კვირა, იანვარი 19, 2025

შალვა პაპუაშვილი – პავილიონისი და მიკელსონი გვეუბნებიან, რომ მნიშვნელობა აქვს უცხოელების დღის წესრიგს და არა ხალხის არჩევანს, მოსახლეობის ნება მათ სურვილებთან თანხვედრაში თუ არაა, საჭიროა შედეგების შეტრიალება

ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიკელსონმა და პავილიონისმა დღეს სცადეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დამუნათება საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბალტიისპირელი პოლიტიკოსების უხეში განცხადებები საბოლოოდ ხდის ფარდას მათ განზრახვებს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „არჩევნების დაქვემდებარება უცხოელების პოლიტიკური დღის წესრიგისა და მათი თვითნებური წნეხისთვის დემოკრატიის დასასრულის პირველი ნიშანი იქნებოდა“.

„ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიკელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დამუნათება სცადეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო. ბალტიისპირელი პოლიტიკოსების ეს უხეში განცხადებები საბოლოოდ ხდის ფარდას მათ ჭეშმარიტ განზრახვებს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ. ნოემბერში მათ სიტყვით მიმართეს რადიკალურად განწყობილ ოპოზიციას პარლამენტის შენობის წინ, მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდეს და უარყვეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა. არასერიოზულია, როდესაც ამგვარი პოლიტიკოსები „რეჟიმის ცვლილების“ სახეებად გვევლინებიან. მართალია, მათი ქმედებები არც მნიშვნელოვანია და არც რაიმე შედეგის მომტანი, მაგრამ ჩვენს რეგიონსა და, უფრო ფართოდ, ევროპაში ახალი სახიფათო ტენდენციის კონტურებს წარმოაჩენს. ეს პოლიტიკოსები გვეუბნებიან, რომ არჩევნებს მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს უცხოელების პოლიტიკურ დღის წესრიგს და არა ხალხის არჩევანს, და თუ ქვეყნის მოსახლეობის ნება თანხვედრაში არ მოდის ზოგიერთი უცხოელის სურვილებთან, მაშინ, საზღვარგარეთიდან წნეხის მეშვეობით, არჩევნების შედეგების შეტრიალებაა საჭირო. მართალია, დემოკრატია ეფუძნება თანასწორობას, კარგ მმართველობას, სახალხო ლეგიტიმურობას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებს, მაგრამ დემოკრატიის უმთავრეს საყრდენს ჯერ კიდევ არჩევნები წარმოადგენს. არჩევნების გაუქმება, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, და არჩევნების დაქვემდებარება უცხოელების პოლიტიკური დღის წესრიგისთვის და მათი თვითნებური წნეხისთვის დემოკრატიის დასასრულის პირველი ნიშანი იქნებოდა. პოლარიზებული პოლიტიკისა და სოციალური მედიის უსაზღვრო დომინირების პირობებში არცერთი დემოკრატიული ქვეყანა არ იქნება დაზღვეული უცხოური წნეხის საფრთხეებისგან მისი საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო პროცესის მიმართ. როდესაც უცხოური პოლიტიკური ჯგუფებისა და პოლიტიკოსების ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის სამსახურში რეალურ ფაქტებს აღქმების ღრუბელი ფარავს, მაშინ დემოკრატიაც და რეგიონული უსაფრთხოებაც ზიანდება. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გაუმართლებელი წნეხი შეიძლება ერთ-ერთი ადრეული ნიშანი გახდეს პროცესისა, რომელიც მთლიანად ევროპას შეეხება. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, ვიდრე გავრცელების არასასურველ ტენდენციას შეიძენს“,  – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როგორ ვაკურთხოთ სახლი ნაკურთხი წყლით

მართმადიდებელ ქრისტიანებში სახლის კურთხევის წესი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად. ის განასახიერებს ეკლესიათან კავშირს, ღვთის კურთხევას, ბოროტი ძალებისგან დაცვას. უმეტესად სახლის კურთხევა ხდება მასში საცხოვრებლად გადასვლის დროს, ასევე რემონტის შემდეგ. მღვდელმა ან მოსულმა სტუმრებმა შეიძლება გირჩიოთ სახლის კურთხევა, თუ ოჯახში გყავთ მძიმედ დაავადებული ადამიანი, ოჯახი გაყრის პირასაა, გყავთ პატარა ბავშვები. საჭიროა: ნაკურთხი წყალი, ახალი თასი, ბიბლია, ხატი, კანდელი, სანთლები მართლმადიდებლური ეკლესია მოგვიწოდებს იმისკენ, რომ სახლი ვაკურთხებინოთ მღვდელს. თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, მოიწვიეთ მღვდელი ეკლესიიდან. როგორც წესი, ამ წესის შესასრულებლად მამაოები მოდიან საკუთარი კანდელით, ზეთით, სანთლებითა და ნაკურთხი წყლით. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, უკეთესი იქნება თუ მღვდლის მოსვლამდე მოიმარაგებთ სანთლებსა და ნაკურთხ წყალს. სანთლების შეძენა ყოველთვის შეგიძლიათ საეკლესიო მაღაზიაში. წყლის კურთხევა ხდება წელიწადში ერთხელ, ნათლისღების დღესასწაულზე. როგორც წესი, ნაკურთხი წყლის მარაგი სახლში აქვთ ეკლესიურ მორწმუნეებს, დახმარებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მათ. თუ თქვენ არ გაქვთ სახლის კურთხევაზე მოძღვრის მოწვევის საშუალება, ეკლესია უშვებს იმას, რომ ერისკაცმა თავად ჩაატაროს ეს წესი. მის შესრულებამდე სასურველია კურთხევა აიღოთ საკუთარი სულიერი მოძღვრისგან, მისი არ ყოლის შემთხვევაში ეკლესიის მღვდლისგან. შეავსეთ თასი (სასურველია ახალი) ნაკურთხი წყლით, შეაერთეთ 3 თითი ისე, თითქოს აპირებდეთ პირჯვარის გადაწერას და ჩაჰყავით ისინი თასში. შემდეგ თითების საშუალებით მიასხით წყალი ოთახს, დაიწყეთ ხატების კუთხით და განაგრძეთ საათის ისრის მიმართულებით. საცხოვრებელი აკურთხეთ ლოცვით: " სახელითა მაისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ". თუ თქვენ ზეპირად იცით 90 ფსალმუნი ან მისი ამონარიდები, შეგიძლიათ მისი წარმოთქმაც.

ანტონიუ გუტერეში – ახლა აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანა ლიბანის ტერიტორიიდან

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ძალების გაყვანა აუცილებელია. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ლიბანში ვიზიტის დასასრულს ისაუბრა. „ახლა აუცილებელია ისრაელის თავდაცვის ძალების გაყვანა ლიბანის ტერიტორიიდან და ლიბანის შეიარაღებული ძალების განლაგება სამხრეთ ნაწილში შეთანხმებულ ვადებში. გარდა ამისა, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნა გუტერეშმა. ამასთან, ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე ანტონიუ გუტერეშს კითხვა დაუსვეს ღაზაში ზავის შესახებ, რაზეც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სიტუაცია ღაზაში კვლავ უკიდურესად რთულია. „პირველი დღიდან ვითხოვდი ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, მძევლების უპირობო გათავისუფლებას და ჰუმანიტარული დახმარების ღია წვდომას ღაზის მოსახლეობისთვის. მტკიცედ მჯერა, რომ ხვალ დავიწყებთ ამ სამი მიზნით – აღარ იქნება ბრძოლები, ჰუმანიტარულ დახმარებას ექნება გაადვილებული წვდომა და დაიწყება მძევლების გათავისუფლება. ნათელია, რომ სიტუაცია ღაზაში კვლავ უკიდურესად რთულია და ეფექტური განაწილებისთვის ბევრი სირთულე რჩება“, – დასძინა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი იტოვებს უფლებას, აშშ-ის მხარდაჭერით განაახლოს ომი ღაზაში, თუ ზავის მეორე ეტაპი უშედეგო აღმოჩნდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი იტოვებს უფლებას, აშშ-ის მხარდაჭერით განაახლოს ომი ღაზაში, თუ ზავის მეორე ეტაპი უშედეგო აღმოჩნდება. ნეთანიაჰუს თქმით, როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ისე არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელს საბრძოლო მოქმედებების განახლებაში, შეთანხმების მეორე ფაზის შედეგებიდან გამომდინარე. „შეთანხმება არის ისრაელის თანამშრომლობის შედეგი ბაიდენის ადმინისტრაციასთან და ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან. მისი არჩევისთანავე, პრეზიდენტმა ტრამპი მძევლების გათავისუფლების ვალდებულებას აიღებს. მან დამირეკა, მიესალმა შეთანხმებას და ხაზი გაუსვა, რომ გარიგების პირველი ეტაპი არის დროებითი ზავი. სწორედ ასე თქვა მან: დროებითი ზავი. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა, ისე პრეზიდენტმა ბაიდენმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ისრაელის უფლებას, დაბრუნდეს საბრძოლო მოქმედებებზე, თუ ისრაელი მივა დასკვნამდე, რომ მეორე ეტაპის მოლაპარაკებები უშედეგოა. მე ამას ძალიან ვაფასებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება ბრძოლის განახლება, ისრაელი ამას გააკეთებს ახალი მეთოდებითა და ძალით. ცნობისთვის, ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება. შეთანხმების შესრულება 19 იანვარს, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე დაიწყება. შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ ღაზაში დაკავებულ 33 ისრაელელ მძევალს გაცვლიან ასობით პალესტინელ პატიმარზე. ეს ფაზა ექვს კვირას გაგრძელდება. ისრაელის ძალები ასევე დატოვებენ ღაზის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს მიეცემათ საშუალება, დაიწყონ სახლებში დაბრუნება და ყოველდღიურად ღაზაში ასობით სატვირთო მანქანა შევა ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად; მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართება მოლაპარაკებები, რაც უნდა მოიცავდეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან სრულ გაყვანას და „მდგრადი მშვიდობის აღდგენას“. ეს ფაზა დაიწყება მე-16 დღეს; მესამე და საბოლოო ეტაპი მოიცავს ღაზას რეკონსტრუქციას, რაც შეიძლება, წლები გაგრძელდეს და დარჩენილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას. ისრაელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს სამი მძევალი გათავისუფლდება, შემდეგი ექვსი კვირის განმავლობაში კი რეგულარული ინტერვალებით გათავისუფლდება მძევლების მცირე ჯგუფები.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, „ტიკ ტოკის“ აკრძალვას 90 დღით გადაავადებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, დიდი ალბათობით, „ტიკ ტოკის“ აკრძალვას 90 დღით გადაავადებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა NBC News-თანსატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა. დონალდ ტრამპის თქმით, ჯერჯერობით „ტიკ ტოკის“ დაბლოკვის შესახებ კანონთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. „ვფიქრობ, ეს იქნებოდა ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც განვიხილავთ. 90-დღიანი გადავადება, სავარაუდოდ, განხორციელდება, რადგან ეს მართებულია. ჩვენ ყურადღებით უნდა განვიხილოთ. ეს ძალიან დიდი საკითხია. ამის გაკეთებას თუ გადავწყვეტ, ალბათ ორშაბათს გამოვაცხადებ“, – განაცხადა ტრამპმა ინტერვიუში. ცნობისთვის, კანონი აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, ან გაყიდოს იგი, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას. მანამდე, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი გადაწყვეტილებას, რომ კანონი, რომელიც კონგრესმა შარშან დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა, არ არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას სიტყვის თავისუფლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ „ტიკ ტოკის“ გენერალური დირექტორი შოუ ზი ჩიუ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას. ტრამპმა 17 იანვარს განაცხადა, რომ მან „ტიკ ტოკის“ საკითხი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.​​​​​​​​​​​​​​​​

შსს-ს ინფორმაციით, მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა

მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ორივე პირი დაკავებულია 173-ე და 174 პრიმა მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.  

ბოლო სიახლეები