სამშაბათი, აპრილი 21, 2026

არჩილ თალაკვაძე სააკაშვილზე: საქართველოში შემოსვლიდან დაწყებული დღემდე, მან აჩვენა, რომ არის უსუსტესი ლიდერი და დაკარგა პოლიტიკური წონა საკუთარ გუნდში

მის პარტიულ მეგობრებს არათუ არ ადარდებთ, არამედ პირიქით, მისი მაგალითი მათ აღიქვეს, როგორც ძალიან სუსტი მაგალითი ლიდერის მხრიდან – მე ამაში დარწმუნებული ვარ. პარტიაში მიმდინარე დაშლისა და გადანაწილების პროცესი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მისმა თანაგუნდელებმა გაიგეს სინამდვილეში ვინ არის და ვინ იყო ამ წლების განმავლობაში მათი ლიდერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც მოიხადეს სასჯელები, გამოვიდნენ და დღეს კიდევ აგრძელებენ პოლიტიკურ ბრძოლას. მათ გაიგეს, რომ ჰყავთ ლიდერი, რომელსაც არ შეუძლია 1 თვეც კი პენიტენციურ სისტემაში ღირსეულად გაატაროს და შეინარჩუნოს ის მორალური სტანდარტი, რომელიც ევალება პოლიტიკურ ლიდერს, მით უმეტეს, ყოფილ პრეზიდენტს. საქართველოში შემოსვლიდან დაწყებული დღემდე, მან აჩვენა, რომ არის უსუსტესი ლიდერი და დაკარგა პოლიტიკური წონა საკუთარ გუნდში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი მიდგომა ძალიან მტკიცეა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი მიმართულებით მიდის

ჩვენ ქართველ ხალხს ვუჭერთ მხარს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.„ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხში ძალიან მტკიცეა. ჩვენ ქართველ ხალხს ვუჭერთ მხარს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელიც არასწორი მიმართულებით მიდის.რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს გზა – ოპოზიციის რეპრესია, მედიის შეზღუდვა, მიღებული კანონები – ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ ჩვენ იქ რეალური პროგრესი უნდა ვიხილოთ“, – აღნიშნა კალასმა.

ირაკლი ქადაგიშვილი – სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ მთავარი ბრენდია, თუ გაემიჯნებიან, „მიშისტების“ ხმას დაკარგავენ, არ გაემიჯნებიან და სააკაშვილის, როგორც უპირობო ლიდერის, აღიარება მოუწევთ, ეს კი ეხამუშებათ

სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს რაიმე პერსპექტივა არც ახლა აქვს და არც მომავალში ექნება. დასავლეთში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ეს ძალა საქართველოში პროვოკაციული ქმედებებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს არის პერსპექტივა, რაც მათ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ პროვოკაციებით პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევენ.„26 მაისის მიმართ ალიანსის დამოკიდებულება ნათლად მიგვანიშნებს მიზანზე. მათი ამოცანაა, 26 მაისს პროვოკაცია მოახდინონ. სააკაშვილმა-გვარამიამ-ბოკერიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რაც იცოდა, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც იგივე მოცემულობაში არიან დარჩენილი. ცდება, გარეთ ვისაც ჰგონია, რომ ამათი პროვოკაციებით თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევენ. ესენი პოლიტიკურ ველზე ვაივაგლახით იარსებებენ. მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ბრენდია. აქედან გამომდინარე, მათი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა დაკავშირებულია სააკაშვილის სახელთან. თუ გაემიჯნებიან, „მიშისტების“ ხმას დაკარგავენ, არ გაემიჯნებიან და სააკაშვილის, როგორც უპირობო ლიდერის, აღიარება მოუწევთ. ეს ცოტა ეხამუშებათ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენლებს მოსკოვში ხშირი სტუმრობის გამო აკრიტიკებს – „უპატივცემულობაა მოსკოვში ჩასვლა და კიევში არ ჩამოსვლა“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკელი მომლაპარაკებების მიერ მოსკოვში ხშირად ჩასვლა და კიევისთვის გვერდის ავლა უპატივცემულობაა.„უპატივცემულობაა მოსკოვში ჩასვლა და კიევში არ ჩამოსვლა“, – ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.ამასთან, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც უკრაინელმა სამხედროებმა ნებაყოფლობით უნდა დატოვონ დონბასის ის ნაწილი, რომელიც რუსეთმა სამხედრო ძალით ვერ დაიკავა.„ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სტრატეგიული მარცხი იქნებოდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.მისი განმარტებით, თავდაცვითი ხაზის მოწყობისა და გამაგრების გარეშე, უკრაინა დასუსტდება, ხოლო უკან დახევის შესახებ ბრძანება არმიის სულისკვეთებას ძირს გამოუთხრიდა.როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ომის უფრო სწრაფად ომის დასრულება შესაძლებელია ფრონტის არსებული ხაზის გაყინვით. მან ასევე მიუთითა იმ რისკებზე, რომლებიც თან ახლავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დონბასიდან გასვლას.„საქმე იმაშია, თუ რამდენი ადამიანი მოკვდა იქ. მე მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი დღეს უპასუხისმგებლოა. რა უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ უკრაინას? თუ იქ ფრონტის ხაზზე არ არიან პარტნიორები, მაშინ რატომ არ დაიწყებენ რუსები გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ შეტევას? რა შეაკავებს მათ? აშშ-ში აცხადებენ, რომ მათ პრეზიდენტი ტრამპი შეაჩერებს. პრეზიდენტი ტრამპი ორ წელიწად-ნახევარი იქნება თანამდებობაზე და მერე რას ვიზამთ?“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე

ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2026 წლის საგაზაფხულო შეხვედრების დასრულების შემდეგ,m სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იერუნ კლიკმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა დადებითად შეაფასა.იერუნ კლიკის განცხადებით, საქართველოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრები კონსტრუქციული იყო. მისი თქმით, განხილვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს გლობალური გაურკვევლობის ფონზე.სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და, რეგიონული და გლობალური რისკების მიუხედავად, პოზიტიურ დინამიკას ავლენს.ამასთან, იერუნ კლიკმა ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების მიმართულებით თანამშრომლობას და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ სსფ-ის მხარდაჭერის ეფექტიანი გამოყენება, რაც, მისი თქმით, დამატებით ღირებულებას ქმნის.მისივე განცხადებით, თბილისში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში IV მუხლის მისია წარმატებით წარიმართა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყო ხელი.ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

ირანის უმაღლესი სამხედრო შტაბის გენერალი – რევოლუციურმა გვარდიამ ისრაელი და აშშ სასოწარკვეთამდე, დაღლილობამდე მიიყვანა და ზავის დადების თხოვნა აიძულა

ირანის უმაღლესი სამხედრო შტაბის გენერლის განცხადებით, რევოლუციურმა გვარდიამ ისრაელი და აშშ „სასოწარკვეთამდე და დაღლილობამდე მიიყვანა და ზავის დადების თხოვნა აიძულა“.გენერალ-მაიორ აბდულაჰის თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები არ დაუშვებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „მიწაზე არსებული ვითარების შესახებ მცდარი სურათი შექმნას“, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით.ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, კვლავ გაურკვეველია,  გაემგზავრება თუ არა ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის. 

ბოლო სიახლეები