კვირა, თებერვალი 8, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვინც „პარაგრაფი თბილისში“ გაივლიან სტაჟირებას, ავსტრიის ბიზნეს სექტორის წამყვანი ექსპერტები ტრენინგს ჩაატარებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისის“ მენეჯმენტის გუნდის და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმროში გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებსა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სამომავლო კარიერული განვითარებისთვის შესაძლებლობების შეთავაზებას. ფორუმის ფარგლებში სტუდენტები სასტუმროს ადამიანური რესურსების მენეჯერებს შეხვდნენ, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო სესიებში და გასაუბრებებზე საკუთარი თავის კონკრეტული პოზიციები წარადგინეს.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, მსგავსი ღონისძიებები უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალგაზრდების პროფესიული ზრდას უწყობს ხელს.

„დღევანდელი ინჟინერიული განათლება ვერ დაკმაყოფილდება მხოლოდ აუდიტორიული გამოცდილებით. თანამედროვე შრომითი ბაზარი ეძებს სპეციალისტებს, რომლებიც არამხოლოდ ფლობენ პროფილურ კომპეტენციებს, არამედ იცნობენ ინდუსტრიის დინამიკას, საჭიროებებს და იციან, როგორ გამოიყენონ ცოდნა პრაქტიკაში. სწორედ ასეთ ფორუმებში მონაწილეობა აძლევს სტუდენტებს საშუალებას, შეამოწმონ საკუთარი პროფესიული მზაობა, გაეცნონ სექტორულ მოთხოვნებს და მიიღონ გადაწყვეტილება. ფაკულტეტისთვის ეს არის უკუკავშირის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ, რამდენად ადეკვატურად რეაგირებს სასწავლო პროგრამა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და შრომითი ბაზრის სწრაფ ცვლილებებზე“, – აცხადებს დეკანი.

სტუ-ის ინფორმაციით, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისის“ მენეჯმენტის ორგანიზებით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვინც „პარაგრაფი თბილისში“ გაივლიან სტაჟირებას, ავსტრიის ბიზნეს სექტორის წამყვანი ექსპერტები ჩაატარებენ ტრენინგს.

„სტუდენტებისთვის ტრენინგი, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების კომპანიების ექსპერტების ჩართულობით, როგორიცაა ავსტრია, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ეტაპს როგორც პროფესიული, ისე ინტელექტუალური ზრდის თვალსაზრისით. ამ ფორმატის თანამშრომლობა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, რეალურ სამუშაო გარემოში შეისწავლონ ინჟინრული პრაქტიკის ევროპული სტანდარტები, ინტეგრირდნენ მრავალპროფილურ გუნდებში. გარდა ამისა, მსგავსი გამოცდილება ხელს უწყობს იმ ტიპის ინჟინრის ფორმირებას, რომელიც არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ შრომით ბაზარზეც კონკურენტუნარიანია. უნივერსიტეტისთვის ასეთი სტაჟირებები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების“, – აცხადებს ბორის გითოლენდია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ბანგლადეშში ნიპას ვირუსით ინფიცირების შემდეგ პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა და დასძინა, რომ მათი აზრით, საერთაშორისო გავრცელების რისკი კვლავ დაბალი რჩება. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.პარასკევს, ჯანმომ განაცხადა, რომ პაციენტი 28 იანვარს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სადაც სპეციალისტების ჯგუფმა ყელის ნაცხი და სისხლის ნიმუშები აიღეს. უწყების ცნობით, სპეციალისტებმა ვირუსის ლაბორატორიული დადასტურება მომდევნო დღეს მიიღეს."2026 წლის 3 თებერვალს, ბანგლადეშის ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების (IHR) ეროვნულმა ორგანიზაციამ, ჯანმო-ს აცნობა ნიპას ვირუსის (NV) ინფექციის ერთი დადასტურებული შემთხვევის შესახებ რაჯშაჰის ოლქში“, - ნათქვამია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.განცხადება გაკეთდა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც ინდოეთის აღმოსავლეთ შტატში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ინდოეთის ხელისუფლება მუშაობს მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, რომელიც, მათი თქმით, დიდწილად კონტროლის ქვეშაა.ინდდოეთში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის აფეთქებამ შეშფოთება გაზარდა ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში, რამაც აეროპორტებში ჯანმრთელობის შემოწმების მკაცრი ზომების დაწესება გამოიწვია. ამასთან, ჯანმო-მ განაცხადა, რომ, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რაიმე სახის მოგზაურობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რეკომენდაციას არ გასცემს."ჯანმო ნიპას ვირუსის მიერ შექმნილ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთო რისკს აფასებს, როგორც დაბალს, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე", - ნათქვამია შეფასებაში.

„მიყვარხარ უსაზღვროდ“ – ლიზა ჩიჩუას ემოციური მიმართვა დედას

ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი 6 თებერვალს იუბილარია. ქეთი დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს, მათ შორის არის ქეთი შვილი ლიზა ჩიჩუა„დე, გილოცავ დაბადების დღეს! მიყვარხარ უსაზღვროდ!“, – წერს ლიზა ჩიჩუა და მისი უფროსი შვილისა და დედის ერთობლივ ფოტოს გვიზიარებს. 

ძლიერი შტორმის გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

შტორმის გაძლიერების გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი” წერს.ესპანეთის სამხრეთით, ანდალუსიის რეგიონში 11 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ხოლო ესპანეთის მასშტაბით თითქმის 170 გზატკეცილი დაიკეტა, პორტუგალიაში რკინიგზის მიმოსვლა შეფერხდა.ესპანელი ფერმერების თქმით, კოკისპირულმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა მინდვრები დატბორა და მათ მოსავალს მილიონობით ევროს ღირებულების ზარალი მიაყენა.პორტუგალიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ, წინასწარი შეფასებით, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორებში ზარალი დაახლოებით 750 მილიონ ევროს შეადგენს. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ შტორმი მომდევნო დღეებში გაძლიერდება.

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდებადავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა, რის შემდეგაც 53 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გამო აკრიტიკებს.„ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ. ბრიუსელი ოჯახების პრიორიტეტად დაყენებას ერესს უწოდებს. ჩვენ ამას ჯანსაღ აზრს ვუწოდებთ“, – განაცხადა ორბანმა.ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მშვიდობისკენ არის მიმართული.„წარმატებული დიპლომატია ნიშნავს მეგობრობის დამყარებას, არა კონფლიქტების ესკალაციას. ვიდრე სხვები აბრკოლებენ, პრეზიდენტი ტრამპი განაგრძობს მუშაობას მშვიდობისთვის. უნგრეთი სიამაყით დგას შეერთებული შტატების გვერდით მშვიდობის მხარეს“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.

ბოლო სიახლეები