ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025

ცნობილია, საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა დაასახელა.

დაღუპულთა შორის არიან პილოტი გოხან კორკმაზი, თვითმფრინავის ტექნიკური სამსახურის უფროსი ლეიტენანტი ემრე მერკანი, თვითმფრინავის ტექნიკური სერჟანტი ნური ოზკანი, თვითმფრინავის ტექნიკური უფროსი სერჟანტი ილჰან ონგანი, საჰაერო შტაბის უფროსი ილკერ აიკუტი და საჰაერო ძალების ოფიცერები: სერდარ უსლუ, ნიჰატ ილგენი, ჯუნეით კანდემირი, უმიტ ინცე, ბურაკ ოზკანი, ემრა კურანი, ჰამდი არმაგან კაპლანი, აკინ კარაკუსი, რამაზან იაგიზი, ემრე ალთიოკი, ბურაკ იბიგი, ბერკაი კარაჩა, აჰმედ იაშარ კუიუჩუ, ჯემ დოლაპჩი და ემრე საინი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიცია უცხოელი მფარველების ინსტრუმენტია, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი ამ ჯგუფის სურვილის მიხედვით იყოს გატარებული

რადიკალური ოპოზიცია, მათი უცხოელი მფარველების ხელში, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით იყოს გატარებული, რომლებიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფინანსებს,  – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მთავარი პრობლემები ბრიუსელშია.„რადიკალურ ოპოზიციას ცალკე განყენებულად, როგორც პოლიტიკურ აქტორად ნუ ავიღებთ. რადიკალური ოპოზიცია არის ინსტრუმენტი მათი უცხოელი მფარველების ხელში. ის საერთო ჯამში ორკესტრირებას უწევს ამ მთლიან პროცესს. ამიტომ, რადიკალური ოპოზიცია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იყოს გატარებული იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით, რომლებიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფინანსებს. მთავარი პრობლემები უნდა ვეძებოთ ბრიუსელში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბრიუსელი დღეს იქცევა და დგას მყარად იმ გზაზე, სადაც თავის დროზე იყო საბჭოთა მოსკოვი. როდესაც ნაცვლად დიალოგისა, არის კონფრონტაცია, ნაცვლად სხვათა ინტერესების გათვალისწინებისა, არის საკუთარი დღის წესრიგის მოხვევის სურვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო: პატარა გიორგი თოფურიას ახდენილი ოცნება – ერთი დღე მებაჟე ოფიცრად

პატარა გიორგი თოფურიას ახდენილი ოცნება – ერთი დღე მებაჟე ოფიცრად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პატარა გიორგი თოფურიას ოცნება აუხდინა — ის ერთი დღით მებაჟე ოფიცრად გადაიქცა. გიორგი მაყურებელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემიდან „პატარების დიდი შოუ“ გაიცნო. ის მუსიკის, ხატვის, ძერწვისა და მათემატიკის დიდი მოყვარულია. მისი ყველაზე დიდი სურვილი კი მამის მსგავსად, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერი გახდომაა. გადაცემის გასვლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა გიორგის ეს სურვილი ერთი დღე რეალობად აქცია — მცირე ხნით მას საშუალება მიეცა მებაჟე ოფიცერი გამხდარიყო. ვიდეო-სიუჟეტი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.   

ტრამპი: ვალდებული ვარ, „ბიბისის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები გავაგრძელო, მათ საზოგადოება მოატყუეს და ეს აღიარეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, თავს ვალდებულად თვლის, „ბიბისის“ უჩივლოს.„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ „ბიბისიმ“ 2021 წლის 6 იანვრის მისი გამოსვლა დაამონტაჟა და მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.„ალბათ უნდა გავაგრძელო სარჩელი. იცით, რატომაც არა? საზოგადოება მოატყუეს და ეს აღიარეს. შეცვალეს ჩემი 6 იანვრის გამოსვლა, რომელიც იყო მშვენიერი, ძალიან დამამშვიდებელი და ისე გააკეთეს, რომ რადიკალურად ჟღერდა. რეალურად შეცვალეს. წარმოუდგენელი რამ გააკეთეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სამართლებრივ ქმედებებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, „ვფიქრობ, ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო“.„ბიბისი“ წერს, რომ დონალდ ტრამპის ადვოკატებმა წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამია, რომ კორპორაცია ბოდიშს თუ არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის, ერთი მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვენ.„ბიბისის“ პასუხის გასაცემად ვადა 14 ნოემბრამდე, ადგილობრივი დროით 22:00 საათამდე აქვს. „ბიბისიში“ განაცხადეს, რომ პასუხს დადგენილ ვადაში გასცემენ.ცნობისთვის, „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს. ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.

ელიზბარ ჯაველიძე ღარიბაშვილზე:ბიძინა ივანიშვილის გაზრდილი ვარ, ვერ ვუღალატებო!

ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხლისუფლების განათლების მინისტრი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე: ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან სულ ახალი წასული იყო, როცა მივედი და ვუთხარი – ავტორიტეტი გაქვს, შექმენი პარტია და გვერდით დაგიდგებით-მეთქი! იცით, რა მითხრა? – მე ბიძინა ივანიშვილის გაზრდილი ვარ, ვერ ვუღალატებ და მაგის წინააღმდეგ ვერ გავილაშქრებ, ამ ნაბიჯს არავითარ შემთხვევაში არ გადავდგამო! დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ირაკლი დღესაც ასე ფიქრობს!წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტისა და ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო კლუბის ორგანიზებით, მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღიონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ღონისძიება, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევრები, ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო კლუბის წევრები, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და მეცნიერ-თანამშრომლები, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.ვიცე-რექტორმა უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს და მათ შორის მრავლად მყოფ ახალგაზრდა მკვლევრებს მეცნიერების მსოფლიო დღე მიულოცა და მიმდინარე წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან, ევროპის, ამერიკის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან ნაყოფიერი სამეცნიერო კოლაბორაციისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ ლომინაძემ 2025 წელს მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოს - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) „პრიზი ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის“ - Breakthrough Prize in Fundamental Physics - მოპოვება მიულოცა სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის რვა მეცნიერ-ინჟინერს, უნივერსიტეტის CERN-LHC ჯგუფის წევრებს - ინსტიტუტის დირექტორს, CERN-LHC ჯგუფის ლიდერს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს CERN-ში ზვიად წამალაიძეს, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს - არსენ ხვედელიძეს, მეცნიერ-თანამშრომლებს - იური ბაღათურიას, ირაკლი და დავით ლომიძეებს, გიორგი ადამოვს, ალექსი მესტვირიშვილს და თენგიზ თორიაშვილს. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები იმ 24 ქართველ მეცნიერს შორის არიან, რომლებმაც წელს მორიგი დიდი საერთაშორსო აღიარება მოიპოვეს. მისი თქმით, პროფესორი ზვიად წამალაიძე კი ერთ-ერთია, რომელიც CERN-მა საქართველოდან წლის საუკეთესო მეცნიერად აღიარა.როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, ქართველ მკვლევრებს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და გლობალურ ექსპერიმენტებში წარმატებული ჩართულობა უქმნის ფართო შესაძლებლობებს, თავიანთი ნიჭი და ცოდნა ქართული მეცნიერების განვითარებას და ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარონ. „მეცნიერების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება იმ მიზნით, რომ შეგვახსენოს, თუ რამდენად დიდია მეცნიერების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რამდენად აქტიურად უნდა ხდებოდეს მეცნიერთა უახლესი მიღწევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, ამ ღირსშესანიშნავ დღეს ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, ქართველ მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, ჩვენი უნივერსიტეტის მეგობრებსა და ძვირფას პარტნიორებს მსოფლიო მასშტაბით - ვუსურვებთ მათ წარმატებას მეცნიერების უაღრესად საინტერესო, ახლის შემეცნებითა და აღმოჩენებით აღსავსე გზაზე. სასიხარულოა, რომ საქართველოს მთავრობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებიც თანამშრომლობენ ამერიკის, ევროპის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებსა და უდიდეს კვლევით ცენტრებთან, ჯილდოვდებიან პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდოებით - ეს არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ საქართველოს გამარჯვებაა. წარმატებას ვუსურვებთ კოლეგებს, ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა მეცნიერებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტმა, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის წევრმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასა (CERN) და იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში (KEK), ასევე, იაპონიის პროტონის ამაჩქარებლის კომპლექს J-PARC-ში, მეცნიერებათა დოქტორმა ირაკლი ლომიძემ ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია 2025 წლის მანძილზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფების მიერ CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ექსპერიმენტში, იაპონიის KEK-სა და J-PARC-ში მიმდინარე COMET ექსპერიმენტზე, ასევე ამერიკის უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრ FERMILAB-ში წარმოებულ DUNE ექსპერიმენტში შესრულებული სამუშაოებისა და მათ მიერ ინიცირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ.სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ბესიკ კეკელიამ ისაუბრა ცენტრის ახალგაზრდა მკვლევრების მიერ შემუშავებული 3D მოდელირების ისეთ მეთოდებზე, რომლებიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს რთული საინჟინრო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ობიექტების ვიზუალიზაცია სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით, მათ შორის კომპიუტერებზე, მობილურ მოწყობილობებსა და ვირტუალური რეალობის სათვალეში. ბესიკ კეკელიას თქმით, CERN-თან კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე ცენტრი ATLAS დეტექტორის 3D ვიზუალიზაციას მრავალპლატფორმიან ფორმატში ახორციელებს.აღნიშნულმა ტექნოლოგიამ ღონისძიების მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, იმის გათვალისწინებით, რომ მათ შესაძლებლობა მიეცათ, მოერგოთ სტუ-ის მკვლევრების მიერ შექმნილი 3D ვიზუალიზაციის სათვალე და CERN-ის ლაბირინთებში ემოგზაურათ.აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა - ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ქრისტინე მუსელიანმა და ვეტერინარიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თამარ ხობელიამ წარმოადგინეს მოხსენება თემაზე: „არაალკოჰოლური ფერმენტირებული წვენები: ტრადიციიდან თანამედროვე მეცნიერებამდე“. მათი კვლევის თანახმად, არაალკოჰოლური ფერმენტირებული წვენები აერთიანებს ჯანსაღი კვების, ბუნებრივი კონსერვაციისა და ეკოლოგიური მდგრადობის პრინციპებს. შერჩეული მიკროორგანიზმების -ძირითადად რძემჟავა ბაქტერიებისა და საფუვრების - კონტროლირებადი ფერმენტაციის შედეგად, პროდუქტი იძენს გაუმჯობესებულ კვებით და სენსორულ თვისებებს, იზრდება ვიტამინების, ანტიოქსიდანტებისა და ორგანული მჟავების ბიოშეღწევადობა, რაც აუმჯობესებს სასმელის კვებით ღირებულებასა და სტაბილურობას. მკვლევრების თქმით, ასეთი პროდუქტები ხელს უწყობს ეკოლოგიურ მდგრადობასა და ნარჩენების შემცირებას.ახალგაზრდა მეცნიერმა, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კახა მახარობლიძემ ისაუბრა თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მასალების როლზე მდგრადი და ხარისხიანი მშენებლობის განვითარებისათვის. თავის პრეზენტაციაში მან განიხილა ხელოვნური ინტელექტის, დრონების, BIM-ისა და Digital Twin-ის გამოყენება პროექტირების, მონიტორინგისა და მართვის პროცესებში, რაც ზრდის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას, ასევე, აღწერა თანამედროვე მასალები, როგორიცაა თვითაღდგენადი და თვითვიბრირებადი ბეტონი, კომპოზიტური არმატურა და ფასადის პანელები, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას, ენერგოეფექტურობას და პასუხობს გარემსდაცვით გამოწვევებს.სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტმა, საერთაშორისო ციფრული სააგენტო GoldenWeb-ის უფროსმა ექაუნთ მენეჯერმა ეკატერინე პაპავამ თემით - „AI ციფრულ მარკეტინგში: პრაქტიკა და ეთიკური გამოწვევები“, აუდიტორიას გაუზიარა რეალური შემთხვევის ანალიზი AI-ზე დაფუძნებული ტარგეტირების ეფექტურობის შესახებ, რომლებშიც აღინიშნა ცალკეული კომპანიების საინვესტიციო კაპიტალიდან მოგების (ROI) მნიშვნელოვანი ზრდა. მკვლევარმა განიხილა ხმის ამოცნობის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ტარგეტირების ტექნიკური არქიტექტურა, მრავალმოდალური სიგნალების ინტეგრაცია - ხმოვანი მონაცემები, გეოლოკაცია, ქცევითი ნიმუშები - და Proximity-Based ტარგეტირების მექანიზმები. როგორც ეკატერინე პაპავამ აღნიშნა, ამ ტექნოლოგიების კომერციული გამოყენება აუცილებელს ხდის კვლევითი ეთიკის ზედამხედველობის მექანიზმების კვლევას, მკაცრ კონტროლსა და სტანდარტების შემუშავებას. მკვლევარმა ნიმუშად მოიყვანა დოკუმენტირებული შემთხვევები წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების პრაქტიკიდან და წარმოადგინა 2025-2027 წლების პროგნოზები, რომლებიც მოიცავს რეალურ დროში ემოციის ამოცნობას ხმაში, სრული საუბრის კონტექსტის გაგებას და მულტიმოდალურ პროფილირებას სამიზნე აუდიტორიაზე წვდომის გაუმჯობესებისთვის, რაც აქტუალურ ეთიკურ საკითხებს აყენებს ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში.სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნიოვერსიტეტის ადმინისტრაციამ განსაკუთრებული მნიშვნელობის ინოვაციური კვლევებისთვის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრები და უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერები დააჯილდოვა.

ბოლო სიახლეები