ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა დისტანციურ ფორმატში გრძელდება

აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა დისტანციურ ფორმატში გრძელდება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განათლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. პირველ რიგში, აჭარაში ყველა საფეხურზე სწავლა გრძელდება დისტანციურ ფორმატში. რაც შეეხება სკოლებს, 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით ყველაზე პატარებისთვის, რომ სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გორსა და ფოთში, სადაც აქამდე დისტანციური ფორმატი გამოიყენებოდა, 1-ლი ოქტომბრიდან ყველა კლასის მოსწავლეს ექნება საკლასო ოთახებში დაბრუნების შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩი:ახალი აგრო-მოდელი ირანში იმპორტის შემცირებისთვის 2 000 სანიმუშო მეურნეობას ქმნის

,,სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ასამაღლებლად 2 000 სანიმუშო მეურნეობის შექმნა დაიწყოსაინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ოთხშაბათის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, მინისტრის მოადგილემ, ყოლამრეზა გოლ მოჰამადიმ განაცხადა, რომ მომავალი წლის მთავარი მისია პროდუქტიულობის გაზრდა იქნება. მან ასევე ახსენა ირანის უზენაესი ლიდერის მიერ მიმდინარე წლისთვის მინიჭებული სახელწოდება - „წინააღმდეგობის ეკონომიკა ერთიანობისა და ეროვნული უსაფრთხოების ჩრდილში“. ეკონომიკის მინისტრის მოადგილკს გამცხადებით, რომ წინააღმდეგობის ეკონომიკის გასაძლიერებლად 9 ყოვლისმომცველი გეგმა შეიმუშავეს, რომელიც უკვე განხორციელების ეტაპზეა. ეს პროექტები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა თესლის წარმოება და სელექცია, გვალვისა და წყლის დეფიციტის მართვა და წარმოების სხვა ძირითად მიმართულებებს. გოლ მოჰამადიმ, განათლებისა და ექსტენციის სფეროში ორგანიზაციის ახალ მიდგომებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უწყებამ წელს ორი ახალი პროექტი წამოიწყო: 1. კვლევისა და განვითარების ფერმების დანერგვა ხუთ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურაში 2. სანიმუშო მეურნეობის მოდელის შექმნა მოწინავე ფერმერების, კერძო სექტორისა და TAT- ის (სოფლის მეურნეობის კვლევის, განათლებისა და ექსტენციის ორგანიზაცია) ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევითი ბაზის მონაწილეობით. ამ პროგრამის ფარგლებში 2 000 სანიმუშო მეურნეობა ამოქმედდა. გოლ მოჰამადის თქმით, ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ პროდუქტიულობის გაზრდაში, დანახარჯების შემცირებასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების მნიშვნელობაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა ზაფრანის, ბრინჯისა და ფსტის კულტივაციის გაფართოებაზე. მისივე თქმით, ზეთოვანი კულტურების სფეროში დაინერგა ახალი მცენარე სახელმწოდებით „კამელინა“, რომელიც რაფსთან შედარებით ნაკლებ წყალს მოიხმარს და უფრო გამძლეცაა. წელს ამ მცენარის ნათესების ფართობი დაახლოებით 7 000 ჰექტარს მიაღწევს. თითოეული ჰექტარიდან თითქმის 1 ტონა ზეთი იწარმოება. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ზეთის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში''-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ აშშ-სა და ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა, პირველი რეისი American Airlines-მა მაიამიდან კარაკასის მიმართულებით შეასრულა

შვიდი წლის შემდეგ პირველად, აშშ-სა ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.„სიენენის“ ინფორმაციით, American Airlines-ის პირველი რეისი, რომელიც სამ საათამდე გაგრძელდა, მაიამიდან კარაკასში, სიმონ ბოლივარის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა.ამერიკული ავიახაზების რეისიები ვენესუელის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება. მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე მგზავრებს შორის უმეტესობას მედიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები შეადგენდნენ.როგორც მედია წერს, ავიაკომპანიამ ფრენების განახლების სურვილი იანვარშივე გამოთქვა, იმავე დღეს, როდესაც დონალდ ტრამპმა ტრანსპორტის დეპარტამენტს ვენესუელაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის ნაბიჯების გადადგმა დაავალა.„სინენის“ ცნობით, ვენესუელაში გამგზავრების საფასური თარიღისა და ბილეთის ტიპის მიხედვით იცვლება, თუმცა ორმხრივი ბილეთის ფასი დაახლოებით 1 000 დოლარს შეადგენს.ამასთან, მარტის ბოლოს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მალე აშშ-ის საელჩო კარაკასში ფუნქციონირებას განაახლებს.ცნობისთვის, სამი იანვრის ღამეს, დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის „დელტა ფორსმა“ ვენესუელაში სპეციალური ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს. მას შემდეგ ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი მართავს.

აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების უფროსი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ირანის სამხედრო ძალისხმევას ხელს უყწობს

ვლადიმერ პუტინმა ირანის სამხედრო ძალისხმევას ხელი შეუწყო, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა დენ კეინმა სენატორებთან შეხვედრის დროს განაცხადა.კეინმა უარი თქვა დეტალების გასაჯაროებაზე მოსმენის საჯარო ხასიათის მოტივით, თუმცა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, გარკვეული ქმედებები მიმდინარეობს“.კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ ვიკერი დაეთანხმა ამ მოსაზრებას.„ეჭვგარეშეა, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთი სერიოზულ ზომებს იღებს ირანში წარმატების მისაღწევად ჩვენი ძალისხმევის შესასუსტებლად“, – განაცხადა ვიკერმა.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.39 წლის ნიკა მაჭარაშვილი ბოლოს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე იმყოფებოდა.ის მეორე ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში იგი ირიცხებოდა.

ალი მოჯანი: ჩემპიონები ფრონტზე-როგორ შეცვალეს ჩემპიონებმა თამაშის წესები

,,სპორტული საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობა ომის პერიოდში; როდესაც ჩემპიონებმ დახმარების კამპანია წამოიწყესსაინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ინფორმაციით, ეროვნული ნაკრების წევრებსა და ცნობილ სპორტსმენებს, თავიანთი მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტიდან გამომდინარე, შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ ამა თუ იმ ტალღის ან კამპანიის წამოწყებაზე. ამერიკისა და სიონისტური რეჟიმის თავდასხმამ და მისგან გამოწვეულმა ნგრევამ კამპანიაში სპორტსმენების ჩართვა განაპირობა, რამაც დააჩქარა თავდასხმების შედეგად დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარული დახმარებისა და მხარდაჭერის პროცესი. ცხადია, რომ ბოლო ომში ჩვენი ქვეყნის „წითელი ნახევარმთვარის“ ძალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დაბომბვების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი თანამემამულეების დახმარებასა და გადარჩენაში. ეს არის ორგანიზაცია, რომლის მაშველთა მნიშვნელოვან ნაწილსაც ხალხისგან შემდგარი მოხალისეობრივი ძალები შეადგენენ. სწორედ ამიტომ, წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია „ჩვენი ირანის სახალხო ფრონტი“. პოპულარობა და გავლენა, რომლითაც ეს ჩემპიონები საზოგადოებაში სარგებლობენ, წარმოადგენს უზარმაზარ რესურსს სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფედერაციებს, სპორტის სამინისტროსა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ჯერ კიდევ არ შეუძლია სრულად გამოიყენოს არსებული პოტენციალი, რის გამოც, ამ მიმართულებით უფრო სისტემატიური გეგმის შემუშავებაა საჭირო. ხსენებული რესურსი სხვა კრიზისების დროსაც უფრო ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული - ეს არის უგულებელყოფილი პოტენციალი, რომელსაც ირანულ სპორტში აქამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა''-ამის შესახებ ირანის ელჩი წერს.

ბოლო სიახლეები