ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026

შალვა პაპუაშვილი – ხალხი ოპოზიციურ პარტიებს მანდატს არასდროს მისცემს, საკუთარ თავს განაჩენი მაშინ გამოუტანეს, როდესაც ხელი მოაწერეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას

ქართველი ხალხი ამ პარტიებს მანდატს არასდროს მისცემს, მათ განაჩენი საკუთარ თავს მაშინ გამოუტანეს, როდესაც ხელი მოაწერეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, იქნება ეს დაფინანსება, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, ოპოზიცია სრულად ჩამოკიდებულია უცხო ძალებზე.

„უკვე კვირები დარჩა წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადებამდე. მგონი, ეს იწილო-ბიწილო უკვე დაასრულდეს. ჩვენ, ქართველი ხალხი ვემზადებით არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან ადგილზე მოსახლეობამ უნდა აირჩიოს თავისი თვითმმართველობა, რომელმაც მისი ყოფითი ყოველდღიური საკითხები უნდა მოუგვაროს. ანტიქართული ოპოზიცია რამდენად ჩაერთვება არჩევნებში, ეს მათი პრობლემაა. არც მათი მონაწილეობით მოემატება რამე ამ ყველაფერს, ვინაიდან ეს არის უკვე გაცხადებულად ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფები და არც მათი არმონაწილეობით დააკლდება რამე არჩევნებს.

ქართველი ხალხი რომ ამ პარტიებს მანდატს არასდროს მისცემს, ეს ჩანს თუნდაც მათი ქცევიდან. მაგრამ ერთ რამეზე დავფიქრდეთ, ვისზე დადო ფსონი იმ ე.წ. ევროპამ, რომელშიც აღარაფერი ევროპული აღარ არის. ვისზე დადო ფსონი, ვინ დადიოდა საარჩევნო კამპანიაში, რომელი ქვეყნების ელჩები იყვნენ პირდაპირ ჩართული, რათა მოეყვანათ ხელისუფლებაში სააკაშვილი და მისი ხელის პოლიტიკოსები?! თაღლითები, ადამიანები, რომლებიც დემოკრატიას არ აღიარებენ. ამათზე დებდა ფსონს და შემდეგ გამოდიან ეს ელჩები, თუ უცხოელი პოლიტიკოსები ა.შ. და გველაპარაკებიან ღირებულებებზე?! აბსოლუტურად ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკური ჯგუფები ჰყავთ ფავორიტებად ამორჩეული. ასე რომ, მათ განაჩენი საკუთარ თავს მაშინ გამოუტანეს, როდესაც ხელი მოაწერეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას. მაშინ დაღუპეს თავი როგორც ქართველებმა, როგორც პოლიტიკოსებმა, როდესაც დადგნენ ამ გზაზე. ახლა ამიტომაც შესციცინებენ თვალებში, ხან ერთ ქვეყანაში სხედან, ხან – მეორეში. ვინმე გინახავთ სადმე რეგიონში?ჩადიან, რაიმე აქტივობა აქვთ?! ერთადერთი, სადაც დადიან, დადიან საზღვარგარეთ, რათა მიიღონ ინსტრუქციები და დაბრუნდნენ ამ ინსტრუქციების შესასრულებლად.

იქნება ეს დაფინანსება, თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, ოპოზიცია სრულად ჩამოკიდებულია უცხო ძალებზე. ეს ვნახეთ საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ბოლოს ელჩებიც კი ჩაერთნენ, ოღონდ რაღაცნაირად მიეღწიათ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ ანტიქართული ძალები და ამანაც არ უშველა. ასე რომ, არც 15 მილიონი უშველის და არც 115 მილიონი, როდესაც საქმე გვაქვს ანტიქართულ მოძრაობასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გამორიცხულია, საქართველოში ანტიქართულმა ჯგუფებმა გაიმარჯვონ.

„როგორ შეიძლება, საქართველოში გაიმარჯვონ ანტიქართულმა ჯგუფებმა, ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს, ეს ხომ გამორიცხულია. ხოლო რაც შეეხება ბულინგს, აიტანონ ახლა ერთმანეთის ბულინგი. ეს მათი შიდა პრობლემაა, ვინ ვის აბულინგებს და არ აბულინგებს. არიან მარიონეტი ფიგურები, რომლებიც სრულად იმართებიან გარედან. ეს დადასტურდა იმით, რომ არჩევნებზე ლამის ხელით დაატარებდნენ და მათ მესიჯებს ულაგებდნენ, იმეორებდნენ უცხოელები, რათა რაღაცნაირად იქნებ გაეთრიათ ხელისუფლებაში. ეს დასტურდება მათი ყოველდღიური ქცევით, მათ შორის იმით, რომ ყოველ მესამე დღეს უცხოეთში სხედან. რა უნდათ უცხოეთში? ხომ არის გამონათქვამი, რომ ქვეყნის საკითხები არ უნდა წყდებოდეს მის ფარგლებს გარეთ. მათ უნდათ, საქართველოს საკითხები გადაწყდეს სხვა დედაქალაქებში და ქვეყნებში. პირდაპირ, ოფიციალურად გვეუბნებიან, რომ იქნებ ვიღაცამ რაკეტა გვესროლოს და დაგვბომბოსო. გახსოვთ ხომ ტორესა მოსი, რომელიც ამაზე საუბრობდა, იქნებ ერთი რაკეტა ზუსტი დამიზნებით მოახვედრონ რაიმენაირად რუსთაველს და ამობუგონ აქაურობაო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტიდან პირდაპირ სიძულვილის გარემოს წაქეზება და დაფინანსება ხდება.

„პირდაპირ ფინანსდება სიძულვილის გარემო ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რათა შექმნან სწორედ ასეთი მდგომარეობა. ასე რომ, როცა არიან უცხო ძალების მარიონეტები, საბოლოო ჯამში, მათ არავინ არაფერს არ შეეკითხება და რასაც დაავალებენ, ზუსტად ისე მოიქცევიან. მისცემენ მილიონებს, მილიონებს დახარჯავენ, მისცენენ თეთრებს და ამ თეთრებზეც კი მზად იქნებიან, შეასრულონ დავალებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავოსში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის სპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება, სადაც მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა იგეგმება.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს „უკრაინის აღდგენის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს“ შესახებ პანელურ დისკუსიაში და ღონისძიების ფარგლებში ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

„ბიბისი“ – ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა

ისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ალ-ზაჰრას რაიონში მათი ავტომობილი დაბომბეს.„ბიბისის“ ცნობით, დაღუპული სამი ფოტოჟურნალისტი ღაზის სექტორში ეგვიპტური ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის მუშაობდა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებს იღებდა.”ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ იერიში მიიტანეს „რამდენიმე ეჭვმიტანილზე, რომლებიც „ჰამასთან“ დაკავშირებულ დრონს იყენებდნენ იმგვარად, რაც საფრთხეს უქმნიდა ჯარისკაცებს“.ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა რაიონში ისრაელის მიერ არტილერიისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად კიდევ რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.„ჰამასისი“ მიერ კონტოლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 10 ოქტომბერს დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ღაზაში სულ მცირე 466 პალესტინელი დაიღუპა.ისრაელის სამხედროების განცხადებით, იმავე პერიოდში პალესტინელი შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმების შედეგად სამი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი – ღაზა დემილიტარიზებული და აღდგენილი იქნება, „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს, შემდეგ კი სხვა საკითხები მოგვარდება

ღაზა დემილიტარიზებული და აღდგენილი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებაზე ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.მისი თქმით, „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს, შემდეგ კი სხვა საკითხები მოგვარდება.„ნათლად განვაცხადე, რომ „ჰამასმა“ უკანასკნელი გარდაცვლილი მძევალიც უნდა დააბრუნოს და ეს სრული ვალდებულება იქნება. შემდეგ კი სხვა საკითხებზე გადავალთ და ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ღაზა დემილიტარიზებული, სათანადოდ მართული და ლამაზად აღდგენილი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, „მშვიდობის საბჭოს“, რომელიც თავდაპირველად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განმტკიცებაზე იყო ორიენტირებული, უფრო ფართო როლის შესრულება შეუძლია.მისივე თქმით, გაერო-სთანაც ითანამშრომლებს.„ეს შესანიშნავი გეგმა იქნება. ვფიქრობ, ღაზასთან წარმატების მიღწევის შემდეგ შეგვიძლია, სხვა საკითხებზეც გადავინაცვლოთ. ღაზაში ძალიან წარმატებული ვიქნებით. ეს შესანიშნავი სანახავი იქნება, შემდეგ კი სხვა რაღაცების გაკეთებას შევძლებთ. ბევრი სხვა რამის გაკეთებაც შეგვიძლია. როგორც კი ეს საბჭო სრულად ჩამოყალიბდება, თითქმის ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ და ამას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად გავაკეთებთ, გესმით? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ არ გამოუყენებიათ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რვა ომი დაასრულა.„გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არასდროს მისაუბრია იმ რვა ომის შესახებ, რომლებიც დავასრულე. თქვენ იფიქრებთ, რომ მათ შეეძლოთ ამ რვა ომის დასრულება, მაგრამ ვერ შეძლებდნენ. ვფიქრობ, ზოგიერთის დასრულება სცადეს, თუმცა საკმარისად არ ეცადნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

პაატა მანჯგალაძე – 100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები, მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს

100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები. მართლა გამიხარდებოდა, ეს რომ შემეძლოს, – ამის შესახებ „სტრატეგია არმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.მანჯგალაძის თქმით, მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს.„არ არსებობს ჩემი მიმალვის საფრთხე, ჩემით ჩავედი და ჩავბარდი პოლიციელებს. 1 000-ზე მეტი განცხადებაა ჩემი, რომლის უმეტესობა ნეგატიური ხასიათისაა. ეს არანაირი მტკიცებულება არ არის ჩემ წინააღმდეგ. 100 000-კაციანი მიტინგის ორგანიზატორი ვიყავი-მეთქი, რომ ვამტკიცო, თვითმარქვია ვიქნები. მართლა გამიხარდებოდა, რომ შემეძლოს, ერთი დაძახებით 100 000 კაცი გამომეყვანა ქუჩაში. მე ვიყავი ამ აქციაზე, მანამდე დავდიოდი სხვა აქციებზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.ამასთან, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქმეში არსებული ფოტოს საფუძველზე თქმა, რომ ის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორია, არ შეიძლება.„იმ წუთას მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ ოფისის წინ მედიასაშუალებებს ჩავწეროდი. გადავიღე ფოტო ამ ადამიანებთან. ეს იყო მხოლოდ პერფორმანსი. ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ამის გასაღება ორგანიზატორად არ შეიძლება“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს გავრცელდა ვიდეო, სადაც პაატა ბურჭულაძემ აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა. ბურჭულაძემ კომიტეტის წევრებად დაასახელა ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.

ჟან-კლოდ იუნკერი – ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის

ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.იუნკერის თქმით, არ შეიძლება, ევროკავშირი დაემორჩილოს აშშ-ის „ნეოკოლონიალურ ქცევას“.ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპელებს, აშშ-თან დაძაბულობა დიპლომატიის გზით მოაგვარონ და ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირს უჭირავს კარტები ხელში“.„ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რაც გაგვაჩნია, რომლებიც მძიმედ დააზარალებს აშშ-ის ეკონომიკას და ჩვენ არ უნდა შევიკავოთ თავი საჭიროების შემთხევაში ამ ინსტრუმენტების გამოყენებისგან“, – განაცხადა იუნკერმა.მისი თქმით, დონალდ ტრამპთან „მეგობრულად საუბარი ბოლო პერიოდში სულ უფრო რთული გახდა, ამიტომ ევროკავშირი უფრო მტკიცე უნდა იყოს მასთან ურთიერთობებში და უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ „ევროკავშირს ვერ დაიქვემდებარებ რაიმე სახის ნეოკოლონიალური ქცევით“.„ევროკავშირი აშშ-ის მონა არ არის. მან ეს იცის, მაგრამ არ ითვალისწინებს. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ“, – თქვა ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა.ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელიც ამჟამად ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მრჩევლის პოსტს იკავებს, ასევე ისაუბრა ტრამპის სურვილზე, დაეუფლოს გრენლანდიას და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან ძალის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის მუქარამ, შესაძლოა, ნატო-ს არსებობა დაასრულოს.„თუ ნატო-ს მოკავშირე თავს დაესხმება ან დაემუქრება ნატო-ს სხვა მოკავშირეს, ეს ნიშნავს პროცესის დაწყებას, რომლის შედეგადაც ჩვენ, შეიძლება, გავხდეთ ნატო-ს დაშლის თვითმხილველები“, – განაცხადა იუნკერმა.

ბოლო სიახლეები