პარასკევი, აგვისტო 8, 2025

კახა კალაძე – თბილისი იყო და რჩება საქართველოს ისტორიული მისიის სიმბოლოდ, თბილისის განვითარებას ყოველთვის ახლდა და ახლავს სირთულეები, გამოწვევები, რომელთა დაძლევას მუდმივი ძალისხმევა სჭირდება

მე, როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი და ამავდროულად, დედაქალაქის მოქმედი მერი, კარგად ვაცნობიერებ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დამაკისრა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის განვითარებას თან ახლავს მრავალი სირთულე, გამოწვევა, რომელთა დაძლევა მუდმივ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს.

„ემსახურო თბილისს, ნიშნავს, ემსახურო ქალაქს, რომელიც ქართული კულტურის, მისი ისტორიის, რელიგიის ცენტრია. თბილისი ქართული იდენტობის სარკეა. აქ ყალიბდებოდა და ყალიბდება ის იდეები, ფასეულობები, რომლებიც განსაზღვრავს, ვინ ვართ ჩვენ, ქართველები. თბილისი იყო და რჩება საქართველოს ისტორიული მისიის სიმბოლოდ. ამასთან ერთად, სწორედ ამ მისიიდან გამომდინარე, თბილისის განვითარებას ყოველთვის თან ახლდა და ახლავს მრავალი სირთულე, წინაღობა, გამოწვევა, რომელთა დაძლევას მუდმივი ძალისხმევა, შრომა სჭირდება. რვა წლის წინ, როდესაც დედაქალაქის მართვაზე პასუხისმგებლობის ასაღებად ვემზადებოდი, ჩემს გუნდთან ერთად მქონდა არა მხოლოდ ამბიციური მიზნები თბილისის გარდასაქმნელად და ასაღორძინებლად, არამედ კვლევაზე დაფუძნებული კონკრეტული გეგმა და ხედვაც ამ მისიის შესასრულებლად, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ პრობლემები, გამოწვევები იმაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ველოდით. არ არსებობდა სატრანსპორტო თუ ურბანული დაგეგმვის დოკუმენტი. ქაოტური განვითარებით გამოწვეული პრობლემები უდიდეს საფრთხეს უქმნიდა თბილისს. უმძიმეს მდგომარეობაში იყო ქალაქის ინფრასტრუქტურა, აღსადგენი იყო პარკები და სკვერები, სპორტული მოედნები. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ პრობლემას, რომელიც რვა წლის წინანდელ სინამდვილეს ასახავდა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ დედაქალაქის პრობლემების მოგვარებისა და მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მიმართულებით მაჟორიტარების როლზე ისაუბრა და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პირველივე დღეებიდან დავიწყეთ, ეს იყო საუბარი მოსახლეობასთან, ყოველდღიური შეხვედრები თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში მცხოვრებ ადამიანებთან, მათი პრობლემების გაცნობა. გაცნობა ყველა იმ გამოწვევის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვეხებოდა. ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვით თბილისის საკრებულოს მაჟორიტარებს. სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის პრობლემა მოაქვთ ჩვენამდე და ერთად ვიწყებთ ზომების მიღებას მათ გადასაჭრელად. საკრებულოს მაჟორიტარები იქცნენ გულშემატკივრებად, მეგობრებად, ახლობლებად თბილისელებისთვის. ხშირად მომისმენია, მაგალითად, იგივე რევაზ სოხაძის შემთხვევაში, როგორ ხუმრობდნენ ვარკეთილელები თავიანთ მაჟორიტარზე, სახლში ნათურის შესაცვლელადაც კი რეზის ვურეკავთო. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს და მთლიანად საკრებულოს ძალისხმევისთვის, რაც მათ გასული წლების განმავლობაში გასწიეს. მათი დამსახურებაა, რომ დღეს თბილისის მაჯაზე გვიდევს ხელი და ზუსტად ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქალაქს, თანაქალაქელებს. დიდია მათი წვლილი იმაში, რომ გვაქვს მოსახლეობის დიდი ნდობა, მხარდაჭერა, რაც გვაძლევს სტიმულს, მეტი გავაკეთოთ თითოეული უბნისთვის და თბილისის ღირსეული მომავლისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალში უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს საკრებულოში პროფესიონალების გუნდი სჭირდება.

„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! – ეს ნიშნავს უფრო მეტ რეკრეაციულ სივრცეს თბილისში, მეტად განახლებულ უბნებს რეაბილიტირებული ქუჩებით, სკვერებით და პარკებით, მეტ ახალ საბავშვო ბაღს, მეტ ინფრასტრუქტურას, მეტად ხელმისაწვდომ სერვისებს, თბილისელების კეთილდღეობისთვის ბევრად მეტ პროგრამას ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის თუ სხვა მიმართულებით. ამ ყველაფერს კი სჭირდება თბილისის გულშემატკივარი პროფესიონალების ძლიერი გუნდი საკრებულოში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შსს – შიდა ქართლში იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დანაშაულის ჩამდენმა სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა სროლა, დაჭრილია შსს-ს ორი თანამშრომელი

შიდა ქართლში იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.როგორც უწყებაში განმარტავენ, ეჭვმიტანილმა ადგილზე მისულ სამართალდამცველებსაც გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც შსს-ს ორი თანამშრომელი დაიჭრა.„შიდა ქართლის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენმა პირმა შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე სამართალდამცველი გადაყვანილია კლინიკაში. დანაშაულის ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ“, – აცხადებენ შსს-ში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის პასუხი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებულ კითხვაზე – საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გააკეთა, მეტი დეტალებისთვის ამ განცხადებას გაეცანით

რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 17 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ბრიფინგზე შეკითხვა დაუსვეს.„დღეს 17 წელი შესრულდა, რაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო. ისინი საქართველოს ტერიტორიებს ჯერ კიდევ აკონტროლებენ და, როგორც ჩანს, წარმატებით დანერგეს მათი კუთვნილი რუსული მთავრობა, რომელიც ღიად ძალადობს ქართული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. გაქვთ თუ არა რაიმე კომენტარი ორივე საკითხზე – რუსულ ოკუპაციასა და საქართველოს მთავრობის ქცევაზე?“ – იკითხა ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ.სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტომ პიგოტმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩომ განცხადება უკვე გააკეთა.„საქართველოში ამერიკის საელჩომ განცხადება გააკეთა. მეტი დეტალებისთვის ამ განცხადებას გაეცანით“, – აღნიშნა ტომ პიგოტმა.საქართველოში აშშ-ის საელჩომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წლისთავთან დაკავშირებით 7 აგვისტოს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.„დღეს ჩვიდმეტი წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი. სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი – 17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც აფხაზეთის ომისგან მიღებული მოუშუშებელი იარა განაახლა, გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას და...

ისტორია კარგი მასწავლებელია, ვიდრე ის ახსოვთ, ჩვენ გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას და მრავალათასწლოვან მატიანესაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„17 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც 33 წლის წინ აფხაზეთის ომისგან მიღებული მოუშუშებელი იარა განაახლა.ომი და სისხლისღვრა ყოველ 15 წელიწადში ერთხელ… ომები, რომლებიც წარმოშობენ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს და პოლიტიკურ ავანტიურისტებს, რომლებიც, ქვეყნის ინტერესების საპირისპიროდ, მზად არიან, თავიანთი სამშობლო სხვების სათამაშოდ აქციონ.2008 წლის ომზე ბევრი დაწერილა, ბევრის გმირობა აღწერილა და ბევრის ბრალეულობაზეც თქმულა. დღეს კი, უკვე მეოთხე წელია, ეს სათქმელი განსაკუთრებულია, რადგანაც 2008 წლის ომს რეგიონში მიმდინარე სისხლისმღვრელი დაპირისპირების ფონზე გვაჩვენებს. უკრაინის ომი და მასთან დაკავშირებული მოვლენები გვაჩვენებს იმ საფრთხის მასშტაბს, რაც შეიძლება, ჩვენს ქვეყანას ემუქრებოდეს. დიდი სახელმწიფოების ინტერესების არეალში მოხვედრილ ტერიტორიაზე გაჩაღებული „სამართლიანი“ თუ „ტრადიციული“ ომები ხომ ხშირად გამოიყენება საომარ ლელოდ.ის, რაც კარგად არ ჩანდა 2008 წელს, მთელი სიცხადით გამოჩნდა 2022 წლიდან: უკრაინის ომი დასავლეთისა და რუსეთის სტრატეგიული ჭიდილის მორიგ ეპიზოდად იქცა. უკრაინის ჰუმანიტარული კატასტროფა, ქვეყნის გაჩანაგება, დემოგრაფიული ტრაგედია და სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და ახლობელია, რადგან ის მოიცავს ყველაფერს, რაც საქართველოს 2008 წლის მმართველებმა ასე უდიერად და დაუნდობლად გაწირეს.ქვეყანაზე მზრუნველი ხელისუფლების მიზანი ვეშაპების ბრძოლის პირობებში გადარჩენა და საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვაა. ესაა ის უმთავრესი საძირკველი, რასაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იცავს, იცავდა და ყოველთვის დაიცავს.მორიგი 15-წლიანი ციკლის დასასრულს, 2022 წელს, შიდა თუ გარე მავნებლების თუ სასარგებლო იდიოტების მცდელობის მიუხედავად, ბეწვზე გადავურჩით ახალ ომში საქართველოს ჩათრევას. ისევ აღმოჩნდა, რომ საქართველოს, ტრადიციული მეომრული სულისკვეთებისა თუ ემოციურობის გამოყენებით, დაკისრებული როლი უნდა შეესრულებინა და საჭადრაკო დაფაზე წაქცეული პაიკის ფუნქცია ეტვირთა. ასე იყო 1993 წელს, ასე მოხდა 2008 წელს.და ჩაირთო მეგაფონები, თბილისის აეროპორტში სახელმწიფო თვითმფრინავებს მოითხოვდნენ ფრონტზე წასასვლელად გამზადებული მოხალისეები, პარლამენტთან დადგნენ სხვა ქვეყნის დროშაში გახვეული „პატრიოტები“, გაისმა მოწოდებები გარედან და შიგნიდან: „თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“, „იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში“, „რუსეთი ომს აგებს… შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ“, „რუსეთის ათი ათასი კაცი რომ გააჩერო აქ, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება“, „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი სჯობს ამ სირცხვილის წვას…“.ყველა პარტია, ვისაც ეს ქვეყანა მანამდე აურევია და ყველა ენჯეო, ვინც, ამ დღის შემდეგ, ქვეყნის არევაში იქნება ჩართული, ერთი მიზნით გაერთიანდნენ – ჩაეთრიათ საქართველო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე მასშტაბურ დაპირისპირებაში.ყოველთვის გვახსოვდეს, რომ საქართველოს მთავარი საფრთხე შიდა მტერია. ჩვენი ისტორიის მანძილზე ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა. დაბრმავებული ქართველების ხელით დღესაც ცდილობენ ქვეყნის არევას, დესტაბილიზაციას, დაპირისპირებას და ქაოსის დათესვას, რაც მხოლოდ გარე მტრის ინტერესს ემსახურება.მათი ხელისუფლებაში დაბრუნებისა და მოსვლის ერთადერთი მიზანი ფსევდოევროპული ლოზუნგებით სახელმწიფოს განსაცდელში შეყვანაა. ასე შეგვიყვანეს განსაცდელში 2008 წელს და, ღმერთმა დაგვიფაროს, მათ ხელში იგივე დაგვემუქრებოდა მომავალშიც.მთავარი, რამაც ბოლო წლებში ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა, არის ის, რომ გარე თუ შიდა მტრებს ხელისუფლებაში არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ. ჩვენ მაშინ მშვიდობისთვის ბრძოლის ის ეპიზოდი მოვიგეთ, მაგრამ მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია.ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს კარგად ახსოვს. ისტორია კარგი მასწავლებელია მანამ, სანამ ის ახსოვთ. ჩვენ გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას და მრავალათასწლოვან მატიანესაც.დიდება სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

2008 წლის 8 აგვისტო-411 დაღუპული,130 000-მდე დევნილად ქცეული ადამიანი

ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებს. 411 დაღუპული, დევნილად ქცეული 130 000-მდე ადამიანი, განადგურებული სოფლები, დაბომბილი გორი და სტრატეგიული ობიექტები, ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება – ასეთია ხუთდღიანი საომარი მოქმედებების შედეგი. 2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის არმიის შემოსვლა მოჰყვა. ომიდან 17 წლის თავზე ქვეყანაში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. მავთულხლართებით და ხელოვნური ბარიერებით დაყოფილი სოფლები, მოქალაქეთა გახშირებული გატაცებები, გადაადგილების და სამედიცინო დახმარების მიღების წართმეული უფლებები – ასეთია რეალობა საოკუპაციო ხაზთან. არაერთი საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, რუსეთი ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 6-პუნქტიან შეთანხმებას ამ დრომდე არ ასრულებს. მოსკოვი სტრასბურგის სასამართლოს იმ ისტორიულ გადაწყვეტილებასაც იგნორირებას უკეთებს, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებლად სწორედ რუსეთი მიიჩნია და ყველა დარღვეულ უფლებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

ირაკლი კობახიძე – სავარაუდოდ, ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით

გასული ოთხი წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის შეფასებით, ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, პრობლემების გადაჭრასა და ქალაქის განვითარებაში.„თბილისის საკრებულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს დედაქალაქის განვითარებაში, განსაკუთრებით მაჟორიტარ დეპუტატებს აქვთ განსაკუთრებული მისია. ისინი არიან ყველაზე ახლო ურთიერთობაში მოსახლეობასთან. სწორედ მათ მოაქვთ მოსახლეობის პრობლემები და შემდეგ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გადაჭრან თითოეული საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქისა და თითოეული უბნის განვითარებასთან. გასული ოთხი წლის განმავლობაში მაჟორიტარებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და დარწმუნებული ვარ, რომ ის 25 კანდიდატი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ჩაერთვება დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, პრობლემების გადაჭრაში და ქალაქის განვითარებაში. არიან პროფესიონალები, დედაქალაქის გულშემატკივრები. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანის გამარჯვებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია.„სავარაუდოდ, ორშაბათს ერთიანად წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. არსებობს ორი კლასიკური კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული მერობის კანდიდატი შეირჩევა სწორედ ამ კრიტერიუმებით. ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გვეყოლება ახალი სახეები, ახალი კანდიდატები. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში მოიგებენ ჩვენი კანდიდატები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები