დღეს შარლ მიშელის შეთანხმება ფარატინა ფურცელია და სააკაშვილმა გინდა ხელი მოაწეროს, გინდაც გულის ჯიბით ატაროს და უნდა თავის საწოლთან გამოიკრას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა მიშელის დოკუმენტზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მთავარი ოპოზიციური ძალისგან დოკუმენტზე ხელმოწერას 100 დღის განმავლობაში ელოდებოდა.
„მიშელის დოკუმენტში მსგავს ჩანაწერზე საუბარი არ იყო. მასში იყო 43%-იან ბარიერის შესახებ საუბარი. 50%-იან ბარიერზეც რომ ყოფილიყო საუბარი, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან „ქართული ოცნება“ მთავარი ოპოზიციური ძალისგან დოკუმენტზე ხელმოწერას 100 დღის განმავლობაში ელოდებოდა. ისინი კი აცხადებდნენ, რომ ეს არის ქვეყნის, საზოგადოების ინტერესების ღალატი და ხელს არ აწერდნენ. ახლა ხელი მოაწერეს, მათივე სიტყვებით, ამ ღალატს, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმბიდნ გასული იყო. შესაბამისად, დღეს ეს შეთანხმება ფარატინა ფურცელია და გინდა მოაწეროს ხელი სააკაშვილმა, გინდაც გულის ჯიბით ატაროს და უნდა, თავის საწოლთან გამოიკრას“, – განაცხადა დავითულიანმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ხელშეკრულებაში წერია, რომ ეს არის რეფერენდუმი საქართველოს არსებული ხელისუფლების ნდობის თაობაზე.