კვირა, მარტი 23, 2025

9 წელი მიესაჯა სააკაშვილს – მსჯავრი უფრო ზომიერია, ვიდრე სამართლიანი, რადგან ასეთი დონის ნაძირალებსა და სამშობლოს გამყიდველებს შთანთქმის კი არა, წლების გაორმაგების პრინციპით უნდა მიესაჯოთ – ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ელიტური კორუფციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ქადაგიძის თქმით, მსჯავრი უფრო ზომიერია, ვიდრე სამართლიანი, რადგან ასეთი დონის ნაძირალებსა და სამშობლოს გამყიდველებს შთანთქმის კი არა, წლების გაორმაგების პრინციპით უნდა მიესაჯოთ.

„9 წელი მიესაჯა სააკაშვილს.მსჯავრი უფრო ზომიერია, ვიდრე სამართლიანი, რადგან ასეთი დონის ნაძირალებს და სამშობლოს გამყიდველებს შთანთქმის კი არა, წლების გაორმაგების პრინციპით უნდა მიესაჯოთ. ასე რომ, მთელი ამისი საგვარეულო მადლობას უნდა უხდიდეს “ქართულ ოცნებას”, 2012 წლამდელი შეკრებითობის პრინციპით, რომ არ მიესაჯა.ხოლო მსჯავრის მოხდის ადგილი, გაუმართლებელი და აბსოლუტურად უსამართლო.გადაათრიეთ იქ, სადაც სამართლიანად ეკუთვნის,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ჯერ მენშევიკების აგენტი ოჯახი იყო ამისი ოჯახი, მერე ბოლშევიკების, შემდგომში ნაცისტების და მგონი ბოლოს პაატა ზაქარეიშვილივით, ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ...

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება ექსპრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრების მიმართ, რომლის თქმითაც, სწორედ ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროის „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიას, ვინ დაესმინათ და დაებრალებინათ მოღალატეობა.გამსახურდიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ოჯახი ჯერ მენშევიკების აგენტი ოჯახი იყო, მერე ბოლშევიკების, შემდგომში კი ნაცისტების და ბოლოს , სავარაუდოდ, პაატა ზაქარეიშვილივით, ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ ამუშავებდა მას.„აბა ამას უყურეთ, ჯერ მენშევიკების აგენტი ოჯახი იყო ამისი ოჯახი, მერე ბოლშევიკების, შემდგომში ნაცისტების და მგონი ბოლოს პაატა ზაქარეიშვილივით, ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ ამუშავებდა ამას. აი ამის ჭკუაზე რომელმა სახელმწიფო მოხელეებმაც გაიარეთ, თქვენ თავებში ჩამახედა, კი ვიცი ბევრის თავებში რაც დევს, მაგრამ მაინც, იქნებ გაიზარდა,“- წერს გიორგი გამსახურდია.

სტამბოლის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.გამოძიების ფარგლებში სულ 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.დანარჩენ ეჭვმიტანილებზე სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.ცნობისთვის, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს.იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ცნობილია რომელი 13 ქართველი იასპარეზებს დღეს თბილისის გრანდ სლემზე

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 13 წევრი იასპარეზებს:90 კგ – ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი.100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი.+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.+78 კგ – სოფიო სომხიშვილი.წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა, ხოლო მამაკაცებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

23 მარტი ვახტანგ კახიძის დაბადების დღეა

ვახტანგ კახიძემ, როგორც დირიჟორმა, საქმიანობა 1990 წელს დაიწყო, 1993 წლიდან იგი თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია, ხოლო 2002 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ასევე, ვახტანგ კახიძე ხელმძღვანელობს თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს და საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „შემოდგომის თბილისი”. ცნობილი მუსიკოსი არაერთი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. ვახტანგ კახიძემ 1997 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიიღო, 2000 წელს კი – ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

რატომ დადის მუზარადით გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი, მომღერალი და პოეტი გიორგი გილიგაშვილი საზოგადოებაში საკუთარი სტილით ყველასგან გამოირჩევა. ბევრს უკვირს და აინტერესებს, რატომ აირჩია მან ასეთი ჩაცმულობა.გიორგიმ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა, სადაც საკუთარ ჩაცმის სტილს გაუსვა ხაზი:„ეს სათავე, თავზე რომ მიმშვენებს, ეს მუზარადი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედაც, რომ იმად შევიმოსე, რომ საკუთარი თავი მეომრულ პოზიციაში მომწონს და მათაც (გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან) ვაგონებ და ვეუბნები, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს - არა დავცხრე, ვიდრე ვიყოო, ასევე არ აყარონ ფარ-ხმალი, არ დაცხრნენ.შეუძლებელი კაცთათვის შეძლებელ არს უფლისთვის. თავისუფლება გაღმერთიანებას ნიშნავს და გაღმერთიანების დროს არანაირი უფლებები არ არსებობს. უფლებების მიღმა გადასვლა თავისუფლება, უუფლებობა, სადაც მასთან ერთად მარადისობაში ხარ და ხარ“, - ამბობს გიორგი გილიგაშვილი.

ბოლო სიახლეები