მე არ ვიცი, რა ემოცია უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, მით უფრო დიპლომატს, რომ აღნიშნული განცხადება გააკეთო, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური სერგი კაპანაძის განცხადებას.
„იმას, რაც საქართველოს არ ჩაუდენია, ვერც სერგი კაპანაძე დააბრალებს, ვერც რუსეთის ფედერაცია და ვერც სერგი კაპანაძესთან გაერთიანებული ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის კალთაში სხედან“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.