მამა საბა ჭიკაიძე მიმართვას ავრცელებს:
„ჩემი ფეისბუქ მეგობრების საყურადღებოდ!!! ვიღაცამ როგორც ჩანს გატეხა ჩემი “ექაუნთი” და დაფიქსირდა ჩემი სახელით საჯაროდ დადებული გარკვეული ტექსტი ერთ-ერთი ჩემი მეგობრის გვერდზე, რომელიც მე არ დამიწერია. ყველას გთხოვთ, თუ რამე მსგავსი მოხდა ჩემი სახელით, იცოდეთ, რომ მე არ ვარ.
სჯობს გადმომირეკოთ და დააზუსტოთ ჩემთან. ისიც იცოდეთ, რომ არსებობს ჩემი ყალბი გვერდიც , რომელსაც იგივე ფოტო ადევს პროფილზე. ამასობაში ვეცდები ზომები მივიღო და გავარკვიო ვინ ცდილობს ჩემს მტრობას. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება პირადი შეტყობინებაც მიიღოთ და ისიც აუცილებლად გადაამოწმეთ ჩემთან. თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს. ღმერთმა დაგლოცოთ“,- წერს მამა საბა.

