ხუთშაბათი, დეკემბერი 12, 2024

წყალი 24 საათით შეწყდება – ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიის 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალური ქსელის მონიტორიგის შედეგად მოხდა ორი ამორტიზებული მონაკვეთის იდენტიფიცირება და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა.

რეაბილიტაციის მასშტაბიდან გამომდინარე, ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები ორივე ლოკაციაზე პარალელურად, 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ – ფარნავაზ მეფის გამზირზე ახლით შეიცვლება 24 მეტრი სიგრძის მაგისტრალური მილი, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე განახლდება ქსელის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 8 ნოემბრის 01:00 საათიდან 9 ნოემბრის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ.ელიავას, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, მიქელაძის, ვ.გაბაშვილის, ავალიშვილის, წყნეთის ყაზბეგის გამზირის ნაწილს, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ერისთავის და ნაფარეულის, ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს; კოსტავას ქუჩის ნაწილს, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, იყალთოს, ჩიქოვანის, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მიროტაძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის ქუჩებს, შანხაის დასახლებას, ჟვანიასა და 26 მაისის მოედნებს, ისაკაძის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ოდესის, გელოვანის, სხირტლაძის, ზემო ვეძისის, ცინცაძის, ცაგარელის, საირმის, გამრეკელის, ბაგრატიონის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, თამარაშვილის, ქუთათელის, ოდიშელიძის, აფაქიძის, ხვიჩიას, კვერნაძის, ბენდელიანის, ჩხეიძე ქუჩებს, ბობ უოლშის, ნასიძისა და მიმდებარე ქუჩებს; უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, როსტევანის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ცამეტი ასურელის, დავარის, ფარნავაზ მეფის, და მიმდებარე ქუჩებს;

მთაწმინდის რაიონში: პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ბოცვაძის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მელიქიშვილის ქუჩებს, კოსტავას I შესახვევს, კოსტავას II შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, შანიძეს, ბაქრაძის, რჩეულიშვილის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილების, გუდიაშვილის, ფურცელაძის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, თავისიფლების მოედანს, ვაჩნაძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, რ. ლაღიძის, კ. მესხის, ს. მესხის, მთაწმინდის, ყიფიანის, არსენას, ქიქოძეს, შევჩენკოს, ინგოროყვას, ჭიჭინაძის, ვ. აბაშიძის, ჭონქაძის, ამაღლების, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის, ხოშტარიას, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ოქროყანის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს. სანაპიროს, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს; ოქროყანას.

კრწანისის რაიონში: პურის მოედანს, ღვინისა აღმართს, გულუას, პუშკინის, აბესაძის, საიათნივას, ხანძთელის, იერუსალიმის, ლ.ასათიანის, ბეთლემის, აჯიაშვილის, გომის, ჯიბლაძის, თუმანიანის, გორგასლის, აბო თბილელის, აბანოსა და მიმდებარე ქუჩებს; კოტე აფხაზის, ორთაჭალისა და გრიშაშვილის ქუჩების ნაწილს, ონისა და ჯვარედინის ქუჩებს და შესახვევებს;

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩა N2-18; N1-21; უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის, დისევის და ლუბლიანას ქუჩებს, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის შეს. N12, ბელიაშვილის ქუჩა N40, ბელიაშვილის მე- 2 ჩიხს, ქუჩას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ლაშა იყო ერთი უბრალო და გულიანი ბიჭი, უყვარდა ფოტოების გადაღება…“ – რა ინფორმაცია ვრცელდება მეტროში დაღუპულ ახალგაზრდაზე

მეტროში დაღუპული ახალგაზრდა ბიჭი, ლაშა ამირეზაშვილია. ის ადრე ფოტოგრაფი იყო და ძალიან უყვარდა ბუნების პეიზაჟების გადაღება. 30 წლის ბიჭი გუშინ მეტროში ჩააგდეს, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. „ლაშა იყო ერთი უბრალო და გულიანი ბიჭი, უყვარდა ფოტოების გადაღება, განსაკუთრებით ბუნებას უღებდა“,- ამბობს ლაშას ახლობელი. „უბრალო გულიანი ბიჭი იყავი... მშვიდობით, ამირეზ...“ „ლაშა როგორ დაგვწყვიტე გული“,- წერენ სოცქსელში. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანმა, რომელმაც ლაშას ხელი ჰკრა, მას არ იცნობდა.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება – რა ვითარებაა ადგილზე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ტერიტორიაზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო პიროტექნიკის გამოყენების ერთეული შემთხვევები, თუმცა ამას ადგილზე ვითარება არ დაუძაბავს. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც დემონსტრანტები პარლამენტის რკინის ჯებირს უბრახუნებდნენ, თუმცა არც ამ შემთხვევას მოჰყოლია რაიმე ინციდენტი. ადგილზე არ შეიმჩნევა საპოლიციო ძალების განსაკუთრებულ მობილიზება. აქციის მონაწილეები იმყოფებიან, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წინ, ასევე რუსთაველის თეატრისა და სასტუმრო "მერიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე. პროტესტის მე-14 დღე მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს.

ავსტრალიაში ლაბორატორიიდან გაუჩინარდა ასობით ფლაკონი, რომელიც შეიცავს მომაკვდინებელი ვირუსების ნიმუშებს

ავსტრალიის სამედიცინო ლაბორატორიიდან სასიკვდილო ვირუსების შემცველი ასობით ფლაკონი გაუჩინარდა. ამის შესახებ Newsweek წერს. სულ 325 ფლაკონი განადგურდა ან ამოიღეს უსაფრთხო საცავიდან, მათ შორის 223 ფლაკონი შეიცავს ლიზავირუსის პათოგენს, რომელსაც აქვს თითქმის 100% სიკვდილიანობა და არ იკურნება. თუმცა, ადამიანები თითქმის არასოდეს ავადდებიან ამ ვირუსით. ასევე დაიკარგა ჰენდრას ვირუსის 100 ფლაკონი, რომელიც ცხენებიდან ადამიანზე გადადის და შემთხვევათა 57%-ში ფატალურია, ასევე ჰანტავირუსის ორი ფლაკონი, რომელიც წარმოშობილია ვირთხებიდან და 38%-ში ფატალურია. დაკარგული ნიმუშების შესახებ გამოაცხადა კვინსლენდის ჯანდაცვის მინისტრმა ტიმ ნიკოლსმა. მისი თქმით, ეს მოხდა 2021 წელს ბიოლოგიური უსაფრთხოების პროტოკოლების სერიოზული დარღვევის შედეგად, მაგრამ დანაკარგი მხოლოდ 2023 წლის აგვისტოში აღმოაჩინეს. თუმცა, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ნიმუშები არ არის მოპარული. დაკარგვის სავარაუდო მიზეზი იყო გადაუდებელი შემთხვევა - საყინულეს ავარია, რომელშიც ისინი ინახებოდა.

თეა წულუკიანი – ეს ხელისუფლება არსად მიდის, მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა, ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი, ეს უნდა იყოს შანტაჟისგან...

ჩვენმა ხელისუფლებამ არასად არ გადაუხვია, რადგან თუ სადღაც გადაუხვია, ე.ი. სადღაც სხვაგან წავიდა. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისკენ წავიდა, მაშინ ვიღაცამ უნდა დადოს ფაქტი, რას ნიშნავს ეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. „თუ ამბობენ, რომ გადავუხვიეთ ევროპის ინტეგრაციის გზას, მაშინ არგუმენტი. ინტეგრაცია შეჩერდა თუ არა საქართველოს მხრიდან, ამას ვერ დაადგენს ბატონი ჰერჩინსკი, ამას ამბობს საქართველოს პირველი პირი, რომელიც არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა და გასაგებ ქართულ ენაზე, რომ ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანა დამშვიდდეს, რომ შევწყვიტოთ შანტაჟის ჯაჭვი“, – აღნიშნა წულუკიანმა. თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს შანტაჟის ენით საუბარი საქართველოსთან და დაიწყოს საქმიანი დისკუსია. „ყველგან არის ის, თუ რა პირობებში ამყოფებდა ევროკავშირი ჩვენს ხელისუფლებას. მუდმივი შანტაჟისა და წნეხის ქვეშ. დაახლოებით ისეთის, რომელსაც მე ვეძახი „აცე ვიროს პრინციპს“. „აცე ვირო და მოგცემ , პატარა თივას ჩაგიდებ პირში“. შესაბამისად, ეს „აცე ვიროს“ შანტაჟი უნდა შემწყდარიყო, რაღა ჩვენსა და ევროკავშირს შორის დისკუსია გადასულიყო საქართველოსთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებისთვის საუკეთესო გზაზე. ეს ხელისუფლება არსად არ მიდის იმიტომ, რომ მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა. ამიტომ ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი და ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი, საქმიანი დისკუსია. ამიტომაც ითქვა ის, რაც ითქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა თქვა და ასეც იქნება, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანა შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მოამზადებს.

მკვლელობა მეტროში – ცნობილია პირის ვინაობა, რომელმაც ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა და ლიანდაგში ჩააგდო

მეტროსადგურში 30 წლის ახალგაზრდას ერთ-ერთმა მგზავრმა, მოულოდნელად, ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო. ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. დანაშაული მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილი ბაქანზე იდგა და მატარებელს ელოდებოდა. მოულოდნელად, მასთან უცნობი პირი მივიდა და ხელი ჰკრა. მგზავრები ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა ამირეზაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავების ღონისძიება "კურიერმა" გადაიღო. პოლიციამ მამაკაცი მეტროსადგურიდან ხელბორკილებით გამოიყვანა. „კურიერის“ ინფორმაციით, ლაშა ამირეზაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 36 წლის ბექა მინდიაშვილია დაკავებული. ის ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა. ლაშა ამირეზაშვილის ცხედარი გუშინ, გვიან ღამით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს, დღეს კი ახალგაზრდა მამაკაცს მშობლიურ სოფელში გლოვობენ. "კურიერის" ინფორმაციით, ამირეზაშვილი ზემო ხანდაკში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თბილისში კი სამუშაოდ, მკვლელობამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდა. რა გახდა დანაშაულის მოტივი, ჯერ უცნობია. არ არის გამორიცხული, სასამართლოში, მკვლელობის ვერსიაზე თავად ბექა მინდიაშვილმა ისაუბროს. ხვალ, მოსამართლე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ბოლო სიახლეები