შაბათი, დეკემბერი 6, 2025

„წამებში, შეცვლილი ცხოვრება“ – ფოტო, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 317-მე გაიზარდა. ინდური მედიის თანახმად, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში მყოფი ერთი ადამიანი გადარჩა.

მედიაში აქტიურად ვრცელდება ისტორია ინდოელ პრატიკ ჯოშსა და მის ოჯახზე, რომლებიც ლონდონში მიფრინავდნენ.

„დოქტორი პრატიკ ჯოში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. ის დიდი ხანია ოცნებობდა უკეთესი მომავლის აშენებაზე მეუღლისა და მათი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ინდოეთში დარჩნენ.
წლების განმავლობაში დაგეგმვის, საბუთების მოწესრიგებისა და მოთმინების შემდეგ, ეს ოცნება საბოლოოდ ახდა. სულ რაღაც ორი დღის წინ, მისმა მეუღლემ, დოქტორმა კომი ვიასმა, ასევე სამედიცინო პროფესიონალმა, ინდოეთში სამსახური დატოვა. ჩემოდნები ჩაალაგეს, დაემშვიდობნენ ინდოეთს.

დღეს დილით, ხუთივე მათგანი, იმედით, აღელვებითა და გეგმებით სავსე, ლონდონში მიმავალი Air India-ს 171-ე რეისით მგზავრობდნენ. ეს სელფი გადაიღეს და ნათესავებს გაუგზავნეს. ცალმხრივი მოგზაურობა ახალი ცხოვრების დასაწყებად იყო.

მაგრამ… თვითმფრინავი ჩამოვარდა. ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩა. რამდენიმე წამში, ოცნებებით სავსე ცხოვრება ფერფლად იქცა. სასტიკი შეხსენებაა, რომ ცხოვრება საშინლად მყიფეა. ყველაფერი, რასაც აშენებ, ყველაფერი, რისი იმედიც გაქვს, ყველაფერი, რაც გიყვარს, ყველაფერი ძაფზე ჰკიდია. ასე რომ, სანამ შეგიძლია, იცხოვრე, გიყვარდეს და ნუ დაელოდები ხვალინდელი ბედნიერების დაწყებას“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ავიაკომპანია „ეარ ინდიას“ კუთვნილი თვითმფრინავი აჰმედაბადის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ლონდონში მიფრინავდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლიზ ტრასი – თქვენ უნდა უყურებდეთ „ბიბისის“ ყალბ ამბებს ან ილონ მასკის მარსის მისიაზე ცხოვრობდეთ, რომ არ იცოდეთ, ბრიტანეთი ჯოჯოხეთში ეტლით მიდის

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლიზ ტრასის შოუს პირველ გამოშვებაში. თქვენ უნდა უყურებდეთ „ბიბისის“ ყალბ ამბებს ან ილონ მასკის მარსის მისიაზე ცხოვრობდეთ, რომ არ იცოდეთ, ბრიტანეთი ჯოჯოხეთში ეტლით მიდის, – ასე დაიწყო მონოლოგი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საავტორო შოუს პირველ ეპიზოდში.ლიზ ტრასის განცხადებით, მას მცდელობა ჰქონდა, ქვეყანა 2022 წელს სწორ გზაზე დაეყენებინა.„კონკრეტული პრემიერ-მინისტრის მამაცი ძალისხმევის მიუხედავად, 2022 წელს საქმეები სწორ გზაზე დაეყენებინა, ამ ქვეყანას, როგორც ჩანს, სიკვდილის სურვილი აქვს. ჩვენი ეკონომიკა კრიზისშია. ინდუსტრიული ქალაქები ყველაზე უარეს მდგომარეობაშია, რაც კი აქამდე ყოფილა. ბრიტანეთის ოდესღაც ამაყი ინდუსტრიის უკანასკნელი ნაშთები, ფოლადის ქალაქები, ქარხნების ქალაქები, მანქანების ქალაქები ეკოფანატიკოსების გამო ნადგურდება“, – აცხადებს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.ლიზ ტრასმა და მისი საავტორო გადაცემის სტუმრებმა შოუს პირველ ეპიზოდში დიდი ბრიტანეთი ეკონომიკური და სოციალური ვარდნის წინაშე მდგომ ქვეყნად წარმოაჩინეს. ეპიზოდში ხაზი გაესვა ეკონომიკურ სტაგნაციას, დამოუკიდებელი ბიზნესის პრობლემებს, ასევე საჯარო სამსახურებსა და პოლიციაზე ზეწოლას.ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საავტორო შოუ „იუთუბზე“ დაიწყო. ტრასის თქმით, სურს, ეს გადაცემა „კონტრრევოლუციის სახლი“ გახდეს. გადაცემა ამერიკელი ჟურნალისტის, ჯონ სოლომონის ქსელთან, Just the News-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ეპიზოდები ყოველკვირეული იქნება.ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში პრემიერ-მინისტრის პოსტს ყველაზე მოკლე ვადით იკავებდა. მან თანამდებობაზე მხოლოდ 49 დღე გაატარა და წარუმატებელი ეკონომიკური რეფორმის გამო გადადგა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ლიზ ტრასმა დაწერა მემუარები, რომელშიც ეკონომიკურ პრობლემებში ინგლისის ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისი დაადანაშაულა.

გურამ მაჭარაშვილი – ჩვენ ვამბობდით, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მაშინდელი ელჩის მეშვეობით პირდაპირ ერეოდა საქართველოს საქმეებში, უილკერსონის მონაყოლი ამის დასტურია

ჩვენ ვსაუბრობდით, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია, აქაური ელჩის მეშვეობით, პირდაპირ მოქმედებდა ისე, რასაც ახლა ბატონი უილკერსონი საუბრობს. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო ეს ადამიანი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.მაჭარაშვილმა შეაფასა აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის და 2001-2005 წლებში სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ლოურენს უილკერსონის განცხადება: „ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, გაზეთებს, ტელევიზიებს, ზოგადად, ვყიდულობდით კომუნიკატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ მათ ეს არ იცოდნენ. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებული ვიყავით“.„მას ვერავინ ვერ დაადანაშაულებს, რომ ის რიგითი ამერიკელი ან რიგითი საჯარო მოხელე იყო, უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, რომელიც, რა თქმა უნდა, უშუალოდ მონაწილეობდა ამ პროცესებში. ის რასაც ახლა აღწერს, ეს ნიშნავს, რომ ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია პირდაპირ ერეოდა სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს შიდა საქმეებში. მინდა, გავახსენო საზოგადოებას ჩვენი წერილები, სადაც საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია აქაური ელჩის მეშვეობით პირდაპირ ერეოდა საქართველოს საქმეებში, არა მარტო ერეოდა, არამედ პირდაპირ გვეუბნებოდა, რა კანონიც იქნებოდა საჭირო, ის უნდა მიგვეღო, რა კანონსაც გვეუბნებოდნენ, ის უნდა გაგვეუქმებინა და რასაც იტყოდნენ, ის უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, რომ ეს არ იყო პარტნიორული ურთიერთობა, ეს იყო პირდაპირი ჩარევა საქართველოს საქმეებში და ერთგვარი ეგზარქოსის და მეფისნაცვლის ფუნქციებს ასრულებდა აშშ-ის მაშინდელი ელჩი. რითი განსხვავდება ახლა ბატონი უილკერსონის ეს მონაყოლი ჩვენი წერილებისგან? მხოლოდ და მხოლოდ დასტურია. წარმოიდგინეთ, პირდაპირ ეთერში საჯაროდ ადასტურებს ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსანი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ტოკიოს გრანდ სლემის პირველ დღეს ექვსი ქართველი იჭიდავებს

6 დეკემბერს იაპონიაში ძიუდოს მსოფლიო ტურის 2025 წლის ბოლო ტურნირი, ტოკიოს გრანდ სლემი დაიწყება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პერსტიჟულ შეჯიბრებად ითვლება.პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა შორის 90, 100 და +100 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ქალებში კი – 48, 52, 57 და 63 კგ-ში.6 დეკემბერს საქართველოს სახელით ექვსი ძიუდოისტი იჭიდავებს:-90 კგ – გიორგი ჯაბნიაშვილი-100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი+100 კგ – ირაკლი დემეტრაშვილი-57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე-90 კგ 23-წლამდელთა შორის მოქმედი ევროპის ჩემპიონი გიორგი ჯაბნიაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს. მისი პირველი მეტოქე რუს ეგორ მალკინსა და პოლონელ პაველ დრზიმალს შორის გამარჯვებული იქნება.-100 კგ ილია სულამანიძე აღნიშნულ ტურნირზე პირველად გამოვა. სასტარტო დაპირისპირებაში ის იაპონელ ნოზომუ მიკისა და კორეელ იეუპ ჰანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამავე კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილი ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე შვედი კარლ ბათი იქნება.+100 კგ მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი პირველ წრეში ეგვიპტელ მოჰამედ აბორაკიას დაუპირისპირდება.-57 კგ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობას 1/8-ფინალიდან დაიწყებს, ის კორეელ შინსა და სლოვაკელ გაჯიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.ნახალგაზრდა ნინო ლოლაძე კი ასპარეზობაში 1/16-ფინალიდან ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე მონღოლი სოსორბარამ ლხაგვასურენი იქნება.ტოკიოს გრანდ სლემზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკის დაწყება კი 12:00 საათიდან არის დაგეგმილი.

მიხეილ სააკაშვილი – ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით

ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, გამარჯვებულებს ერთ კვირაში გამოავლენენ.„საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება (გავუგზავნით) ჩემი წიგნით, პირადი მიძღვნის ხელმოწერით. გამარჯვებულებს გამოვავლენთ ერთ კვირაში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

BBC-ის ფილმთან დაკავშირებით, სუსში, ვახტანგ გომელაური და ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს

BBC-ის ფილმთან დაკავშირებით სუსში შს ყოფილი მინისტრი და ვახტანგ გომელაური და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს.BBC-ის ფილმში საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ბოლო სიახლეები