მონაწილე ვიყავი მაშინდელი დარბევის და კითხვები მქონდა ბატონ გახარიასთან, ოღონდ მაშინ მქონდა კითხვები, – განაცხადა პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„დღეს რომ გახარიას პარტიის წევრები არიან, ისინი მაშინ კითხვებს არ სვამდნენ, თვალები რომ დათხარეს პატრიოტებს. დღეს კითხვები მაქვს უკვე ხელისუფლებასთან. იმიტომ, რომ პარადოქსია ასეთი ცინიზმი, რაც დღეს მოხდა. დღეს აღარ მაქვს ეს კითხვები, მართლა არ მაქვს ახლა გახარიასთან კითხვები, ახლა მაქვს ხელისუფლებასთან. იმიტომ, რომ ის დააწინაურეს. იმ საქციელის გამო, რაც მან ჩაიდინა, ხელისუფლებამ ის პირველ პირად დანიშნა, პრემიერ-მინისტრად, მას შემდეგ, რაც ეს დანაშაული მოხდა. იყო დათვის ტყვიების გამოყენება და ასე შემდეგ. ამიტომ, ასეთი რაღაცები მიმაჩნია უბრალოდ დაცინვად და სახელმწიფოებრიობის აბუჩად აგდებად ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა ჩარკვიანმა.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა ხელისუფლების არგუმენტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას ხელახლა დაავალა გამოძიების ჩატარება 2024 წლის მაისის გადაწყვეტილებით და ამ გამოძიების, საგამოძიებო ექსპერიმენტების შემდეგ ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რაზეც თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურად არასდროს არ უწევს ანგარიშს არცერთ დასავლურ ინსტიტუციას და ოპოზიციას, შეიძლება, დასჭირებოდა და მართლებიც იყვნენ, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა დასჭირებოდა ეს არგუმენტი, რაც ახლა მოჰყავთ.
„დასავლეთის ინსტიტუციებს ისინი ანგარიშს არ უწევენ. მაინტერესებს, კითხვები მაქვს, იმ საქციელის გამო რატომ დააწინაურეს მაშინ გახარია? პირველ პირად აქციეს ის ადამიანი და ეს ისეთი ნონსენსია, ისეთი პარადოქსია, რომ, შეურაცხყოფის გარდა, არაფერს არ იწვევს. ამიტომ ვამბობ, რომ უკვე მეც კი, ვისაც ძალიან ცუდი განწყობა მაქვს, ზოგადად, გახარიას მიმართ, თავს ვაძლევ უფლებას, ვთქვა, რომ დიახ, ეს პოლიტიკურია უკვე დღეს. იმიტომ, რომ მანამდე ხელისუფლებას ეს აქვს გაკეთებული“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
„მე ყოველთვის ვხედავდი, მაშინ როდესაც სხვები ვერ ხედავდნენ. მე, ზოგადად, ამ პარტიისგან არაფერი არ მიკვირს, მაგრამ დღეს „ლელოს“ არაერთი წარმომადგენლის გამოსვლა მოვისმინე და გამიკვირდა. ისინი პარტნიორები არიან, ერთად გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ლეგიტიმაცია შეუქმნეს იმ ხელისუფლებას, რომლის მიმართაც უკვე ყველას პრეტენზიები გვაქვს და დღეს, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გახარიას წინააღმდეგ, უცებ გამოაცხადეს, რომ მათაც აქვთ თურმე კითხვები. მე არ მომისმენია „ლელოსგან“ გახარიას მიმართ კითხვები. მე სულ მქონდა ეს კითხვები, სულ მქონდა, რადგან ეს იყო საზიზღრობა, რაც მაშინ მოხდა, მაგრამ დღეს ვწყვეტ ამ შეკითხვებს და დღეს კითხვებს მხოლოდ ხელისუფლებას ვუსვამ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანმა ასევე განაცხადა, რომ გახარიას პარტიის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მის წევრებს კი კითხვები არ აქვთ და ხელისუფლებას ლეგიტიმაცია შეუქმნეს.
„ეს, იცით, რა არის? რასაც მე ვამბობდი მუდამ და მივმართავდი, რომ ეს მოძრაობები და თამაშ-თამაშით რაღაც გარიგებები, რომ ჩვენ შემოვალთ და ხელისუფლება ხელს არ გვახლებს, არ არის ნამდვილი ბრძოლა. გულწრფელი ბრძოლა, იცით, როდის არის? როდესაც ხელისუფალს ეუბნები, მე შენთან პრეტენზია მაქვს, აი, ამაზე, მე შენთან პრეტენზია მაქვს კორუფციაზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

