აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გაავრცელა.
„სამწუხაროდ, მივიღეთ შეტყობინება, რომ ილჰამ ალიევი არ ჩამოფრინდება. განმარტეს, რომ მან მონაწილეობა უნდა მიიღოს შიდა ღონისძიებებში, რომლებიც ეძღვნება ჰეიდარ ალიევს“, – დაწერა უშაკოვმა ტელეგრამზე.