ჩვენს პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი ავრცელებს.
„მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჩვენი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს პრეზიდენტს დაღუპული ჯარისკაცების გამო სამძიმარი გამოუცხადა“,- აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.
