პარასკევი, ნოემბერი 14, 2025

,,წვიმა და ქარი…” – ამინდი იცვლება

14 ნოემბერი –  პარასკევი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  წვიმა. ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +12, +17°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  წვიმა, ღამით მაღალმთაში ზოგან თოვლი.  ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°,  დღისით +16, +21°; მთაში ღამით +2, +7°, დღისით  +14°, +19°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, ზოგან -2°-მდე,  დღისით +6, +11°, ზოგან +16°-მდე.

15 ნოემბერი – შაბათი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია წვიმა. ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით  -1, +4°, დღისით +13, +18°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან  წვიმა, მაღალმთაში თოვლჭყაპი.  დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°,  დღისით +13, +18°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით  +12°, +17°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, ზოგან -3°-მდე,  დღისით +5, +10°, ზოგან +15°-მდე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – დადასტურდა, რა დონეზე იმართება რადიკალიზმი საქართველოში, თითოეული სიტყვა წინასწარ ნაკარნახევია, ასე მოქმედებენ რადიკალური ოპოზიცია და გარედან დაქირავებულო „ენჯეოები“

21-ე საუკუნის საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც იმართებიან გარედან, რათა დააზიანონ საკუთარი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, მარიონეტების ჯგუფის ერთადერთი მიზანია, ჩვენი ქვეყანა ჩააბარონ პირდაპირ სხვებს სამართავად.„პირველ ყოვლისა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რა დონეზე იმართება რადიკალიზმი საქართველოში – პროცესების პირდაპირ ყოველდღიური ხელით მართვა გარედან, სადაც თითოეული სიტყვა წინასწარ ნაკარნახევია, თითოეული ნაბიჯი გათვლილია და ასე მოქმედებენ დღეს რადიკალური ოპოზიცია და გარედან დაქირავებულო „ენჯეოები“. ასე რომ, ეს სამარცხვინო ფაქტია. 21-ე საუკუნის საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც იმართებიან გარედან, რათა დააზიანონ საკუთარი ქვეყანა. ასე უნდა შეხედოს ქართულმა საზოგადოებამ ამ მარიონეტების ჯგუფს, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის, ჩვენი ქვეყანა ჩააბარონ პირდაპირ სხვებს სამართავად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. მედიასაშუალება ასევე იტყობინებოდა, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ წაიკითხა განცხადება და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.

როგორ უნდა გაიგოთ ყიდვისას, ხორცი იმპორტირებულია თუ ადგილობრივ ფერმაში გაზრდილი – სპეციალისტის რჩევები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი, თეა ჩალიგავა, გადაცემაში "შუადღე"საუბრობს, როგორ უნდა შევარჩიოთ ხორცი სწორად და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მისი შეძენისას:,,სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ არაორგანიზებული ვაჭრობის ობიექტებში სურსათის შეძენისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. განსაკუთრებით მალფუჭებად, მაღალი რისკის სურსათს ვგულისხმობ, როგორიცაა, ხორცი და ხორცპროდუქტები.პირველ რიგში, როდესაც ხორცის შეძენას გადაწყვეტთ, მოსახლეობას ვთხოვ, რომ შემდეგ ნიშნებს ყურადღება მიაქციოს: ხორცი სუფთა, დახურულ მაცივარში უნდა იყოს განთავსებული. დაცული უნდა იყოს ჰიგიენური პირობები. ასევე, ტემპერატურული რეჟიმები გათვალისწინებული უნდა იყოს. ახალი ხორცისთვის ეს 2-დან 6 გრადუსამდე, გაყინული ხორცის შემთხვევაში, -18 გრადუსია. ეტიკეტი აუცილებლად მოითხოვეთ. ეტიკეტი არის თანდართული დოკუმენტი, რომელზეც სარეალიზაციო დახლზე განთავსებული ხორცის შესახებაა ინფორმაცია. კერძოდ, რომელ ქვეყანაშია დაკლული, იმპორტირებულია თუ არა ხორცი, როდის დამზადდა და ასე შემდეგ.გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც ხორცს შევიძენთ, ამ ხორცით მთელი ქალაქი არ მოვიაროთ. დილით რომ ვიყიდით, საღამოს არ უნდა მივიტანოთ სახლში. თუ თერმოჩანთით დადიხართ, ჰიგიენური პირობები დაცულია, გაქვთ იმის უზრუნველყოფის საშუალება, რომ ტემპერატურა დაიცვათ, მაშინ პრობლემას არ წარმოადგენს.დაუშვებელია, სურსათი, რომელიც საყინულეში შევდეთ, გავალღოთ და შემდეგ ისევ გავყინოთ. თუ ახალი ხორცი შევიძინეთ, დიდი ულუფაა და ერთი კერძისთვის არ გვინდა, ამდენის გამოყენება, დიასახლისს შეუძლია, დაანაწილოს და მაშინვე გაყინოს.ხორცი სამაცივრე პირობებში, 4 გრადუსზე უნდა გალღვეს. თუ ხორცი შეფუთულ მდგომარეობაში იქნება, გამდინარე წყლის ქვეშ შეიძლება. უშუალოდ, მომზადების წინ, მიკროტალღურ ღუმელშიც შეიძლება, გალღვეს.

დაზიანებული მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, უცხო ქვეყნიდან შემოსული, 9450 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა კერძოდ, მცენარეებზე მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დაზიანებები გამოვლინდა.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის ინფორმაციით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მამუკა ცუცქირიძის ინფორმაციით, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. ამის შესახებ მამუკა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს და პეტერ ფიშერთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.მისი თქმით, პეტერ ფიშერმა აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.„​ელჩის მოულოდნელი სოლიდარობა. ის იყო, აქციიდან წამოსვლას ვაპირებდი, თან დღეს განსაკუთრებით ვარბენინეთ პოლიცია ხმაურიანი შეძახილებით სოლოლაკის ქუჩებში, რომ ბოლოს ჩვენთან მოულოდნელად მოვიდა გერმანიის ელჩი – ბატონი პეტერ ფიშერი და ამით კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა სოლიდარობა. ​რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა გადავუხადე საქართველოს მეგობრობისთვის, გვერდში დგომისთვის. ​მომენტი, რომელიც არასდროს გვავიწყდება“, – წერს მამუკა ცუცქირიძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ – 28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება

2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონამ ივანიშვილის რეჟიმის სახით, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევითა და ეროვნული ინტერესების ღალატით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საჯაროდ დასამარებულად გამოაცხადა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი.როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის 28 ნოემბერს ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი გაერთიანდა და ქუჩაში საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების, ევროპული არჩევანის დასაცავად გამოვიდა.„ერთი წლის თავზე, ქართული საზოგადოება კვლავ მედგრად იცავს საქართველოს არჩევანს თავისუფალ, ღირსეულ, ევროპულ მომავალს. ივანიშვილის რუსული რეჟიმი მასობრივი რეპრესიებით, საქართველოს ასეულობით ღირსეული მოქალაქის თუ პოლიტიკური ლიდერების დატყვევებით, სამოქალაქო საზოგადოების განადგურებით, პოლიტიკური პარტიების გაუქმებით, აკადემიური თავისუფლების ხელყოფის მცდელობით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვით, ცდილობს შიში და უიმედობა დათესოს საზოგადოებაში, გააღატაკოს და ქვეყნიდან გააქციოს ჩვენი ღირსეული თანამოქალაქეები. შიშის და უიმედობის დათესვის მიზნით, ამავდროულად კი რუსეთის საამებლად, ივანიშვილის რეჟიმმა სამედიცინო პენიტენციური დაწესებულებიდან ტყვეობის მეხუთე წელს კვლავ ციხეში გადაიყვანა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.რუსული ოცნების ეს სასტიკი სპირალი, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის განადგურებას ისახავს მიზნად ვერ გატეხს ქართველი ხალხის ისტორიული სიმამაცეს და მისწრაფებას თავისუფალი, ევროპული სამყაროსკენ. 28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება!„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს ევროპული არჩევანისთვის მებრძოლი მთავარი პოლიტიკური ძალა და რუსული იმპერიალიზმის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში, ყველა თანამოაზრე პოლიტიკურ პარტიასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობასთან ერთად კვლავ ამაყად იდგება საქართველოს გადარჩენისთვის შეკრებილი პატრიოტების რიგებში. მოგიწოდებთ საქართველოს ყველა პატრიოტს: 28 ნოემბერს, 19:00-ზე შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით გადავინაცვლოთ პარლამენტის შენობასთან. გავაგონოთ მთელს ცივილიზებულ სამყაროს თავისუფალი, ევროპული საქართველოს ხმა“, – ნათქვამია განცახდებაში.

ბოლო სიახლეები