ხუთშაბათი, ნოემბერი 5, 2026

ბავშვს სახლში ვამეცადინებ, მეშინია, ვინმემ არ მომიკლას ან არ გააუპატ­იუროს

“ომის სამშობლოში” ომი არასდროს დასრულდება”
“ცხოვრება ომში” – ამ ორ სიტყვაში­ შეიძლება ჩატიო ის უბედურება, რომელზეც ავღანელი სამხედრო თარჯიმანი სამი აბდულ ჯაფარი გვიამბობს. “ჯოჯოხეთი მიწაზე” – ასე უწოდებს ამ საშინელებას უცხოური მედია, რასაც ჩვენი რესპონდენტიც ეთანხმება. ის ქართველ სამხედროებთან­ დიდი ხნის განმავლობაში­ მუშაობდა და სწორედ მათი დახმარებით გავიცანი. ახალგაზრდა ავღანელი თავის სამშობლოში მიმდინარე უსასრულო ომის უმძიმეს შედეგებზე გვიამბობს.
სამი აბდულ ჯაფარი:
– როდესაც ჩემი უცხოელი მეგობრები მირეკავენ, რა ხდება ავღანეთშიო, ვეუბნები,

რა უნდა ხდებოდეს “ომის სამშობლოში”, ომია და არა მგონია, ოდესმე დასრულდეს-მეთქი. ეს არის ქვეყანა, სადაც სახლშიც კი ვერ გრძნობ თავს უსაფრთხოდ. წლებია, დამოუკიდებელი სამხედრო თარჯიმანი ვარ. უამრავი ქვეყნის წარმომადგენელთან მომიწია ურთიერთობამ­ და როდესაც მათი თვალით ვუყურებ ავღან­ეთს, არც მიკვ­ირს, გიჟები რომ ვგონივართ.

ავღანეთში, კუნდუზის პროვინციაში

დავიბადე. მამა ჩვენს ქალაქში სკოლის დირექტორი იყო. როდესაც ტაჯიკეთსა­ და ავღანეთს შორის შეტაკება მოხდა, ბასმაჩებმა (შუა აზიაში საბჭოთა ხელისუ­ფლების წინააღმდეგ მებრძოლი ნაციონალისტური ბანდების მეომრები) მოკლეს, რადგან სწავლა ავღანური ტრადიციებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. იმ ომსა და უბედურებაში დედას ორი პატ­არა შვილი დავრჩით, რაც, ფაქტობრივად, უპატრონოდ დარჩენას ნიშნავდა. ჩვენი­ ტრადიციით, კაცის გარეშე ქალს დიდხანს არავინ დატოვებს. დედა ნერვიულობისგან ავად გახდა და მამას სიკვდილს გადაჰყვა. მე და ჩემი უმცროსი ძმა რაფი დავობლდით… 1985 წელს ხელისუფლებამ ორივე­ რუსეთში, ვოლგოგრადის სკოლა-ინტერნატში გაგვგზავნა. ეს იყო ავღანეთის მაშინდელი სახელმწიფოს პროგრამა დევნილი ბავშვებისთვის. ავღანეთის ომის, შიმშილისა და მუდმივი­ საფრთხის შემდეგ­ მე და ჩემი ძმა იქ საოც­რად მშვიდად ვგრძნობდით თავს. სკოლა-ინტერნატში ჩვენთან ერთად 250-ზე მეტი ავღანელი ბავშვი იყო. ვოლგოგრადის ბავშვთა სახლი ჩემს ცნობიერებას ტკბილად შემორჩა. კარგად გვაცმევდნენ და კარგად გვაჭმევდნენ, ზაფხულობით კი სხვადასხვა კურორტზე დავყავდით.
აქ, ავღანეთში, გადარჩენისთვის ბრძოლა უფროა, ვიდრე – ცხოვრება. ძალიან ძნელია, მუდმივ ჯოჯოხეთში ადამიანის სახე არ დაკარგო. როდესაც განსაცდელის წინაშე ვდგებოდი, ბავშვთა სახლში გატ­არებულ დღეებს ვიხსენებდი – კარგი ადამიანებიც ხომ არსებობენ დედამიწაზე, ვისაც სიკეთის კეთება შეუძლიათ-მეთქი.

 

– ავღანეთში დაბრუნდით?
– ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ – 1992 წელს შეიარაღებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტ ნაჯიბულას მმართველობა დაამხო. ქვეყნის სათავეში მოჯაჰედები მოვიდნენ. რუსეთის სკოლა-ინტერნატებსა და ბავშვთა სახლებში განაწილებულ ავღანელებს გამოგვიცხადეს, აქ ყოფნას ვეღარ შეძლებთ, თქვენს ქვეყანაში უნდა დაბრუნდეთ, ვინც არ დაბრუნდება, ქუჩაში აღმოჩნდება, ჩვენი სახელმწიფო ვეღარ გარჩენთო!.. ეს ტრაგედია იყო, რადგან ჯერ პატარები­ ვიყავით. იყვნენ ისეთებიც, ვინც უკვე კოლეჯში სწავლობდნენ და თავსაც ირჩენდნენ – რუსეთიდან ავღანეთში ჩატანილი ნივთებით ვაჭრობდნენ, თუმცა ბევრმა ავღანეთში დაბრუნებას ვოლგოგრადის ქუჩებში ცხოვრება არჩია და მათხოვრობით, ქურდობით ირჩენდნენ თავს. ბევრი დაიღუპა კიდეც…
მეცხრე კლასში ვიყავი. მეც სხვებივით გამრიცხეს სკოლიდან. ძმა ჩემზე პატარა იყო. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ორივე მოუმზადებელი ვიყავით. მე ქუჩაში ყოფნას ავღანეთში დაბრუნება ვარჩიე, ჩემი ძმა კი რუსეთში დარჩა…
– ავღანეთში ვისთან დაბრუნდით?

– უბრალოდ, ჩემს ქვეყანაში დავბ­რუნდი. მეგონა, ცხოვრების ნორმალურად გაგრძელებას შევძლებდი. ჩემი ნათესავებ­იდან ზოგი გაქცეული იყო, ზოგიც – მოკლული… ამ დაწყევლილ და ღვთისგან დავიწყებულ მიწაზე მაშინაც ომი იყო. ჩემი ჩამოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლება სამ-ოთხჯერ შეიცვალა. მშობლიურ კუნდუზის პროვინციაში აღარ დავბრუნებულვარ, ქაბულში დავრჩი. ქუჩაში ვცხოვრობდი. ვიღაცის ფარდულს შევაფარე თავი. საჭმელს მათხოვრობით ვშოულობდი, ხანდახან ვიპარავდი­ კიდეც. თუმცა შემიძლია დავიფიცო, რომ ამას მხოლოდ მაშინ­ ვაკეთებდი, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი… ომი სხვა რამეა, აქ კი ავღანელები­ ერთმანეთს ხოცავდნენ, ტაჯიკები ავღანელებს ებრძოდნენ, პუშტუნები – აზარებს,­ აზარები კიდევ – სხვებს… ყოველდღე თავბედს ვიწყევლიდი, ამ დანაღმულ მიწაზე­ რომ დავბრუნდი, მაგრამ გვიანი იყო. მხოლოდ პაკისტანში შემეძლო წასვლა და წავედი კიდეც. შავი სამუშაოს შოვნას ძლივს ვახერხებდი. ვმუშაობდი ყველგან, სადაც კი პურის ფულსა და ღამის გასათევს მომცემდნენ. ასე გაგრძელდა წლები. მერე მივხვდი, რაღაც უნდა მეღონა. მხოლოდ იმდენს მიხდიდნენ, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავი…­ დღემდე ასეა – მდიდრები მაღაზიებს ხსნიან­ და მუშახელს ისე ცოტას უხდიან, რომ არ დაიხოცონ. შავ მუშად მოწყობაც­ სანატრელია. სწავლა-განათლებისთვის ვის სცალია, ან სად არის სასწავლებლები?! ყველაფერი, რაც ვიცი – ხელობა თუ ენები, თვითონ ვისწავლე.

 

– რამდენი ენა იცით?
– შვიდი – ორი ავღანური სახელმწიფო ენა (პუშტუ და დარი), სპარსული, რუსული, ინგლისური, ურდუ (ინდურის ნაირსახეობა) და ფრანგული… ინდური პაკისტანში ვისწავლე (იქ ოთხი ენაა გავრცელებული: ურდუ, პენჯაბური, სინდური და სირაიკი). აქაურების უმეტესობამ რამდენიმე უცხო ენა იცის და მაინც ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი, ჩამორჩენილი და განუვითარებელი ქვეყანა ვართ.

 

თავდაპირველად მცირე გასამრჯელოზეც თანახმა ვიყავი. უცხოელებისთვის­ ავღანელი გაჭირვებული ქვეყნის შვილია და მიზერულ თანხას მიხდიდნენ, არადა,­ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვთან­ა­მშრომლობ, რომლებსაც თალიბებსა და “ისლამური სახელმწიფოს” წევრებთანაც უწევთ ურთიერთობა და ერთ არასწორ სიტყვას შეიძლება­ რამდენიმე ადამიანი, ან სულაც პროვინცია შეეწიროს. მნიშვნელობა აქვს ინტონაციასაც. მოკლედ, მერე მივხვდი, რომ ჩემი შრომა უფრო ძვირი ღირდა… თარჯიმნობის წყალობით გავიცანი ქართველი სამხედროებიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე საშიშ პროვინციაში – ჯალალაბადში ავღანელ ჯარისკაცებს სამხედრო ინსტრუქტაჟს უტარებდნენ. სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, ისინი სულსა და გულს დებდნენ საქმეში. თავიდან ძალიან მიკვირდა, მერე მივხვდი, რომ ჩვენი ეროვნული სატკივარი­ გულთან ახლოს მიჰქონდათ. ავღანეთში­ ყველა ფულის საკეთებლად ჩამოდის. ზოგს აწყობს კიდეც ომი, რადგან საქმე ექნება, ქართველებისთვის კი ასე არ იყო. ისინი განიცდიდნენ ჩვენს პრობლემებს, მშიერი ბავშვების გასაჭირს, რომლებიც ძალიან უბრალო ავადმყოფობის დროსაც კი პანტაპუნტით იხოცებიან. იმ ქართველებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს, რადგან ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის.
 

– მანამდე არაფერი გსმენიათ ქართველების შესახებ?
– ვოლგოგრადის სკოლა-ინტერნატში “გრუზინებს” ეძახდნენ და ცნობილი იყო, რომ ძალიან თბილები და მეგობრულები­ იყვნენ, ბავშვები კი – ძალიან ჯიუტები­. მე მათთან ურთიერთობა არასდროს მქონია…

როდესაც ავღანეთში დავბრუნდი, შევიტყვე, რომ ჩვენი ქვეყნის სამხრეთით არსებობს საუკუნეების წინ ჩამოსული გურჯების დასახლება და იმ ტერიტორიაზე შესვლას თალიბებიც ერიდებიან, თუმცა მე იქ არასდროს ვყოფილვარ.

 

ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი ქვეყანა მოვინახულოთ და შვილებს გავაცნოთ. აქ ომია და უნდა გადარჩე… ვინც მოახერხა და გამდიდრდა, თანა­მდებობები იყიდეს, უცხოეთში ვილები აქვთ, იარაღისა და ნარკოტიკების ბიზნესს­ მართავენ და ქაბულში უზარმაზარი სასახლეები აქვთ. კორუფცია ყველა სფეროში ყვავის.

 

კანონს ის ქმნის, ვისაც ფული აქვს. ბოდიშს გიხდით თქვენც და ქართველ მკითხველსაც, მაგრამ აქ ფულიანმა კაცმა შეიძლება მცირეწლოვანი­ ბავშვი (სქესს მნიშვნელობა არა აქვს) გააუპატიუროს და დაუსჯელი დარჩეს, რადგან კანონი არ არსებობს, მოძალადე ბავშვის მშობლებს დასცინის, ისინი კი ვერაფერს ეუბნებიან. მოსახლეობა ამ ტრაგიზმს ვერ აცნობიერებს…

 

ავღანური არმია თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში ნადგურდება, არმიაში წასვლით მთელ ოჯახს საფრთხეს უქმნიან, ჩვენი ხელისუფლება და თალიბები კი გარიგებული არიან…

 

მოსახლეობის 97%-ს ელემენტარული განათლება არა აქვს, მთავრობა კი ამ უბედური, ცხოველებს დამსგავსებული ხალხის ხარჯზე მდიდრდება. ყველა სახელმწიფო უწყებას ამერიკა უხდის ფულს, მაგრამ ამ თანხას ავღანეთის ხელისუფლება ჯიბეში იდებს.
ვიღაცებმა დაიწყეს კორუფციული სქემის­ ჟურნალისტური გამოძიება, მაგრამ ზოგი მოკლეს, ზოგი კი იძულებული გახდა, ქვეყნიდან წასულიყო. მეც ცალკე თალ­იბები მდევნიან და ცალკე ხელისუფლება,­ მეუბნებიან, რომ ქვეყნის შიდა პრობლემებზე უცხოელებს ვუყვები, რითაც, თურმე, ტრადიციებს ვაყენებ შეურ­აცხყოფას… აქ ფული ყველაფერს წყვეტს. ამას წინათ თალიბი გაათავისუფლეს, რომელმაც სკოლა დაბომბა და ბავშვები­ დაიხოცნენ. ზოგს ლამის მთელი ბატალიონი ჰყავს ამოწყვეტილი. ნარკოტიკების წინააღმდეგ სახელმწიფო პროგრამაა შემუშავებული, მაგრამ ხელისუფლების პირველი პირები ამ ბიზნესით დღემდე მდიდრდებიან…
რამდენიმე წლის წინ ავსტრალიურ სამშენებლო კომპანიასთან ვმუშაობდი თარჯიმნად. კანადის საელჩოს აშენებდნენ. მშენებლობაზე ადგილობრივებიც იყვნენ დასაქმებული. ფეხსაცმელი არ ეცვათ. ზამთარი იყო, თოვდა. კანადელები ფეხშიშველა, ველურ ავღანელებს უცხოპლანეტელებივით უყურებდნენ და ფოტოებს უღებდნენ. უამრავი ასეთი ფაქტი არსებობს, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ავღანეთი მხოლოდ ომსა და ტერორიზმთან ასოცირდება…

– საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ მუშაობის შესაძლებლობა?
– შეიძლება რამის შეცვლის სურვილი­ ჰქონდეთ, მაგრამ სიცოცხლეს არავინ სწირავს და არც გაემტყუნება, ამიტომ წერენ პროექტებს, რათა მიიღონ გრანტები და ავღანელი მაღალჩინოსნების ჯიბეებში მილიონობით დოლარი წავიდეს… რას ვერჩი ამერიკელს, ფრანგს ან ხორვატს, როდესაც ავღანელი ღუპავს თავის ქვეყანას?!
არსებობს პროვინციები, სადაც დენის შესახებ არაფერი სმენიათ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ არსებობს ღილაკი, რომელსაც თითს მიაჭერ და ნათურა აინთება, არც ტელევიზორის და მაცივრის შესახებ იციან…
ასეთ ადგილებს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ის თალიბანის ხელშია, რომელიც ასეთ სიბნელეს სათავისოდ იყენებს. მან იცის ავღანელებში რელიგიის ძალა და ამ უბედურებაში მოლებსაც რთავს.
შემუშავებული აქვთ იდეოლოგია, როგორ მოახდინონ გავლენა ამ უბედურ ადამიანებზე. “თალიბანის” ლიდერები ან მოლები მათ ეუბნებიან, ამერიკას ჩვენგან განსხვავებული რელიგია აქვს და მუსლიმებს ებრძვის, ამიტომ უნდა გავანადგუროთო!
პაკისტანში მოქმედებს სამხედრო, კარგად დაფინანსებული ორგანიზაცია “აისაი”, რომელიც ამაში დიდ ფულს იხდის.
– თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ…

– მეუღლე და ორი ბიჭი მყავს… მეუღლეს ჩაცმაშიც არ ვზღუდავ, ამიტომაც მერჩიან, ჩვენს ქალებს ცუდ მაგალითს აძლევო. აქ შეიძლება კაცი იმიტომ მოკ­ლან, რომ მან ქალიშვილს განათლება მისცა. ტრადიციას ებრძვისო, იტყვიან.

აქაურებს, თითოეულს შვიდი ცოლი ჰყავს. ფულიან ხალხს შეუძლია, 12-13 წლის გოგონა “იყიდოს”. 20 წლის ქალს 4-5 შვილი ჰყავს, უბედურები, დაავადებული არიან და 40 წლის ასაკში 70-ისას ჰგვანან. 45 წლამდე თუ მიაღწიეს, გაუმართლათ… მონებივით ცხოვრობენ, რადგან ცნება “ქალის უფლება” არ არსებობს.

– ქვეყნიდან წასვლაზე არ გიფიქრიათ?

– ერთი პროცენტი მაინც რომ მქონდეს აქედან წასვლის შანსი, მოვკიდებდი ხელს ჩემს შვილებს და ნებისმიერ ისეთ ქვეყანაში წავიდოდი, სადაც ომი არ იქნებოდა. მათ ვეტყოდი, დაივიწყეთ ავღანეთი, აქ არის თქვენი სამშობლო და შეიყვარეთ, იცხოვრეთ ისე, რომ ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იყოთ-მეთქი!.. უფროსი ბიჭი მეხუთე კლასშია. უმეტესად სახლში ვამეცადინებ, რადგან მეშინია, ვინმემ არ მომიკლას ან არ გააუპატ­იუროს. მისი თანატოლები უკვე ჰაშიშს ეწევიან, ქურდობენ, იარაღით დადიან… აქ სურსათის მაღაზიაში, შაქრისა და პურის გვერდით, ჰეროინი, ოპიუმი და ჰაშიში იყიდება. იარაღიც ქუჩაში იყიდება. თუ ოდესმე ქვეყნიდან წასვლა გვეღირსა, 20 წლისაც რომ იყოს, პირველ კლასში შევიყვან, რათა სრულფასოვანი განათლება მიიღოს, მაგრამ სხვა ქვეყანაში ლეგალური თავშესაფრის მიღება ძალიან ძნელია. ავღანელებს მთელი მსოფლიო კამიკაძეებად და ტერორისტებად გვიცნობს. ვიზაზე ოცნებაც სისულელეა, უკეთესობის პერსპექტივა კი არ ჩანს.
როდესაც ავღანელს ეუბნებიან, თუ შაჰიდის ქამარს გაიკეთებ და ურჯულოების გარემოცვაში თავს აიფეთქებ, სამოთხეში მოხვდებიო, ის თვალისდაუხამხამებლად მიდის სიკვდილზე… “თალიბები” რელიგიურ ფანატიზმს განსაკუთრებული წარმატებით იყენებენ. ერთხელ პოლიციაში ატირებული 12 წლის გოგონა მოვიდა, ძმამ შაჰიდის ქამარი ჩამაცვა და ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების მისაღებში თავის აფეთქება მიბრძანა, მე კი ჯერ სიკვდილი არ მინდა, მაგრამ სახლში რომ დავბრუნდე, ძმა მომკლავსო.
ჩვენს ხალხს პროტესტის გრძნობა არა აქვს. ის მცირე განათლებული ნაწილი სახელმწიფო სამსახურშია და იმის შიშით, ესეც არ დაკარგოს, ხმას არ იღებს. აქ ქალს ოჯახის წევრები იმიტომ კლავენ, რომ ქმრის სისასტიკე ვერ აიტანა და გაიქცა.
– ძმასთან ურთიერთობა თუ გაქვთ?

– ტელეფონითა და ინტერნეტით ვეხმიანებით ერთმანეთს. როსტოვში ცხოვრობს. როდესაც ავღანეთში ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, რომ ის არასწორად იქცეოდა, ახლა კი ვხვდები, ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკომისია – შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, - ამის შესახებ 2026 წლის გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.განცხადების თანახმად, „ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება“.„საქართველო კვლავ ვერ ასრულებს იმ ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსისთვის გაცემულ რეკომენდაციაში განსაზღვრა, რადგან მმართველი პარტია კვლავ ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეს და სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას ხელს უწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადების მიხედვით, „თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის და ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლად არსებულ ფუნდამენტური პრინციპების აღსრულებას არ დაუბრუნდება, საქართველო კვლავ ვერ მიიღებს იმ უპირატესობებს, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს“.„ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, ისევე როგორც ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ მისი მხარდაჭერა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ცხოველთა ფედერაცია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას, მათე ობოლაძეს საქართველოს ცხოველთა ფედერაცია ემშვიდობება.„ჯერ კიდევ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ სიტყვების დაწერა გვიწევს. დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ჩვენს კოლეგას, მათე ობოლაძეს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.მძიმეა იმის გააზრება, რომ მათე ჩვენ გვერდით აღარ იქნება. მადლიერი ვართ იმ დროისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ, და სითბოთი გავიხსენებთ მათეს, როგორც ჩვენი გუნდის ძვირფას წევრს.საქართველოს ცხოველთა ფედერაციის მთელი გუნდის სახელით გულით ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვისაც უყვარდა მათე. ვიცით, რომ ასეთი ადამიანი ბევრია.ძალიან დაგვაკლდები, მათე,“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.ცნობისთვის, რიონჰესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდები მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი არიან.გუშინ ქუთაისში, რიონჰესთან მდინარეში ავტომობილი გადავარდა - მაშველებმა მდინარიდან 2 ბიჭის ცხედარი ამოასვენეს.

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს.„რამდენიმე დღეა, გიორგი ლეკიშვილი ამტკიცებს, რომ გიგა ავალიანი მოსაკლავი იყო და ამიტომ მოკლეს!!!! გიორგი ლეკიშვილი ამისთვის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს!!“ - წერს ეკა კუპატაძე.28 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა ჯგუფური ძალადობის შედეგად.დაკავებულები არიან:ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე: აპრილში მათ განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისათვის (რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიესაჯათ 14 წლიანი პატიმრობა, რაც არასრულწლოვნების გამო შეუმცირდათ და 10 წლითა და 6 თვით მიესაჯათ პატიმრობა.დემეტრე ჩიქოვანი: მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის მიესაჯა 9 წელი, რაც შემდგომ 6 წლითა და 9 თვემდე შემცირდა.გიორგი მალანია: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისთვის.ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი: 2026 წლის აგვისტოში დაკავებულ ორ არასრულწლოვან გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ნია იმნაძეს ბრალად ედება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ფრიდრიხ მერცი – დონალდ ტრამპი მმართველობას კონგრესის გვერდის ავლით გააგრძელებს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც კონგრესის გვერდის ავლით, აღმასრულებელი ბრძანებების გამოცემის გზით იმოქმედებს.„ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრამპი, ძირითადად კონგრესთან შეთანხმების გარეშე მართავდა ქვეყანას. რატომ უნდა შეიცვალოს ახლა რაიმე?“, – განაცხადა მერცმა.გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება მისთვის განსაკუთრებული აღფრთოვანების მიზეზი არ ყოფილა.„ცვლილება შეეხება ბიუჯეტის დაგეგმვას და, რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ საკითხებსაც“, – განაცხადა მერცმა.აშშ-ის კონსტიტუციით, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების უფლებამოსილება კონგრესს აქვს. კონგრესს ასევე შეუძლია, გავლენა მოახდინოს სამხედრო საკითხებზე, მათ შორის ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობაზე.

ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ რონალდინიო არის საკუთრების პირველი შემძენი Cipriani Batumi-ს პროექტში, ვიმედოვნებ, ამის შემდეგ ის უფრო ხშირად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას

Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „ორბი ჯგუფს“ და „ბლოკ ჯგუფს“ და აღნიშნა, რომ ეს ორი კომპანია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.„ეს არის 43-სართულიანი კომპლექსი და მის არქიტექტურაზე მსოფლიოში აღიარებულმა ბრიტანულმა სტუდიამ, WilkinsonEyre-მა იზრუნა, რაც არის იმის გარანტია, რომ სათანადო გემოვნებით, ძალიან მაღალი და დახვეწილი გემოვნებით განხორციელდება პროექტი. მე მინდა, მადლობა გადავუხადო „ორბი ჯგუფს“ და „ბლოკ ჯგუფს“, რომლებიც არიან პროექტის სულისჩამდგმელები. „ორბი ჯგუფი“ მსოფლიოს 22 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო „ბლოკ ჯგუფი“ აქტიურად საქმიანობს როგორც საქართველოში, ისე ლათინურ ამერიკაში. კომპანიებს, ჯამში, ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული და 15 000-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. „ორბი ჯგუფს“ ეკუთვნის ბათუმში შექმნილი მსოფლიოში უდიდესი, 11 800-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი Orbi City. ამ ორი კომპანიის პარტნიორობით ხორციელდება ასევე თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, დედაქალაქში მიმდინარე 550 მილიონი დოლარის ინვესტიციით – Central Park Towers, სადაც თავს 15 წამყვანი მსოფლიო ბრენდი მოიყრის. ეს პროექტები თავისთავად მეტყველებს ამ ორი კომპანიის მასშტაბზე და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.ასევე, Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო ამ ღონისძიების საპატიო სტუმარს – რონალდინიოს. მოხარული ვარ, რომ ის სიმბოლურად არის პირველი შემძენი საკუთრების ამ ახალ პროექტში და იმედს ვიტოვებ, ამის შემდეგ ის კიდევ უფრო ხშირად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას და ამ ულამაზეს ქალაქს, ბათუმს. ყველას მადლობას გიხდით, ამ პროექტის სულისჩამდგმელებს, Cipriani-ს, „ორბი ჯგუფს“, „ბლოკ ჯგუფს“, დიზაინერებს, არქიტექტორებს, ამ ძალიან დახვეწილი პროექტის შემუშავებისთვის და მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები