ხუთშაბათი, სექტემბერი 24, 2026

ანგელა მერკელი: იმისათვის, რომ შემოდგომა და ზამთარი გადავიტანოთ, უფრო მეტი ადამიანი უნდა დავარწმუნოთ, ვაქცინაცია გაიარონ

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი გერმანელებს საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის კვირეულში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებს აცრა მეჩეთებში, მაღაზიებსა და ფეხბურთის მოედნებზე შეეძლებათ.

„აცრის გაკეთება არასდროს ყოფილა უფრო იოლი და უფრო სწრაფი“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის დაახლოებით 4 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 90 ათასზე მეტი ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში, მოსახლეობის 62% უკვე სრულად ვაქცინირებულია.

„იმისათვის, რომ შემოდგომა და ზამთარი გადავიტანოთ, უფრო მეტი ადამიანი უნდა დავარწმუნოთ, ვაქცინაცია გაიარონ. გთხოვთ: დაიცავით საკუთარი თავი და სხვა ადამიანები. აიცერით“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის სხვადასხვა ზომისა და წონის ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 25 735 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როცა დღეს კონფრონტაცია ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპია, ეს თავისთავად ანტიევროპულია

ორ კვირაში ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ჩვენ, ისევე როგორც ბელგიის პარლამენტში, ასევე აქ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუციები უნდა დაუბრუინდნენ დიალოგის გზას.„ევროკავშირი თავისი არსით კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როცა დღეს კონფრონტაცია არის ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპი, ეს უკვე თავისთავად ანტიევროპულია. ამიტომ, იმედი გვაქვს, როგორც ლუქსემბურგის, ისე ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლები ამ მხრივ იმუშავებენ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ, რომ დაუბრუნდნენ დიალოგის გზას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, საქართველოს გულშემატკივრობს პროცესს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მეტად გააგონონ საკუთარი ხმა ალიანსის ბიუროკრატიას.„ჩვენ ზოგადად ვაკვირდებით პროცესს, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად სწუხან და ცდილობენ, მათი ხმა მეტად იქნას გაგონილი ბრიუსელში. ამისკენ არის სწორედ მიმართული იმ რეფორმებისკენ მოწოდებები, რომლებიც სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება, ვინაიდან რაღაც მომენტში გარედანაც კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიამ ძალაუფლების დიდი ნაწილი თავის თავზე აიღო ისე, რომ მისი წევრი ქვეყნების ხმა იმდენად აღარ ისმის. ამიტომ, ვფიქრობ, ამ პროცესის ნაწილიც არის, რომ დღეს წევრმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა გააგონონ ბრიუსელს. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი თავის ლოგიკურ განვითარებას ჰპოვებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა.ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.რაც შეეხება საკითხებს, რაზეც კობახიძე გაამახვილებს ყურადღებას, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლისას შეეხება მიმდინარე ოკუპაციას, „რომელიც ქვეყნისთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა“.„პრემიერ-მინისტრი ხაზს გაუსვამს დიპლომატიის, შერიგების და მხოლოდ მშვიდობით აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნების მნიშვნელობას.პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც არის ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელსაც ქვეყანა აპირებს რომ განავითაროს, განსაკუთრებით დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად.პრემიერ-მინისტრი შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან, თუკი ეს თანამშრომლობა იქნება დაფუძნებული თანასწორობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, შანლიურფას მახლობლად, ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა, მოგვიანებით კი მაჩვენებელი 5,1 მაგნიტუდამდე დაკორექტირდა. მიწისძვრის სიღრმე დაახლოებით 8 კილომეტრი იყო.სეისმოლოგების შეფასებით, მიწისძვრა, მისი შედარებით მცირე სიღრმიდან გამომდინარე, ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართოდ შეიძლებოდა ეგრძნოთ. ასევე, არ არის გამორიცხული მცირე ან საშუალო სიმძლავრის მატერიალური ზიანი, თუმცა ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ზუსტდება.თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის (AFAD) მონაცემები მიწისძვრების შესახებ ოპერატიულად ახლდება.

ზაზა ფაჩულია – უნდა გქონდეს ოცნება, რისთვისაც ცხოვრება უნდა გადადო, ბევრი იშრომო

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტი“ ზაზა ფაჩულიას მისსავე საკალათბურთო აკადემიაში ესტუმრა. ქეთი ხატიაშვილის რუბრიკაში „ჩემს მაგალითზე“, ზაზამ ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.„არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ხარ, თუ ასაკოვანი, უნდა გქონდეს ოცნება, რისთვისაც ცხოვრება უნდა გადადო, ბევრი იშრომო. რაც უფრო ასაკი გემატება ხედავ მაგალითებს, რომ მართლა ყველაფერი შესაძლებელია“.

ბოლო სიახლეები