ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026

ალეკო ელისაშვილი: ჩემთვის დავით კეზერაშვილი იყო, არის და მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი

ჩემთვის დავით კეზერაშვილი მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი, ეს იყო ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით დაგრიალებს ევროპაში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას: „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

ალეკო ელისაშვილის თქმით, არ იცის, ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებში რა როლს თამაშობს კეზერაშვილი, მაგრამ მისი განცხადებით, აფინანსებს მედიას და შესაძლოა, გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებსაც.

„ჩემთვის დავით კეზერაშვილი იყო, არის და მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი. ადამიანი, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ, ომის დროს თავდაცვის მინისტრი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით ცხოვრობს და დაგრიალებს ევროპაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გუშინ განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ გამყრელიძე ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

ბუდაპეშტში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ვლადიმერ გამყრელიძემ (86კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.ვიცე-ჩემპიონები გახდნენ რობერტ დინგაშვილი (57კგ) და აკაკი ქემერტელიძე (70კგ).სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო ახალგახრდა თორნიკე სამხარაძემ (86კგ), რომელიც ნახევარფინალში გამყრელიძესთან დამარცხდა.დღეს, 16 ივლისს ბუდაპეშტში ხალიჩაზე 79, 92, 97, 125კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენებს ვიხილავთ. მედლებისთვის ტარიელ გაფრინდაშვილი, ლუკა ჩხიტუნიძე (79კგ), მირიან მაისურაძე, ზაურ ბერაძე (92კგ) და სანდრო მარგიშვილი (97კგ) იბრძოლებენ.

პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტები ერთმანეთთან პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას.ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.

საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვია.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა.ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია და პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან.ხვალ დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრა. ასევე გათვალისწინებულია მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები.

წმინდა სტეფანე სინელი – სკვნილზე ლოცვისას აღესრულა , დღესაც მჯდომარე მდგომარეობაში განისვენებს და მისი სკვნილი დღესაც იცვლის პოზიციას

წმინდა სტეფანე სინელი წმინდა სტეფანე სინელი სინას წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი იყო. მან მთელი თავისი ცხოვრება ლოცვას, მარხვას, მორჩილებასა და განუწყვეტელ ღვთის მსახურებას მიუძღვნა. სინას უდაბნო საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებლური მონაზვნობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა და სწორედ ამ გარემოში აღიზარდა წმინდა სტეფანეც. გადმოცემის თანახმად, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც იგი იესოს ლოცვას სკვნილზე აღავლენდა. სწორედ ლოცვისას, მჯდომარე მდგომარეობაში, მშვიდობიანად შეჰვედრა სული უფალს. მისი სხეული დღემდე იმავე მდგომარეობაშია დაცული, რაც მორწმუნეთათვის ღრმა სულიერი მოწიწების საგანია. ასევე გავრცელებულია მონასტრული გადმოცემა, რომ წმინდანის ხელში არსებული სკვნილი დროდადრო პოზიციას იცვლის. მორწმუნეები ამას ღვთის განსაკუთრებულ ნიშნად და წმინდანის უწყვეტი ლოცვის სიმბოლოდ მიიჩნევენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის საეკლესიო გადმოცემა და არა ოფიციალურად დადასტურებული სასწაული. წმინდა სტეფანე სინელის ცხოვრება გვახსენებს, რომ ქრისტიანისთვის ყველაზე დიდი ძალა მუდმივი ლოცვა, სიმდაბლე და ღვთისადმი სრული მინდობაა. ამიტომ მრავალი მორწმუნე მას მიმართავს ოჯახების, სამშობლოსა და პირადი ცხოვრებისათვის შეწევნის სათხოვნელად. ლოცვა წმინდაო მამაო სტეფანე სინელო, უფლის ერთგულო მსახურო, ევედრე ქრისტე ღმერთს, მოგვმადლოს მშვიდობა, სიყვარული, რწმენის სიმტკიცე და სულიერი გაძლიერება. შენი წმინდა ლოცვით დაიფაროს საქართველო, ყოველი ქართველი და ყოველი ოჯახი. ამინ.

საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.უძილაური 6 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის ჯაშუშობისთვის დააკავა. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი იყო.

ბოლო სიახლეები