ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024

როდის, როგორ და ვინ აირჩევს 2025 წელს პრეზიდენტს – პარლამენტის თავმჯდომარის განმარტება

როდის, როგორ და ვინ აირჩევს 2025 წელს პრეზიდენტს, როდის და სად ჩატარდება პრეზიდენტის ინაუგურაცია – პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკითხი მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგიაში შემავალი 300 ადამიანი აირჩევს, რომელთაგან 150 პირი, პარლამენტის წევრი იქნება. მისივე თქმით, არჩევნებს პარლამენტის შენობაში ცესკო ჩაატარებს.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, მომავალი პრეზიდენტი იქნება პირველ რიგში პატრიოტი, რაც წინა და მოქმედ პრეზიდენტს განსაკუთრებით აკლდათ.

„ის იქნება ქართველი პატრიოტი და ეს არის როგორც აღმოჩნდა ყველაზე მთავარი კრიტერიუმი. პატრიოტიზმი არ არის მხოლოდ გულზე მჯიღის ცემა, ეს არის პასუხისმგებლობის გააზრება საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე, რომელიც წინა პრეზიდენტებს აკლდათ, განსაკუთრებით მოქმედს, რომელიც საბოლოო ჯამში ქართველად ვერ შედგა.

ჯერ ჩვენ დავასახელებთ არჩევნების თარიღს, ყველაფერი პროცედურების მიხედვით იქნება და ქართველ ხალხს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი. როგორც იცით ორი საკითხია – პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია. პირველად მოხდება არაპირდაპირი არჩევა პრეზიდენტის და ამით ჩვენ დავასრულებთ სრულად საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას. სამასი წევრისგან შემდგარი კოლეგია იქნება, რომლის ნახევარია პარლამენტის წევრები, მეორე ნახევარი კი აჭარა-აფხაზეთის უზენაესი საბჭოები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. არჩევნები პარლამენტის შენობაში შედგება და ჩაატარებს ცესკო. სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი და კანონი ითვალისწინებს, რომ არჩევნების დღეს, 9-დან 2 საათამდე მოდიან კოლეგიის წევრები, არის ღია კენჭისყრა ბიულეტენით. შემდეგ ამას დაითვლის ცესკო. ეს ყველაფერი გადაიცემა პირდაპირი ეთერით. თუკი კანდიდატურა ორ მესამედს – 200 ხმას ვერ მოიპოვებს, ამის შემდეგ მეორე ტური ტარდება და უკვე ნახევარზე მეტი ხმის მიღებით ხდება არჩევა. რაც შეეხება ინაუგურაციას, კანონით დავაზუსტეთ, მივყევით იმ ტრადიციებს რაც არის ხოლმე საპარლამენტო რესპუბლიკებში და ინაუგურაცია ჩატარდება პარლამენტის სასახლეში. არჩევნების შემდეგ მესამე კვირას ჩატარდება ინაუგურაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: დაშინებაზე, აგრესიაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც ახალ წელს ნაძვის ხის ნაცვლად ირჩევენ კუბოს

ის ადამიანები, ვინც ახალ წელს ნაძვის ხის ნაცვლად ირჩევენ კუბოს, რაღაც დაშინებაზე, აგრესიაზე საუბრობენ, როდესაც თვითონ არიან სიძულვილის ტირაჟირების უკან, თვითონ არიან ზიზღის ამ აგრესიული კამპანიის ავტორები და სათავეები, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას სურს, ბოლომდე დააზარალოს ქვეყანა, ვინაიდან, ისინი ქართულ საზოგადოებას ვერ პატიობენ იმას, რომ უკვე მე-9 არჩევნებია, სასტიკად მარცხდებიან და არ მიეცათ ქართველ ხალხზე შურისძიების შესაძლებლობა. „ვფიქრობ, საზოგადოება აქაც ხედავს, რომ მათ უნდათ, ბოლომდე დააზარალონ ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან, სინამდვილეში, ჩვენს საზოგადოებას ვერ პატიობენ იმას, რომ უკვე მე-9 არჩევნებზე სასტიკად დამარცხდნენ და ამან მათ არ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ შური ეძიათ ქართველ ხალხზე. მათ ხომ ხელისუფლებაში მოსვლა ამისთვის უნდათ, რომ ქართველ ხალხზე იძიონ შური, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ვერასდროს ეღირსებიან და ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ამას არ დავუშვებთ." - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„საცოდავი ბიჭი, წამებში გამოასალმა სიცოცხლეს…“ – რა დეტალები ხდება ცნობილი მეტროში მომხდარზე

დღეს საღამოს თბილისის მეტროში მგზავრი დაიღუპა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ 40 წლამდე კაცს ხელი ჰკრეს და ლიანდაგებში იმ დროს ჩააგდეს, როდესაც სადგურში მატარებელი შემოდიოდა. „საცოდავი ბიჭი, წამებში გამოასალმა სიცოცხლეს... მატარებელი შემოდიოდა ბაქანზე, როდესაც მოულოდნელად ეცა და ხელი ჰკრა“. „საზარელი ამბავი მოხდა, ასეთ სიკვდილს არავის ვუსურვებ. თვალებიდან არ ამომდის ეს საშინელება“, - წერენ თვითმხილველები. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული, ახალგაზრდა კაცი, ცხელ კვალზე დააკავეს.  

მეთიუ მილერი – რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას

რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ამისთვის მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას განცხადებაში ნათლად განმარტა, რომ აშშ გამოიყენებს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სანქციებს. „როგორც იცით, მე არ ვისაუბრებ პოტენციურ სანქციებზე, რომელთა დაწესებასაც ვაპირებთ ქართველ თანამდებობის პირებზე ან საქართველოს შიგნით მყოფ კონკრეტულ პირებზე. ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება იმ მიმართულების ცვლილების გამო, რომელიც საქართველოს მთავრობამ აირჩია. თქვენ ნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება გასულ კვირას, სადაც მან ნათლად განმარტა, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საქართველოს პასუხისმგებლობის დასაყენებლად ამ ნაბიჯებისთვის, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებას. რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ამისთვის მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას“, – განაცხადა მილერმა.

შსს „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. შსს-ს განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, თუ რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, პოლიცია შედგება სხვადასხვა დანაყოფისგან, მათ შორის გასამხედროებული დანაყოფებისგან, მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები, რაც ცხადია, სხვადასხვა დანაყოფში მიღების განსხვავებულ წესსა და სპეციფიკას მოითხოვს. განვმარტავთ, რომ პოლიციის გასამხედროებულ დანაყოფებში, სადაც სამსახურის გავლის განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს, მსახურობენ სამხედრო წოდების მქონე პირები. ამასთან, სამხედრო მოსამსახურე მიიღება კონკურსის გარეშე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან სამხედრო სამსახური იარსებებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2025 წლის პირველი იანვრიდან სამხედრო წოდებით ვერ დაინიშნებიან, რაც განაპირობებს გასამხედროებული დანაყოფების საპოლიციო წესებზე გადასვლას და საპოლიციო კონკურსზე დაქვემდებარებას. შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღება/დანიშვნა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დადგენილი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას. კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები. ყველა ეს გარემოება შემოწმდება სამსახურში მიღების პროცესში. კანდიდატი, რომელიც არ აკმაყოფილებს შესაბამისი პოზიციისთვის დადგენილ განათლების, ფიზიკური მომზადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, სამსახურში არ მიიღება. დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გამომძიებლებს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და ადმინისტრაციული ფუნქციების შემსრულებელ მოსამსახურეებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

თინათინ მღვდლიაშვილი: მიშა მშვილდაძე დამემუქრა, რომ მალე დინგში მომხვდებოდა! მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ. ოპოზიციას, რომელსაც მხარს უჭერს მშვილდაძის მსგავსი ცოცხალი ორგანიზმი,...

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის და ტელეწამყვანის, მიშა მშვილდაძის მიერ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც პოეტი აღნიშნავს, 1 დეკემბერს ფეისბუკ გვერდზე  გამოაქვეყნა წერილი, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა. მისივე თქმით, მიშა მშვილდაძე, დაემუქრა, რომ მალე დინგში მოხვდებოდა წერილის ავტორს და მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ. „მე გახლავართ პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი. ჩემს ლექსებზე შექმნილია ცნობილი სიმღერები: ,,ხმალი ავლესოთ, ქართველებო!'', ,,მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო", ,,აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება", ,,ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა"და სხვა. 1 დეკემბერს, ჩემს ფეისგვერდზე გამოვაქვეყნე წერილი ,,მე რომ შემეძლოს, საქართველოს გადავმალავდი" და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შემზარავი მოვლენები ჩემეული ხედვით შევაფასე. წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ე. წ. ოპოზიციის მხრიდან, ანუ ტროლები, ბოტები და ფერადი ჭინკებიც შემოესივნენ. ხანგრძლივი დროის მანძილზე მაგინებდნენ, მწყევლიდნენ და მემუქრებოდნენ. მაგინებელთა შორის გახლდათ ვინმე მიშა მშვილდაძეც, რომელიც დამემუქრა, რომ მალე დინგში მომხვდებოდა! ( სამწუხაროდ, მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა ვინმე დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ). მშვილდაძე დამემუქრა და შემდეგ დამბლოკა. ოპოზიციას, რომელსაც მხარს უჭერს ვინმე მშვილდაძის მსგავსი ცოცხალი ორგანიზმი, არც მომავალი, არც გამარჯვება და, არც აწმყო არ გააჩნია. მიშას ვინაობა მოგვიანებით დავაზუსტე, რადგან ეს სახელი და გვარი ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა. სირცხვილი მას! თინათინ მღვდლიაშვილი პოეტი, მხატვარი ზვიად გამსახურდიას და გალაკტიონის პრემიის ლაურეატი. მუქარა დანაშაულია! საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ“, - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.  

ბოლო სიახლეები