შაბათი, ივლისი 19, 2025

ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული 15 წლის რომა გარდაიცვალა

ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. რომ 15 წლის იყო.

მიმდინარე წლის 28 მარტს, 15 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მიიღო თავის ტვინის მძიმე დაზიანება.

რამდენიმეთვიანი მკურნალობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

„სად მიდიხართ შვილო ამდენი ანგელოზი…უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.ანგელოზთა დასს შეუერთდა.უფალო გვაკმარე ამდენი დედის ცრემლი… უკვე გაუსაძლისია“,- წერენ კომენტარებში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება – ხალხი მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს და თავისუფალი არჩევნების გზით ოპოზიციურ პარტიებს მოგვანიჭებს მანდატს, რომ დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული სახელმწიფო

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე რვა პარტიამ ერთობლივი განცხადება გააკეთა.განცხადებაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში რვა პარტია იწყებს წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს.„ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს. ჩვენ, რვა პროდასავლური ძალა, არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის.ივანიშვილი კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით.რუსული რეჟიმის სრულ იზოლაციას აუცილებლად მოჰყვება მისი დემონტაჟი. შედეგად – მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს ხალხი და თავისუფალი არჩევნების გზით პოლიტიკურ პარტიებს მოგვანიჭებს იმის მანდატს, რომ დავასრულოთ ქაოსი და დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული ქართული სახელმწიფო.ჩვენი გამარჯვების გზა არის საზოგადოების ერთობა და რეჟიმთან ართანამშრომლობა, უწყეტი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაფართოება, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაზე ერთობლივი მუშაობის გააქტიურება.ამ ამოცანების შესასრულებლად უკვე ცხრა თვეა ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს – არ ვაღიარეთ პარლამენტად წოდებულ ფარს და უარი ვთქმვით მანდატებზე ; არ ვაღიარეთ საგამოძიებო კომისიად წოდებული ფარსი პირადი თავისუფლების ფასად. ვიმუშავეთ საერთაშორისო და საპროტესტო ჯგუფებთან, რომ მიგვეღწია რეჟიმის საერთასორისო იზოლაციისთვის.ამ ძალისხმევამ, ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტთან ერთად, რეჟიმი შეარყია და ივანიშვილის ბანდაში შიდა დაპირისპირებები გამოიწვია. იმისათვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა.სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხისგან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესებს და ენერგიას დაეფუძნოს“, – ნათქვამია რვა პარტიის განცხადებაში.

ილჰამ ალიევი – „აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე საერთაშორისო მართლმსაჯულებას მივმართავთ, შვიდი თვე გავიდა და რუსი მაღალჩინოსნებისგან პასუხი არ მიგვიღია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გეგმავს, მიმართოს საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემას „აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე.ამის შესახებ ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე ისაუბრა.„სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია რუსი მაღალჩინოსნებისგან რამე პასუხი თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შვიდი თვე გავიდა. ყველაფერი ნათელია. ჩვენ ვიცით, რა მოხდა და შეგვიძლია, დავამტკიცოთ ეს. რუსმა მაღალჩინოსნებმაც იციან, რა მოხდა. და, ჩნდება კითხვა: რატომ არ აკეთებენ იმას, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი მეზობელი? ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად ბუნებრივია, მოხდეს შემთხვევის აღიარება, როგორც დანაშაულის, დაისაჯონ ისინი, ვინც ჩამოაგდო ჩვენი თითმფრინავი და გადაუხადონ კომპენსაციები მხვერპლთა ოჯახებს, აანაზღაურონ თითმფრინავის დაკარგვა. ყველაფერი ნათელია, როგორც დღევანდელი ცა, თუმცა შვიდი თვის განმავლობაში პასუხი არ მიგვიღია. ჩვნი გენერალური პროკურორი რეგულარულად უგზავნის წერილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს. ყველა წერილს პასუხობენ, რომ გამოძიება გრძელდება. ჩვენ დაველოდებით, როდის დასრულდება გამოძიება, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამგვარად მოქმედება კონტრპროდუქტიულია. ამას არ დავივიწყებთ. ვაცნობებთ რუსულ მხარეს, რომ ვამზადებთ მასალებს, რათა საერთაშორისო მართლმსაჯულებას მივმართოთ. ვიცით, რომ ამას, შეიძლება, დრო დასჭირდეს. მალაიზიური ბოინგის საქმეს 10 წელზე მეტი დასჭირდა. 10 წელს დაველოდებით, თუმცა სამართალი უნდა იქნეს მიღწეული. ეს სიტუაცია არ უწყობს ხელს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნებია აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.მსვლელობას შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, აქციაზე დღეს იმყოფებიან საკრებულოების მოქმედი წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელთა მკაფიო პოზიციაა, რომ არ აპირებენ 4 ოქტომბრის „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობას.„აქ ჩვენი პარტიის მხრიდან აბსოლუტური უმრავლესობა არიან საკრებულოს წევრები, მოქმედი საკრებულოს დეპუტატები, რომლებსაც აქვთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი, რომ რუსულ სპეცოპერაციაში შესვლა 4 ოქტომბერს არის დაუშვებელი. იქ მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს, ამიტომ მათ აქვთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ამ პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა და ასეთი შეცდომის დაშვება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.ამასთან, ცისკარიშვილი ნეგატიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ „ლელომ“ და პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა.„ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ამ ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი სამართლიანი არჩევნები როცა ჩატარდება კონკურენტულ გარემოში, პოლიტპატიმრების გარეშე, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. სხვათა შორის, 5 ნომერიც სწორედ ამ მიზნით შევინარჩუნეთ, რადგან ჩვენი პოლიტიკური იდენტობის, ბრენდის ნაწილია. 5-იანით ვიასპარეზებთ შემდგომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, მაგრამ 4 ოქტომბერს რაც ტარდება, ამას არჩევნებს ვერ ვუწოდებთ, ეს არის სპეცოპერაცია და ძალიან ცუდს შვრებიან, თუ ამ სპეცოპერაციაში აპირებენ შეჰყვნენ ბიძინა ივანიშვილს და მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

რა უნდა გავითვალისწინოთ კონდიციონერის გამოყენების დროს

მაღალი ტემპერატურა, მწველი მზე ქუჩაში და ცხელი ჰაერი სახლში, ზაფხულში გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის. შესაბამისად, ზაფხულის ცხელ დღეებთან გამკლავებაში კონდიციონერი ძალიან გვეხმარება. ის დღესდღეობით კომფორტული გარემოს შექმნის აუცილებელ ელემენტად მოიაზრება. თუმცა, ჰაერის კონდიცირებას ყველა დადებით მხარესთან ერთად, შესაძლოა, ჩვენს კანზე გარკვეული უარყოფითი გავლენაც ჰქონდეს.ამ თემასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ნამდვილ ექიმებში" ისაუბრეს. როგორც ექიმების რეკომენდაციებიდან ირკვევა, კონდიციონერი იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. ასევე, როგორც კვლევები მიუთითებს, თუ კონდიციონერი მუდმივად არის ჩართული, მის მიერ გამომშრალი ჰაერი უტოლდება საჰარას სიმშრალეს.რაში მდგომარეობს მთავარი გამოწვევა და რა პრობლემები ექმნება ჩვენს კანს?კონდენსატი, ანუ წყალი შეკუმშული ჰაერის სისტემებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. კონდიციონერის მილიდან გადმოსული წყლის წვეთები, ოთახის ჰაერიდან გამოდევნილი ტენია. კონდიციონერის მუშაობის პერიოდში, მის გარეთა ნაწილს, 2 საათში 3 ლიტრამდე სითხის დაგროვება შეუძლია. ეს სწორედ ის წყალია, რომელიც ჩვენს ოთახში უჩინრად ჰაერში ცირკულირებს. გამოდევნილი წყლის რაოდენობა დამოკიდებულია კონდიციონერის სიმძლავრეზე, გასაგრილებელი ფართის ზომასა და ჰაერის ტენიანობაზე.ჰაერის იდეალური ტენიანობა 40-60% უნდა იყოს. ჰაერის გამაგრილებელი, რა თქმა უნდა, ვერ აკონტროლებს ჰაერის ტენიანობას ოთახში. შედეგად, გამომშრალი ჰაერი ჩვენი კანის ზედაპირს აშრობს. ამასთან, როდესაც გრილი ოთახიდან გარეთ, სიცხეში გავდივართ, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება დიდი სტრესია ჩვენი კანისთვის. ამ ყველაფრის გამო, კანი გაღიზიანებულია, გამომშრალია, იქერცლება, კარგავს ელასტიკურობას და ნაოჭები ჩნდება.კანი კონდიციონერის გავლით, უფრო მგრძნობიარე ხდება და ადამიანები, რომლებიც მუდმივად კონდიციონერით გაგრილებულ ოთახებში სხედან, უჩივიან აკნეს და სხვადასხვა ბაქტერიულ ინფექციებს. ამ ყველაფერს ემატება გამომშრალი ცხვირის ღრუ და ხველა. თუ ადამიანს კანის ქრონიკული დაავადებები აწუხებს, როგორიც არის დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი და სხვა, რასაც ემატება სიცივისა და სიცხის მკვეთრი მონაცვლეობა, აუცილებლად გაუარესდება თქვენი კანის მდგომარეობა.რა მოვიმოქმედოთ?ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დავლიოთ იმაზე მეტი წყალი, ვიდრე ვსვამთ, კანი კარგად უნდა დავიტენიანოთ, მივირთვათ ხილი, რომელიც შეგვივსებს სითხის დეფიციტს და შეგვავსებს მინერალებითა თუ ვიტამინებით. ასევე, აუცილებელია ოთახში იყოს დამატენიანებელი აპარატი, რომელიც შეავსებს იმ დაკარგულს წყალს, რასაც კონდიციონერი "იპარავს" ჩვენი ოთახიდან. მნიშვნელოვანია მოვერიდოთ ცხელ შხაპს, რადგან ის უფრო აშრობს ჩვენს კანს. სასურველია ოთახში შენარჩუნებული იყოს 20-22 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა.

ევროპარლამენტი – საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს

საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს, – ამის შესახებ ევროპარლამენტი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ევროპარლამენტი აღნიშნავს, საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე.„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის თავის ავტორიტარულ კურსს. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, რომ მისი გზა ევროკავშირისკენ ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე“, – წერს ევროპარლამენტი. 

ბოლო სიახლეები