სამშაბათი, ივნისი 10, 2025

კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა

მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მილანელ კოლეგას, ჯუზეპე სალას შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, თბილისსა და მილანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით.

საუბარი შეეხო მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ფაქტს, რაც, მერების თქმით, ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნებს, ისე ქალაქებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ჯუზეპე სალას გულთბილი მასპინძლობისთვის და იგი საქართველოს დედაქალაქში მიიწვია.

„მადლობას გიხდით მეგობრული და გულთბილი მასპინძლობისთვის. საქართველოს და იტალიას თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს, მჭიდროა ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის. იმედი მაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდება თბილისისა და მილანის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, რისთვისაც პირადად მე, როგორც თბილისის მერი, ძალისხმევას არ დავიშურებ. ათი წელი გავატარე მილანში და მინდა, ის დიდი გამოცდილება, რომელიც მილანს, როგორც ევროპის წამყვან ქალაქს აქვს, თბილისმაც გაიზიაროს. ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს თბილისში. არაერთი პროექტი განვახორციელეთ სხვადასხვა მიმართულებით და წინ საკმაოდ ამბიციური გეგმები გაგვაჩნია. ვისარგებლებ შემთხვევით და გიწვევთ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში, რომელიც ვფიქრობ, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, მილანის მერმა მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ვიზიტისთვის და გამოხატა სრული მზაობა ქალაქებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე. მან ასევე ისაუბრა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქალაქისთვის მთავარ გამოწვევად იქცა.

„მზად ვარ, ხელი შევუწყო მილანსა და თბილისს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, მინდა, შემოგთავაზოთ ჩართულობა NC40 cities-ში – მსოფლიოს მასშტაბით არსებული ქალაქების ქსელში, რომელიც კლიმატის ცვლილებას ებრძვის. ეს არის, როგორც პოლიტიკური, ისე ტექნიკური ქსელი, ზუსტად მერების ჩართულობისთვის. მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს მილანში. ამდენად, საკონსულოს გახსნა მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის მთელი რიგი საკითხების გადაჭრის კუთხით, ისე ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ჯუზეპე სალამ.

მილანის მერიაში გამართულ შეხვედრას მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იხილეთ-რამდენიმე საკადრო ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტროში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე;ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე;თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი;შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება.

ვახუშტი მენაბდე – ოპოზიციის დიდი ნაწილი რჩება პერსონალურ კინკლაობაში – გვაქვს პროცესი, რომელიც გაჭედილია, ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ დისკუსიას და რეჟიმის შესახებ კრიტიკა გამქრალია

ოპოზიციას ერთობლივად უნდა ემსჯელა არჩევნებთან დაკავშირებით, სანამ ონლაინ დებატებში შევიდოდა - არჩევნების თარიღი ცნობილი იყო და ოპოზიციას ამასთან დაკავშირებით ხედვა უნდა ჰქონოდა,- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.ვახუშტი მენაბდის თქმით, ოპოზიციის არცერთმა მხარემ არ გაიღო სათანადო ძალისხმევა, რათა პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოეტანა საკითხები, რაც დემოკრატიას ემუქრებოდა და ახლა ოპოზიციის დიდი ნაწილი ისევ პერსონალურ კინკლაობაში რჩება.„ოპოზიციის არცერთმა მხარემ არ გაწია სათანადო ძალისხმევა იმისთვის, რომ დემოკრატიის ძალიან კონკრეტული პრობლემები, რომელიც კონკრეტული ადამიანების დემოკრატიული უფლებების რეალიზებას უკავშირდება, გამოეტანა პოლიტიკურ სამსჯავროზე და შემოეტანა პოლიტიკურ დღის წესრიგში. მათ ეს არ გააკეთეს და ახლა რასაც ვუყურებთ, დიდი ნაწილი რჩება ისევ პერსონალურ კინკლაობაში და ძალიან ცოტა დრო ეთმობა ამ საკითხების პოლიტიზებას“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ახლა ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პროცესი, რომელიც „გაჭედილია“ და ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ ოპოზიციის დისკუსიას, რეჟიმის შესახებ კრიტიკა კი გამქრალია.„მათ უნდა დაეწყოთ ღია დისკუსია თვეების წინ, ჩამოეყალიბებინათ მოთხოვნები. უნდა ეთქვათ, რომ აი, ეს არის მოთხოვნები, რაც არჩევნებში მონაწილეობას აზრს მისცემს და ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო პოლიტიკური პროცესი. არ ვამბობ, რომ პირობების წამოყენება აუცილებლად წარმატებამდე მიიყვანდა მათ, მაგრამ ჩვენ გვექნებოდა პოლიტიკური პროცესი. ახლა ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც გაჭედილია და ბოლო ერთი კვირაა ვუყურებთ ოპოზიციის დისკუსიას და რეჟიმის შესახებ კრიტიკა გამქრალია. უკმაყოფილება მთლიანად გადამისამართდა ოპოზიციის მომხრეებს შორის ერთმანეთზე“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

გოგა მანიას წინასწარმეტყველება – რას ამბობს ეზოთერიკოსი ხშირ მიწისძვრებზე

 „ნუ შეგეშინდებათ მიწისძვრის, იქნება შესამჩნევად, თუმცა არადამანგრეველი. ყურადღებით იყავით მცოცავ მიწასთან, ეს იქნება დამანგრეველი. მე ვთქვი, რომ მიწისძვრები, 15 ივნისამდე იქნება შესამჩნევი. ხშირად ვახსენებ და კიდევ ვიტყვი, წყლიდან გამომდინარე ნგრევა მოხდება.ფიგურა, რომელიც სპორტსმენია, მას უდგინდება დაავადება, უკურნებელი სენი.ყოფილი პოლიტიკოსი გარდაიცვლება, ამას 100 პროცენტით ვამბობ, ეს გარდაუვალია.მამაოს, რომელსაც მრევლი ჰყავს ძალიან ბევრი, გარდაიცვლება, მის მრევლს დიდი ტკივილი ექნება. ძალიან ყურადღებით იყავით, ივლისი, აგვისტო, რადგან ავტოავარიები მოიმატებს.მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ბავშვები წინ არ დაისვათ... კახეთზე მაქვს ძალიან დიდი განცდები, რადგან აქ სეტყვა ქვასავით იქნება. მინდა ვთქვა, რომ მეც მელოდება პატარა განსაცდელი უახლოეს მომავალში, რომელსაც ვგრძნობ, რატომ ვამბობ ამას საკუთარ თავზე, რამდენჯერაც რაღაცა მოხდა, ესეც ბოროტ ძალებს უკავშირდება, რომელსაც ჩემს მიმართ უშვებენ. რადგან მე ვაკეთებ ეგზორციზმს და მათგან ადამიანებს ვეხმარები, შემდეგ უკვე ისინი გადმოდიან ჩემზე და კეთდება ენერგეტიკული სხვადასხვა დარტყმა“,- ამბობს ეზოთერიკოსი.

🎥„რა თქმა უნდა ყველა გათვლებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად გამარჯვების დამაჯერებელი შანსი აქვს 41 ნომერს…“ – ცოტნე ანანიძე

„რა თქმა უნდა ყველა გათვლებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტად გამარჯვების დამაჯერებელი შანსი აქვს 41 ნომერს...“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ცოტნე ანანიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ვოლსკი ბაჩიაშვილის ბრალდებებზე: რომელი სახელმწიფო დაუშვებს, რომ თვალახვეული, ნაცემი, ხელებშეკრული ადამიანი გაატაროს სასაზღვრო კონტროლზე? სტეპში დაჯდა თუ ჯუნგლებში თვითმფრინავი?

"ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ვოლსკიმ "ღამის კურიერის" ეთერში იმ ბრალდებებზე ისაუბრა, რომლის შესახებაც დღეს, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.მისივე თქმით, ბაჩიაშვილის ბრალდებები აბსურდულია, რადგან არცერთი სახელმწიფო არ გაატარებს გატაცებულ და ნაცემ ადამიანს სასაზღვრო კონტროლზე."ნებისმიერი სახელმწიფო, სადაც შეიძლება ადამიანი იმყოფებოდეს, მითუმეტეს იმ რესურსით, რომელიც მან დააგროვა ამ ხნის განმავლობაში, როგორ დაუშვებს, რომ მოტაცებული ადამიანი, - თვალახვეული, ნაცემი, ხელებშეკრული გაატაროს ერთ კონტროლზე, მეორე კონტროლზე და სასაზღვრო კონტროლზე? განუკითხაობაა? სტეპში დაჯდა თუ ჯუნგლებში თვითმფრინავი? სახელმწიფოზე ლაპარაკობს, კონკრეტულად არ ასახელებს, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფოზე ლაპარაკობს. თუკი ასეთი მეგობარი ქვეყანაა ჩვენთვის ის სახელმწიფო, რაში დასჭირდებოდა ამ მასკარადის მოწყობა? აიღებდა და პირდაპირ გადასცემდა დამნაშავეს. მე, მაგალითად, ეჭვი არ მეპარება , მაგრამ სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. თვითონ ფაქტები, რომელზეც თავადვე ლაპარაკობს, მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაული მართლაც სერიოზულია," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ბოლო სიახლეები