კვირა, ივლისი 20, 2025

აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან

აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნებია აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

მსვლელობას შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, აქციაზე დღეს იმყოფებიან საკრებულოების მოქმედი წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელთა მკაფიო პოზიციაა, რომ არ აპირებენ 4 ოქტომბრის „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობას.

„აქ ჩვენი პარტიის მხრიდან აბსოლუტური უმრავლესობა არიან საკრებულოს წევრები, მოქმედი საკრებულოს დეპუტატები, რომლებსაც აქვთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი, რომ რუსულ სპეცოპერაციაში შესვლა 4 ოქტომბერს არის დაუშვებელი. იქ მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს, ამიტომ მათ აქვთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ამ პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა და ასეთი შეცდომის დაშვება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამასთან, ცისკარიშვილი ნეგატიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ „ლელომ“ და პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა.

„ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ამ ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი სამართლიანი არჩევნები როცა ჩატარდება კონკურენტულ გარემოში, პოლიტპატიმრების გარეშე, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. სხვათა შორის, 5 ნომერიც სწორედ ამ მიზნით შევინარჩუნეთ, რადგან ჩვენი პოლიტიკური იდენტობის, ბრენდის ნაწილია. 5-იანით ვიასპარეზებთ შემდგომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, მაგრამ 4 ოქტომბერს რაც ტარდება, ამას არჩევნებს ვერ ვუწოდებთ, ეს არის სპეცოპერაცია და ძალიან ცუდს შვრებიან, თუ ამ სპეცოპერაციაში აპირებენ შეჰყვნენ ბიძინა ივანიშვილს და მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

67 გარდაცვლილი და 300 დაშავებული – პაკისტანში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან

67 გარდაცვლილი და 300 დაშავებული - პაკისტანში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან. შემთხვევა პენჯაბის პროვინციაში მოხდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია ამ დრომდე შეფერხებით მიეწოდება.სტიქიის ზონის მიმდებარე რაიონებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით, დატბორილი სახლების გაწმენდა და შეკეთება დაიწყო. ადგილობრივების განცხადებით, მათ ჯერ ხელისუფლების მხრიდან არანაირი დახმარება არ მიუღიათ.წყლის დონე ზოგიერთ რაიონში 9 ფუტს აჭარბებდა, რამაც ევაკუაციის აუცილებლობა შექმნა. წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზარალა ადგილობრივი ბიზნესიც.ბოლო პერიოდში, ძლიერი წვიმის გამო, სტიქიას ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე, 159 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უხვმა ნალექმა, წყალდიდობები და ინფრასტრუქტურის ნგრევა გამოიწვია . უმეტეს შემთხვევაში, ტრაგედიების მიზეზი, სუსტი კონსტრუქციის სახლებში სახურავების ჩამონგრევა გახდა.ამ დროისთვის, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალისტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. სტიქიის ერთ-ერთ მიზეზად კი, უხვ ნალექთან ერთად, არაეფექტური სანიაღვრე ინფრასტრუქტურასაც ასახელებენ.

აკაკი ბობოხიძე – საქართველოს ჰყავს ეპისკოპოსები, რომლებიც ოკუპანტის მხარეს არიან, დღეს საქართველოს ხელისუფლება მითვისებული აქვს ჯგუფს, რომელიც ოკუპანტის მხარესაა

დღეს, როცა გაერთიანებული ევროპა ელოდება საქართველოს თანაბარ პარტნიორად თავიანთ რიგებში, საქართველოს ჰყავს ეპისკოპოსები, რომლებიც ოკუპანტის მხარეს არიან, დღეს საქართველოს ხელისუფლება მითვისებული აქვს ჯგუფს, რომელიც ოკუპანტის მხარესაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს დღეს მართავს მტერი და აშორებს მთავარ მიზანს.„საქართველო ისე ახლოს არასდროს ყოფილა თავისი ოცნების ახდენასთან, როგორც დღეს. სულხან-საბა ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, გული გაუსკდებოდა. დღეს, როცა მთელი ევროპა, გაერთიანებული ევროპა ელოდება საქართველოს თანაბარ პარტნიორად თავიანთ რიგებში, საქართველოს ჰყავს ეპისკოპოსები, რომლებიც ოკუპანტის მხარეს არიან, დღეს საქართველოს ხელისუფლება მითვისებული აქვს ჯგუფს, რომელიც ოკუპანტის მხარესაა. დღეს საქართველოს მართავს მტერი და გვაშორებს მთავარ მიზანს. „ომი გიქნიათო, გივარგილ, ომი ვქენითო დედფალ; წაგიგიათო ომი გივარგილ, – წავაგეთ ომი დედფალ; მაშ, რაღა აზრი ჰქონდა ბრძოლას გივარგილ? ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“. წაგებულ ომში თუ ბრძოლას აქვს აზრი, როგორ შეიძლება, დღეს ბრძოლას არ ჰქონდეს აზრი, როცა გამარჯვება ასე ახლოს არის. ეს გამარჯვება არის გარდაუვალი, რადგან ჩვენთან არის სიმართლე და ქართველი ხალხი, ჩვენთან არის ცივილიზებული მსოფლიოს მხარდაჭერა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ლაშა გურულმა „უემბლის“ სტადიონზე ჯეიმს ფრენსისი დაამარცხა

ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში თავისი მეორე ბრძოლა ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ბრიტანელ ჯეიმს ფრენსითან ჩაატარა და მეოთხე რაუნდში მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.28 წლის ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში თავისი პირველი ბრძოლა მარტში ქალაქ რუსთავში გამართულ Martlab boxing promotion-ის ღონისძიებაზე ჩაატარა და განელ ბერნარდ აბეის სძლია.შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოკრივემ 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ილჰამ ალიევი – მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე

მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.ილჰამ ალიევმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანზიტული როლის მნიშვნელობაზე.„რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, ეს არტერიაა, რომელიც  დააკავშირებს მრავალ ქვეყანას, და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ სარკინიგზო თუ საავტომობილო გზით გადაზიდვების განხორციელების აუცილებლობაზე, საუბარი არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებაზე, საუბარია საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანზე. ჩვენ აქტიურად ვდებთ ინვესტიციებს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში. ბოლო წლებში ჩადებულია მილიარდობით დოლარი, აშენებულია კასპიის ზღვაზე უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო პორტი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ მის გაფართოებაზე. აშენებულია რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან აკავშირებს საქართველოს ტერიტორიის გავლით. იზრდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა იმის შედეგად, რომ არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ასევე მიმდინარეობს გაციფრულების პროცესი, ხდება საბაჟო ადმინისტრირების გამარტივება, თუმცა ასევე ეს დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან, როდესაც სხვა სატრანზიტო გზები ხდება უფრო პრობლემატური. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზანგეზურის დერეფნის პოტენციალს ვაფასებთ საწყისს ეტაპზე 15 მილიონი ტონა ტვირთის მოცულობით. ჩვენ პრაქტიკულად ვასრულებთ რკინიგზის მშენებლობას სომხეთთან და ირანთან ჩვენს საზღვრამდე და ალბათ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე, ამ გზის აზერბაიჯანული ნაწილი აშენებული იქნება“, – განაცხადა ალიევმა.ალიევის თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება ტვირთების ტრანზიტი ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით. შენდება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთის რკინიგზა კასპიის ზღვაზე გავლით.„ხედავთ, რამხელა ნაკადები უკვე მოდის და წამოვა ჩვენი მიმართულებით. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები ბაქოს პორტში, არამედ ასევე გადავამისამართოთ ისინი საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდგომ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე და ზანგეზურის გავლით, რომელიც ასევე იქნება მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი“, – განაცხადა ალიევმა.აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სომხურ მხარეს არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა. ალიევი აცხადებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება.„ისინი თუ გააგრძელებენ მომავალშიც ამ პროცესის დაბლოკვას, აღმოჩნდებიან არა მხოლოდ სატრანსპორტო იზოლაციაში, რომელშიც დღეს იმყოფებიან, არამედ, გარკვეულწილად, პოლიტიკურ იზოლაციაშიც“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება – ხალხი მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს და თავისუფალი არჩევნების გზით ოპოზიციურ პარტიებს მოგვანიჭებს მანდატს, რომ დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული სახელმწიფო

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე რვა პარტიამ ერთობლივი განცხადება გააკეთა.განცხადებაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში რვა პარტია იწყებს წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს.„ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს. ჩვენ, რვა პროდასავლური ძალა, არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის.ივანიშვილი კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით.რუსული რეჟიმის სრულ იზოლაციას აუცილებლად მოჰყვება მისი დემონტაჟი. შედეგად – მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს ხალხი და თავისუფალი არჩევნების გზით პოლიტიკურ პარტიებს მოგვანიჭებს იმის მანდატს, რომ დავასრულოთ ქაოსი და დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული ქართული სახელმწიფო.ჩვენი გამარჯვების გზა არის საზოგადოების ერთობა და რეჟიმთან ართანამშრომლობა, უწყეტი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაფართოება, რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაზე ერთობლივი მუშაობის გააქტიურება.ამ ამოცანების შესასრულებლად უკვე ცხრა თვეა ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს – არ ვაღიარეთ პარლამენტად წოდებულ ფარს და უარი ვთქმვით მანდატებზე ; არ ვაღიარეთ საგამოძიებო კომისიად წოდებული ფარსი პირადი თავისუფლების ფასად. ვიმუშავეთ საერთაშორისო და საპროტესტო ჯგუფებთან, რომ მიგვეღწია რეჟიმის საერთასორისო იზოლაციისთვის.ამ ძალისხმევამ, ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტთან ერთად, რეჟიმი შეარყია და ივანიშვილის ბანდაში შიდა დაპირისპირებები გამოიწვია. იმისათვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა.სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხისგან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესებს და ენერგიას დაეფუძნოს“, – ნათქვამია რვა პარტიის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები