ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი ლეო ანთაძე 93 წლის გახდა.
,,კარგი მსახიობობა რთულია, როლი რომ კარგად ითამაშო და კარგი პროდუქცია შექმნა, ძალიან ბევრი სამუშაოა საჭირო. შრომისმოყვარეობა უნდა გახასიათებდეს. რომ ამბობენ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცია, სისულელეა. არაფერი არ გამოვა, თუ არ იმუშავებს, ხოლო თუ ნიჭიერი ხარ, არ მოგასვენებს ეს ნიჭი და გამუშავებს, ხოდა მე სულ ვმუშაობ!“ – აღნიშნავს მსახიობი.

