ტირანაში, „არენა კომბეტარეზე”, უეფას ერთა ლიგის B-1 ჯგუფის მეორე ტურის მატჩში საქართველო ალბანეთს შეხვდება.
შეხვედრის პირველი ნახევარი დაახლოებით თანაბარ ბრძოლაში და რეალური საგოლე მომენტების გარეშე წარიმართა და 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების უპირატესობა თანდათან გამოიკვეთა და 71 წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით მშვენიერი გოლი გაიტანა
საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობდა:
გიორგი მამარდაშვილი – ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი – გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე – გიორგი მიქაუტაძე (86′ ბუდუ ზივზივაძე), ხვიჩა კვარაცხელია (75′ ზურიკო დავითაშვილი)
მასალა განახლდება.