პარასკევი, მარტი 6, 2026

ალეკ ბოლდუინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია:ნიუ-მექსიკოში ფილმის გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით ერთი ქალი მოკლა, მამაკაცი კი დაჭრა

ალეკ ბოლდუინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის, ამ დროისთვის, დაკავებული არ არის. ფილმის გადაღების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა – როგორც სააგენტო AFP-ს პოლიციაში განუცხადეს, მსახიობი სამართალდამცველებთან თავადვე მივიდა და გამოკითხვის შემდეგ მან შენობა დატოვა. 

ნიუ-მექსიკოში ფილმის გადაღების დროს ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო იარაღით ერთი ქალი მოკლა, მამაკაცი კი დაჭრა.

შემთხვევა ვესტერნის, სახელწოდებით Rust გადაღების დროს მოხდა.

42 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი, ფილმის რეჟისორი, ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული.

პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს, დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარგუს ცაჰკნა უკრაინასა და უნგრეთს დიალოგის გზით გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდებს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა უკრაინასა და უნგრეთს დიალოგის გზით გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდებს.მისი თქმით, ესტონეთი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გამწვავებას შეშფოთებით აკვირდება.„უკრაინასა და უნგრეთს შორის მზარდ დაძაბულობას შეშფოთებით ვაკვირდებით. ვიმედოვნებთ, ფაქტები გაირკვევა და სიტუაცია დიალოგის გზით მოგვარდება“, – წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ზე.ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა. უნგრული მედიის ცნობით კი, უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები შეამოწმა, შავებში ჩაცმული ადამიანები მანქანებიდან გადმოიყვანეს და მიწაზე დააწვინეს. ამის შემდეგ უნგრეთის კონტრტერორისტული ცენტრის კოლონა ბუდაპეშტისკენ გაემართა.ამასთან, უნგრეთის პრემიერის ოფისში განაცხადეს, რომ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულ უკრაინის შვიდივე მოქალაქეს უნგრეთიდან გააძევებენ.

გია ვოლსკი: თინა ხიდაშელის გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან

თინა ხიდაშელის ჩანაფიქრი და გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.კერძოდ, ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა „ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.„ასეთი განცხადების ამოცანაა, რომ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკას ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მიმართ. ამ ამოცანას რეალური წინაპირობა არ აქვს, ამ სიცრუეზე ვერავინ წამოეგება. არ შეიძლება, ირანული გავლენა იყოს, არ და ვერ დაიშვება. ეს მაშინ არ იყო წარმოუდგენელი, როცა ხელისუფლებაში სააკაშვილი, კანდელაკი და მათი გუნდი იყო. რასაკვირველია, ნებისმიერი გადაცდომა აღკვეთილი იქნება. დღეს მთავარი სამიზნეა, როგორმე საქართველოში დააპირისპირონ შიიტი და სუნიტი, ეთნიკურად ქართველი მუსლიმი არაქართველ მუსლიმთან, მართლმადიდებლობას დაუპირისპირონ სხვადასხვა კონფესიები. ამის მცდელობა მუდმივად მიმდინარეობს. ახლა ახალი ძალით წამოიწია, ისევ დღის წესრიგში დადგა, რათა როგორმე საქართველოში ბომბები ჩამოვარდეს, რა წყაროდან იქნება გამოშვებული, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, როგორმე შიდა დაპირისპირებების ისეთი გარემო შეიქმნას, რომელიც სახელმწიფოს მოარყევს. მათი მცდელობები უნდა იყოს განხილული, როგორც ბოროტების მანიფესტაცია, რომელიც უნდათ, რომ საქართველოში განხორციელდეს. თინა ხიდაშელს რაც შეეხება, მისი ჩანაფიქრი და გეგმაა, როგორმე საქართველოში ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და უნდობლობა გაჩნდეს ამერიკის მხრიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკოლ ფაშინიანი – არ მახსოვს, მეთქვას, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივემართებით, მე ჩვეულებრივ ვამბობ, რომ არსად მივდივართ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას არასდროს უცდია რუსეთის ინტერესებისთვის ძირის გამოთხრა ან სომხეთისა და მოსკოვის ურთიერთობების დაზიანება.ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მისი მთავრობის მიდგომა ყოველთვის სომხეთის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას ისახავდა მიზნად.პრესკონფერენციაზე ფაშინიანს ჰკითხეს, როგორ შეუერთდება სომხეთი ევროკავშირს, თუ ქვეყანა თავისი ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას არ მოისურვებს. ამასთან, რეპორტიორმა აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ადრე განაცხადა, რომ სომხეთი დასავლეთისკენ მიემართებოდა.„არ მახსოვს, მეთქვას, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივემართებით. მე ჩვეულებრივ ვამბობ, რომ არსად მივდივართ. მართლაც, სომხეთმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ და მე ამ საკითხს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კონტექსტშიც შევეხე. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ რუსული სამხედრო ბაზა ხედვას გვიბლოკავდეს. როდესაც დავინახავთ, რომ რუსული სამხედრო ბაზა ჩვენს ხედვას ბლოკავს, მაშინ ვიფიქრებთ, როგორ წავიდეთ წინ, რათა ჩვენს ხედვასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგვექმნას,“ – აღნიშნა ფაშინიანმა.

შემოსავლების სამსახური 150 ვაკანსიაზე სტაჟირების კონკურსს აცხადებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“,  საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ახალგაზრდა, პერსპექტიული ადამიანური რესურსის მოზიდვისა და მათი უნარების განვითარების მიზნით, უწყების სტრუქტურულ ერთეულებში (საბაჟო დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი) 150 ვაკანსიაზე ანაზღაურებადი სტაჟირების მისაღები კონკურსი გამოცხადდა. აპლიკანტების საბუთების მიღება, მიმდინარე წლის 13 მარტის ჩათვლით არის შესაძლებელი.შემოსავლების სამსახურის მიერ, განაცხადი გამოქვეყნებულია მთავრობის ადმინისტრაციის  ვებ გვერდზე https://www.hr.gov.ge/აღნიშნული სტაჟირების ხანგრძლივობის ვადა 3 თვიდან 1 წლამდე გრძელდება და სწავლება მაისის თვეში დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირმა, ასევე ბაკალავრიატის ბოლო კურსის სტუდენტმა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყველა აპლიკანტს წარმატებას უსურვებს  პროფესიულ საქმიანობაში.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ხმაური იყო – ოპერაციის შემდგომ გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ხმაური იყო. გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრები კლინიკის ექიმს ადანაშაულებენ, რომელმაც პაციენტს შარდ-კენჭოვანი დაავადების ენდოსკოპიური ოპერაცია ჩაუტარდა.„ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. შეიყვანეს ოპერაციაზე, მეორე დღეს დარეკეს, ყველაფერი ნორმალურადაა და ყველაფერი მოწესრიგებულიაო, შემდეგ 4 საათზე დარეკეს, ძალიან ცუდად არისო - შეეშინდათ, გაუშვეს სხვა საავადმყოფოში. გავგიჟდი, რომ ვნახე როგორი იყო. ანალიზები გააკეთეს და ინფექცია ვერ დაინახეს? რისი ექიმია, რატომ მუშაობს?ვუთხარი, ლაზერით თუ საშიში იქნება, ჩვეულებრივი ოპერაცია გავუკეთოთო. არა არაფერი არ იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებაო. რატომ დაიღუპა, თუ ყველაფერი წესრიგში იყო?! სიცილით, ხუმრობით, კარგ ხასიათზე, თავისი ფეხით მოვიდა, ოპერაცია გაიკეთა და მეორე დღეს გარდაიცვალა ბავშვი", - ამბობს გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრი.როგორც უროლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ზუსტი მიზეზი, თუ რატომ განვითარდა უიშვიათესი გართულება დადგენილი არ არის.„ახალგაზრდა ქალს ჩაუტარდა შარდ-კენჭოვანი დაავადების გამო ჩაუტარდა ენდოსკოპიური ოპერაცია კენჭის მოცილების, რომელიც ჩაატარა ჩვენი ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ვინც არის შარდ-კენჭოვანი მიმართულების ხელმძღვანელმა ალექსანდრე უჯმაჯურიძემ. ასეთი ოპერაცია ტარდება წელიწადში არანაკლებ 400, იმ დღესაც სამი ჩატარდა თუ არ ვცდები.ოპერაციის დღეს არ ყოფილა სისხლდენა და მეორე დღეს განვითარდა ჰემოლიზური სინდრომი, რომელიც გამოიხატა თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობაში, რის გამოც გადაწყდა მისი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა. ზუსტი ეტიოლოგიური მიზეზი, თუ რატომ განვითარდა ეს უიშვიათესი გართულება, ჩვენთვის დადგენილი არ არის. ჩვენ არ ვიხსნით პასუხისმგებლობას, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას", - აცხადებს უროლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი „ტვ პირველთან“.

ბოლო სიახლეები