რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია და პირდაპირ ვიტყვი, მე არ მესმის. მე რომ მაგალითად ოპოზიციის წევრი ვყოფილიყავი მაშინვე დავთანხმდებოდი წინადადებებს. დიახ, ჩვენ ვაწერთ ხელს -მაშინვე ამას ვიტყოდი. მმართველმა პარტიამაც თავის მხრივ უნდა გადაწყვიტოს შემდგომი ნაბიჯები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია და სურს ყველაფერი გააკეთოს კრიზისის გადასაჭრელად, თუმცა მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტიებს სურთ ეს პირადი სარგებლის მისაღებად გამოიყენონ.

„აქვე გეტყვით, იმითაც განცვიფრებული ვარ, თუ რატომ არ მოაწერა ხელი წარმოდგენილ წინადადებებს მმართველმა პარტიამ, სადაც საუბარი არაა ვადამდელ არჩევნებზე , 2024 წლამდე არჩევნების ჩატარებაზე. მე ვფიქრობ, ორივე მხარეს არის პრობლემა და ეს ეხება ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე მედიაციის დროს გამოვლენილ ყურადღებას და მედიაციის უმაღლეს დონეს. დიახ, საქართველოს წარმატებით ევროკავშირი ძალიან დაინტერესებულია. ევროკავშირი შეშფოთებულია და სურს გააკეთოს ყველაფერი პრობლემის გადასაჭრელად და ამას ყველა თვალნათლივ ხედავთ, მაგრამ როგორც უკვე მე ვხედავ, პოლიტიკურ პარტიებს სურთ ეს ინტერესი გამოიყენონ იმისათვის, თუ როგორ მიიღონ მეტი სარგებელი და არა იმისთვის რომ პოლიტიკური კრიზისი სწრაფად გადაიჭრას. ეს არის არასწორი აღქმა. არასწორი აღქმა იმ ყურადღების, რომელიც ევროკავშირიდან მოდის. ასეთ მაგალითს მოვიყვან. ეს ჰგავს დიდი ყურადღების გამოჩენით ბავშვის გაფუჭებას. როდესაც ბავშვი დიდი ყურადღების ქვეშ არის და კიდევ უფრო ცუდად იქცევა. შენც ყურადღებას ზრდი და ცდილობ დაარწმუნო ის კარგად მოიქცეს. ზოგჯერ ეს არ მუშაობს და სასურველ შედეგს არ იძლევა. პრობლემა ყურადღების გამოჩენის არასწორი აღქმა ხდება. მივდივართ კითხვამდე რა უნდა მოვუხერხოთ ყურადღებით გაფუჭებულ ბავშვს. გავაგრძელოთ ყურადღების გამოხატვა თუ დავტოვოთ ბავშვი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისთვის და გაიგოს რას კარგავს მაშინ, როდესაც არავინ ყურადღებას არ აქცევს. პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოვლენა – ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ახლა ვხედავ საქართველოში. დეტალურად გავეცანი დანიელსონის წინადადებებს და ეს არის ნამდვილად საკმარისი კრიზისის დასაძლევად. ამნისტიაც წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია“, – აღნიშნა კუბილიუსმა.

Comments

კომენტარები