ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხლისუფლების განათლების მინისტრი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე: ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან სულ ახალი წასული იყო, როცა მივედი და ვუთხარი – ავტორიტეტი გაქვს, შექმენი პარტია და გვერდით დაგიდგებით-მეთქი! იცით, რა მითხრა? – მე ბიძინა ივანიშვილის გაზრდილი ვარ, ვერ ვუღალატებ და მაგის წინააღმდეგ ვერ გავილაშქრებ, ამ ნაბიჯს არავითარ შემთხვევაში არ გადავდგამო! დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ირაკლი დღესაც ასე ფიქრობს!
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

