პარასკევი, ნოემბერი 14, 2025

დაზიანებული მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, უცხო ქვეყნიდან შემოსული, 9450 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა კერძოდ, მცენარეებზე მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დაზიანებები გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – 20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დასაქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხელისუფლებას ირჩევს ქვეყნის მოსახლეობა და ეს არ ხდება გარეშე პირების ჩარევის შედეგად.„ამ ადამიანებს თავიანთი პატრონები ჰყავთ. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს ქვეყანას და არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, ასრულებენ შესაბამის დავალებებს. ეს არაფერი კარგის მომტანი არაა, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით. პირველ რიგში, უნდა გქონდეს ხალხის მხარდაჭერა. თუ შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება. ეს ვერ გაუაზრებიათ და ვერ გაუთავისებიათ, რომ საქართველოში ხელისუფლებას აირჩევს ქვეყნის მოსახლეობა და გარედან წამოსული დავალებებით არ განისაზღვრება, თუ ვინ უნდა იყოს მთავრობაში. წლების წინ ეს ასე იყო, თუმცა დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. ყველამ კეთილი უნდა ინებოს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას და ქვეყნის დამოუკიდებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ასევე უპასუხა შეკითხვას გიორგი გახარიას მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნასა და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით.მისივე განმარტებით, 2019 წლის 20 ივნისს გამართული აქციის დაშლის საქმეზე პასუხისმგებელი პირი სწორედ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო.„პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს. როდესაც შენ ატარებ აქციის დაშლის ოპერაციას, ვინ არის პასუხისმგებელი პირი? ვინ გასცემს ბრძანებებს? რაც შეეხება სალხალხო დამცველის ანგარიშს, მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ თავიანთი აგენტი რაღაცნაირად შეენარჩუნებინათ, გადაერჩინათ, იგივე თუნდაც ვიცით, ვინ არის სახალხო დამცველი, რას წარმოადგენს, ვისგან ფინანსებოდა. ჩვეულებრივი აგენტია, აგენტურას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ცდილობდნენ, რომ თავიანთი თანაგუნდელები გადაერჩინათ და ისე შეეფუთათ თემა, რომ გახარიას პასუხისმგებლობა არ ყოფილიყო. ძალიან ცუდია, რაც მოხდა. არსებობს ორი კონკრეტული საქმე, რაშიც პროკურატურა ბრალს სდებს გიორგი გახარიას. გამოძიება დაწყებულია და დაველოდოთ დეტალურ ინფორმაციას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

17 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 17 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა  კოდი). სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის  სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299''-ამის შესახებ ინფორმაციას  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი – გახარია „ჰერტის სკოლას“ აჰყავს თანამშრომლად, ხელის გულზე დევს პოლიტიკური კორუფცია და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის დაქირავება პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად

ჩვენ ვხედავთ მსგავს ხაზს, რაც ვნახეთ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში. მათ შორის NED-თან დაკავშირებულ „ჰერტის სკოლას“, რომელიც NED-თანაც თანამშრომლობდა, პირდაპირ ხელფასზე აჰყავს ქართველი პოლიტიკოსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, რომელიც ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის კარგი მაგალითი პოლიტიკური კორუფციისა და იმისა, როგორ ხდება მოქალაქეობით ქართველი პოლიტიკოსების დაქირავება, რათა შემდეგ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდეთ გავლენა.„ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის ეს ყველაფერი გაფორმებული, თითქოს მან უნდა აწარმოოს კვლევა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მისი დაფინანსება ასევე მოიცავს მის ვიზიტებს, ინტერვიუებს ევროკომისიის მაღალჩინოსნებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებთან. პირდაპირ ხელის გულზე დევს პოლიტიკური კორუფცია და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის დაქირავება პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად. გასაგებია, რომ ეს ე.წ. ინტერვიუები სინამდვილეში არის სამივლინებო ხარჯები მისთვის, რომ იაროს სხვადასხვა დედაქალაქში, ბრიუსელში და ჰქონდეს პარტიული შეხვედრები ევროკომისიის თუ სხვადასხვა დედაქალაქის, სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. ასე რომ, პირდაპირ ჩანს, ეს არის პოლიტიკური კორუფცია, რომლის მიზანიც არის საქართველოში მოქმედი პოლიტიკოსების დაქირავება, მათი ხელფასზე ყოფნა, რათა გაატარებინონ თავისი დღის წესრიგი.გერმანიაში როცა ხდება დაფინანსება, ყურადღებას აქცევენ, არის თუ არა ის პოლიტიკურად აქტიური პირი და როგორც წესი, შეზღუდვებია ხოლმე ამ დროს პოლიტიკურად აქტიურ პირთან, ვინაიდან არ მოხდეს პოლიტიზება და გაიგივება ამა თუ იმ ინსტიტუციის სხვადასხვა პოლიტიკოსის პლატფორმასთან. აქაც კი, საკუთარი ეთიკის სტანდარტებს გადაუხვია მათ შორის ამ დაწესებულებამ. ადამიანს, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი მძიმე დანაშაულებში, მათ შორის აქციის ძალადობრივ დაშლაზე, ეს ადამიანი პირდაპირ აჰყავთ თანამშრომლად. ეს არის კარგი მაგალითი პოლიტიკური კორუფციისა და კარგი მაგალითი, როგორ ხდება მოქალაქეობით დაქირავება ქართველი პოლიტიკოსებისა, რათა შემდეგ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდეთ გავლენა.გახარიას შეეფარდა გუშინ წინასწარი პატიმრობა, დანარჩენი პროკურატურის პროცედურებია. დიდი იმედი არ მაქვს, იმ პირობებში, როდესაც ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში იჯდა, როდესაც დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე მსჯავრდებული ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა მათ შორის გერმანიაში, კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და ამ შემთხვევაში, ადამიანს გადასცემენ ქართულ მართლმსაჯულებას, თუმცა ვნახოთ.  იდი ხანი მიდიოდა გამოძიება. პროკურატურა ჩამოყალიბდა თავის პოზიციაში, რომ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რათა ბრალი წარედგინა გახარიასთვის. ბრალი წარდგენილია, ახლა უკვე სასამართლოს გადაეცემა ყველა ეს დოკუმენტაცია და სასამართლო იმსჯელებს, რამდენად დასტურდება მისი ბრალი. სტრასბურგის სასამართლომ დაინახა გარკვეული დარღვევები და დაავალა ხელახალი გამოძიება საქართველოს. თქვენ იცით, რომ ამ საკითხზე სხვა ბრალდებულებიც არიან სწორედ შტურმის გამო, თუმცა რაც შეეხება მართვას, მან პირადად აიღო პასუხისმგებლობა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, დანარჩენს ყველაფერს სასამართლო დაადგენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა.

გიორგი გახარია ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბერლინში მდებარე „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა.ამის შესახებ „ჰერტის სკოლის“ ვებგვერდზეა ნათქვამი.„ამჟანად გიორგი გახარია „ჰერტის სკოლაში“ მკვლევარია. ასევე, ის არის მიწვეული-მკვლევარი „ჰერტის სკოლის“ ჟაკ დოლორის ცენტრში, სადაც მისი კვლევა ფოკუსირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხის შესწავლაზე ევროპული უსაფრთხოების პრიზმით. კვლევის მიზანია, კრიტიკულად შეაფასოს საქართველოს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების შედეგები უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობების ისტორიული, პოლიტიკური, სოციალური-ეკონომიკური და უსაფრთხოების ასპექტების გათვალისწინებით, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს. კვლევა იყენებს პრაქტიკულ მეთოდებს, მათ შორის ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების წამყვან გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს“, – აღნიშნულია „ჰერტის სკოლის“ ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი – დადასტურდა, რა დონეზე იმართება რადიკალიზმი საქართველოში, თითოეული სიტყვა წინასწარ ნაკარნახევია, ასე მოქმედებენ რადიკალური ოპოზიცია და გარედან დაქირავებულო „ენჯეოები“

21-ე საუკუნის საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც იმართებიან გარედან, რათა დააზიანონ საკუთარი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, მარიონეტების ჯგუფის ერთადერთი მიზანია, ჩვენი ქვეყანა ჩააბარონ პირდაპირ სხვებს სამართავად.„პირველ ყოვლისა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რა დონეზე იმართება რადიკალიზმი საქართველოში – პროცესების პირდაპირ ყოველდღიური ხელით მართვა გარედან, სადაც თითოეული სიტყვა წინასწარ ნაკარნახევია, თითოეული ნაბიჯი გათვლილია და ასე მოქმედებენ დღეს რადიკალური ოპოზიცია და გარედან დაქირავებულო „ენჯეოები“. ასე რომ, ეს სამარცხვინო ფაქტია. 21-ე საუკუნის საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც იმართებიან გარედან, რათა დააზიანონ საკუთარი ქვეყანა. ასე უნდა შეხედოს ქართულმა საზოგადოებამ ამ მარიონეტების ჯგუფს, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის, ჩვენი ქვეყანა ჩააბარონ პირდაპირ სხვებს სამართავად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. მედიასაშუალება ასევე იტყობინებოდა, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ წაიკითხა განცხადება და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.

ბოლო სიახლეები