ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

თენგიზ ცერცვაძე: COVID პანდემია დასრულდა, მაგრამ COVID-19, როგორც რიგითი ინფექცია არ გამქრალა

COVID-19-ის პანდემია 21-ე საუკუნის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომელმაც 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ცხოვრების ხარისხს და ქვეყნების ეკონომიკას. –  ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“როგორც ადრე ვწერდით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ 2022 წლის მაისიდან COVID ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილიანობა და მისი ნეგატიური გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე, პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად გრიპით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.

დაახლოებით 1 წლის შემდეგ, ა.წ. 5 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასრულებულად გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა, თუმცა აღინიშნა რომ COVID-19 რჩება გლობალური ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემად, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID ჯერ არ დასრულებულა, ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. შესაბამისად, მოსახლეობა და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ფხიზლად.

ბოლო ერთი თვის მანძილზე მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და COVID-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების  მატება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის მობილობის ზრდასთან. ასე მაგალითად: აშშ-ში ბოლო პერიოდში COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები  გაიზარდა კვირაში 6000-დან 10000-მდე.

ბოლო პერიოდში აღმოჩენილია ომიკრონის ახალი ქვევარიანტი EG.5., იგივე „ ერისი“ (eris), რომელიც წარმოიშვა ომიკრონის XBB შტამისგან მუტაციის გზით. ჯანმოს მონაცემებით ეს ქვევარიანტი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო ამერიკის  CDC-ის მონაცემებით EG.5. ქვევარიანტზე  მოდის ქვეყანაში ახალი შემთხვევების დაახლოებით 20%.  წინასწარი მონაცემებით ამ ქვევარიანტს ახასიათებს გაზრდილი გადამდებლობა, თუმცა სხვა მხრივ (კლინიკური სიმპტომები, სიმძმე და სხვა) მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინამორბედებისგან. ითვლება რომ თანამედროვე ვაქცინები ნაწილობრივ მაინც იცავს ამ ქვევარიანტისგანაც, თუმცა გრძელდება მუშაობა ახალი, უფრო ეფექტიანი ვაქცინების შესაქმნელად.

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. კერძოდ, ბოლო 1 კვირის მანძილზე დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე  ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე  ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით 4 000 ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს.  შესაბამისად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. თუმცა, სიკვდილიანობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე (ერთეული შემთხვევები თვეში) და ისიც ძირითადად დაგვიანებული მომართვიანობის დროს.

სავარაუდოდ EG.5 ქვევარიანტი შესაძლოა უკვე საქართველოშიც იყოს, თუმცა ოფიციალურად (ლაბორატორიულად) იგი ჯერ არ დადასტურებულა და შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ამ ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში COVID ახალი შემთხვევების 50%,  ჯერ არ შეიძლება. თუმცა, COVID პაციენტების სწორი მართვისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ქვევარიანტით არის ის ინფიცირებული, რადგან პაციენტის მართვის პრინციპები სხვადასხვა ქვევარიანტით ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საიმედოდ აკონტროლებს ქვეყანაში COVID ეპიდსიტუაციას. ფართოდ ხელმისაწვდომია COVID-ზე უფასო ტესტირება, სრულ მზადყოფნაშია პირველადი ჯანდაცვის რგოლი COVID-ის მართვის სერიოზული გამოცდილებით, ფუნქციონირებს რამდენიმე COVID კლინიკა უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებით. ქვეყანას აქვს COVID-ის სამკურნალო ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მედიკამენტების საკმარისი მარაგი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება COVID ვაქცინაცია და ა.შ.

სხვათა შორის, ამჟამად ჩვენს ცენტრში მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კლინიკასთან ერთად მიმდინარეობს COVID-ის სამკურნალო ახალი მედიკამენტის კლინიკური შესწავლა, რომელიც წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა ეფექტიანობით აღემატებოდეს აქამდე გამოყენებულ მედიკამენტებს.

ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. მისი COVID უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, მაგრამ სიფხიზლე არასდროსაა ზედმეტი.

ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა და შესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, იხმარონ პირბადე და ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე, დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანხმლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მით უმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას.” – წერს თენგიზ ცერცვაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მტკვარში მანქანა გადავარდა – ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფება ავტომობილში. დეტალები დგინდება.

გურამ კაშია-კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი… ბავშვებს კვარას გამო უნდათ ფეხბურთელობა… ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!

„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. პატარა ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უნდათ ფეხბურთელობა. ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია საუბრობს.ვრცლად ↓

ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის – რა ელის კაცობრიობას

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას ერთ-ერთი პროგნოზით, კაცობრიობა 5079 წლამდე არ განადგურდება,- წერს New York Post .მისტიური მკურნალი 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ელიან სიკვდილამდე მის მიერ გაკეთებულ წინასწარმეტყველებებს.ვანგას პროგნოზები - კაცობრიობის დასასრულის ვადებინათელმხილველის მიერ გაკეთებული პროგნოზების თანახმად, კაცობრიობას სხვადასხვა წლებში ელის:2025 წელი - ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას;2028 - ადამიანები დაიწყებენ ვენერას შესწავლას, როგორც ენერგიის წყარო;2033 წელი - პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე;2076 წელი - კომუნიზმი გავრცელდა მსოფლიოს ქვეყნებში;2130 - ადამიანები დაუკავშირდებიან უცხოპლანეტელებს;2170 - გვალვა ანადგურებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს;3005 წელი - დედამიწა ომში წავა მარსის ცივილიზაციასთან;3797 - ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად აღარ ვარგა;5079 - სამყარო დასრულდება.

ცნობილი რეჟისორი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი რობერტ ბენტონი 92 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას მედია მის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს.ბენტონმა გადაიღო ისეთი ფილმები, როგორებიცაა „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, „ადგილები გულში“ და იყო „ბონის და კლაიდისა“ და „სუპერმენის“ სცენარისტი. მის ნამუშევრებს 3 „ოსკარი“ აქვს მიღებული.

სტალინის ჩაის საიდუმლო

ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ მოახერხა იოსებ სტალინმა, გამკლავებოდა ცხოვრების გიჟურ ტემპს და სიფხიზლე შეენარჩუნებინა ღამის შეხვედრებისა და სტრესული დღეების მიუხედავად? ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მას ძილის წინ სპეციალური რიტუალი ჰქონდა, რომელიც ეხმარებოდა, სწრაფად დაეძინა და რამდენიმე საათში მშვიდად სძინებოდა. ამბობენ, რომ სვამდა სპეციალურ ჩაის, რომელიც ნერვულ სისტემას ამშვიდებდა და ენერგიით ავსებდა მთელი დღის განმავლობაში. რა არის ეს სასმელი და რატომ ღირს მისი გასინჯვა დღესაც? სტალინის საყვარელი ჩაი, რომელიც ამშვიდებს საუბარია მონარდასგან დამზადებულ ჩაიზე, რომელიც ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ხალხი მას "ბერგამოტს" უწოდებს თავისი უჩვეულო არომატით პიტნის, ციტრუსის და მსუბუქი სანელებლების ნოტებით. ეს ჩაი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ აქვს მრავალი სასარგებლო ეფექტი:ეხმარება გაუმკლავდეს სტრესს და შფოთვას. მონარდა შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოდუნებას და ძილის ნორმალიზებას. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. კუჭის პრობლემები ხშირად გვიშლის ხელს დაძინებაში და ეს სასმელი პრობლემას ნაზად და ბუნებრივად აგვარებს. მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ისინი ეხმარებიან ორგანიზმს გაუმკლავდეს ანთებას, გააძლიეროს იმუნური სისტემა და შეანელოს დაბერების პროცესიც კი. მას აქვს ანტისეპტიკური თვისებები. მონარდას ჩაის ხალხურ მედიცინაში იყენებენ გაციებისა და ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ზოგიერთი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ამ ჩაის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევასა და გულის მუშაობაზე.როგორ მოვამზადოთ მონარდას ჩაი სწორად მაქსიმალური სარგებელი და მდიდარი გემო რომ მიიღოთ, საჭიროა მონარდას ჩაის სწორად მოხარშვა. ამისათვის შესაფერისია ახალი ან გამხმარი ფოთლები და ყვავილები. 200 მლ წყლისთვის საკმარისია 1–2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი. მათ ასხამენ მდუღარე წყალს და აჩერებენ 5-7 წუთის განმავლობაში. თუ უფრო მდიდარი გემო გსურთ, შეგიძლიათ ცოტა ხანს დატოვოთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაი ძალიან მჟავე გახდება. გემოს გასაუმჯობესებლად კარგია თაფლის, ლიმონის ან პიტნის ფოთლების დამატება. ამ სასმელის დალევა განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის წინ.მართალია, რომ სტალინი ამ ჩაის სვამდა?არ არსებობს ზუსტი ისტორიული მტკიცებულება იმისა, რომ სტალინი რეალურად რეგულარულად სვამდა მონარდას, მაგრამ ხალხური ლეგენდები აქტიურად გადასცემენ ამ ფაქტს თაობიდან თაობას. ერთი რამ ცხადია: წარსულში ადამიანები ბევრად უფრო ხშირად იყენებდნენ ბუნებრივ საშუალებებს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.მონარდას ჩაი შეიძლება იყოს კარგი ალტერნატივა თანამედროვე საძილე აბებისა და ანტიდეპრესანტებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ სამკურნალო მეთოდებს. მისი სარგებელი დასტურდება არა მხოლოდ პოპულარული შეხედულებებით, არამედ თანამედროვე კვლევებითაც. სცადეთ ამ სასმელის ჩართვა თქვენს საღამოს რიტუალში და ნახეთ, როგორ მოქმედებს ის თქვენს ძილსა და მთლიან კეთილდღეობაზე.

ბოლო სიახლეები