე; ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი; დავით კეზერაშვილი – 5 წელი; ბაჩო ახალაია – 9 წელი; მეგის ქარდავა – 9 წელი; ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ – 9 წელი; ვიქტორ ყაჭეიშვილი – 9 წელი; ოლეგ ფაცაცია – 9 წელი; გიგი უგულავა – 3 წელი და 2 თვე; გაგა მკურნალიძე – 3 წელი და 4 თვე; და ა.შ…..ალეკო – 13 წელი!“,- წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

ცურტაველი მიტროპოლიტი პატიმრების შეწყალებაზე პრეზიდენტისთვის მიმართვის შესახებ კითხვაზე – მისი უწმინდესობა პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც, ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს

ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგის ინფორმაციით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ პატიმრების შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა და ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს.ასე უპასუხა მეუფემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ შეწყალების თაობაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ინდივიდუალურადაც მიმართონ.„მისი უწმინდესობა პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც. ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს", - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.ამასთან, მისი განმარტებით, სინოდის სხდომა ჯერ არ შეკრებილა.„სინოდის სხდომა ჯერ არ შეკრებილა. საპატრიარქოში გაირკვევა ყველაფერი",-განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს...

ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას.მისივე თქმით, დღეს ქართველი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მოციქულების ღვაწლისა და ქადაგების დამსახურებაა.„მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების.დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, ჩვენს უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი აწ განსვენებული, ნეტარხსენებული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ჩვენ დავფიქრდეთ ვართ თუ არა მზად გავაგრძელოთ ეს მემკვიდრეობა, მივბაძოთ მათ მაგალითს, გავყვეთ მათ გზას“, - აღნიშნა პატრიარქმა.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.მისი განმარტებით, ევროკომისია ზაფხულის შემდეგ წარადგენს წინადადებას, რომელიც ბავშვების სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომას შეზღუდავს.„საქმე არ ეხება იმას, შეუძლიათ თუ არა ბავშვებს სოციალურ მედიაზე წვდომა. საქმე ეხება იმას, შეუძლიათ თუ არა და როდის შეუძლიათ სოციალურ მედიას ჩვენს შვილებს წვდომა. კითხვა აღარ არის ის, ემუქრებათ თუ არა ბავშვებს ონლაინ რისკები, არამედ ის, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, რომ ბავშვები ონლაინში უფრო უსაფრთხოდ იყვნენ. ჩვენს შვილებს რეალურ სამყაროში დრო სჭირდებათ – დრო თამაშის, პირისპირ მეგობრობის დამყარების, შეცდომების დაშვების, საკუთარი იდენტობისა და პიროვნების ჩამოყალიბების დრო, ვიდრე ალგორითმი მათ ჩამოაყალიბებს. და მე მჯერა, რომ ეს დრო ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ. თუ გვინდა, რომ ბავშვობა დავიცვათ, რისკებიდან უნდა დავიწყოთ იქ, სადაც ყველაზე დიდია. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ პლატფორმების ტიპი, რომლებიც საზიანოა ჩვენი შვილებისთვის და მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ეს ძირითადად სოციალური მედიის პლატფორმებია. ასევე სხვა პროვაიდერები ასაკისთვის შეუფერებელი და დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციებით”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ირაკლი კობახიძე – 2012 წელს ციხეები გადავსებული იყო, 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000, უმეტეს შემთხვევაში მძიმე ან...

გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით,  მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსი, რომელიც ჩვენ არსებობს ამნისტიის მიმართულებით და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან.„გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში. დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000. რაც შეეხება პატიმრების რაოდენობას, ჩვენი ზოგადი სურვილია პატიმრების რაოდენობა იყოს ნაკლები. ჩვენ გვაქვს გაძლიერებული ანტიკრიმინალური პოლიტიკა, გასული წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ზომა იქნა მიღებული ამ მიმართულებით, მათ შორის ნარკოტიკების მიმართულებით. ძალიან მძიმე ვითარება იყო და მხოლოდ ამ ნაწილში დაგვჭირდა ჩვენ 3000-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება. პირდაპირ საუბარი იყო ნარკოტიკების რეალიზაციაზე. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და ამ შემთხვევაში, ძალიან რთულია ამნისტიაზე ან შეწყალებაზე ფიქრი. ეს არ იქნება სწორი. ძირითადი რა კონტინგენტზეც ვსაუბრობთ, უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არიან მსჯავრდებული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე და რთული კატეგორიის დანაშაულებისთვის. აქედან გამომდინარე, რესურსი შეიძლება ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამნისტიის მიმართულებით და რომელიც პრეზიდენტს აქვს შეწყალების მიმართულებით. ძალიან დიდი იყო შეწყალებული პატიმრების რაოდენობა 2024 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2025 წლიდან ძალიან ბევრი პატიმარი იქნა შეწყალებული. შესაბამისად, შეწყალების რესურსი შემცირდა. თუმცა, მაქსიმალურად შევეცდებით ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც არსებობს და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია  საქართველოს პრეზიდენტთან“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები