შაბათი, ივლისი 19, 2025

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები დააჯილდოვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ძიუდოისტებს მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცეს და მათ მადლობა გადაუხადეს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, ფულადი ჯილდო – მილიონი ლარი გადაეცემა.

„სპორტი არის სწორედ ის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე ავწიოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული დროშა და შევასრულოთ ჩვენი ეროვნული ჰიმნი. მადლობა იმ დიდი სიხარულისთვის, რომელიც მოგვანიჭეთ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სპორტში გვაქვს განსაკუთრებული წარმატებები. პირველად შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ერთდროულად გავხდით როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონები. დღეს ერთდროულად ვატარებთ ორივე ტიტულს და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე. გვაქვს კონკრეტული გეგმები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ხელს შეუწყობს როგორც მასობრივი სპორტის, ისე მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას. მულტიფუნქციური ცენტრების განვითარების საბოლოო გეგმაში ძიუდოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიო ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი.

ისტორიული სპორტული მიღწევისთვის ღირსების ორდენები გადაეცათ გიორგი სარდალაშვილს, ლუკა მაისურაძეს, მიხეილ ბახბახაშვილს, მარიამ ჭანტურიას, სოფიო სომხიშვილს, ეთერ ასკილაშვილს, საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელ კახაბერ მოცრაძეს, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ათაბეგაშვილს და ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ექიმებს – ავთანდილ თელიას და გიორგი მგელაძეს.

ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ გიორგი ჯაბნიაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი, ნინო ლოლაძე, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ნოდარ მეტრეველი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და ეროვნული ნაკრების ექიმი გიორგი კაზალიკაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული 15 წლის რომა გარდაიცვალა

ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. რომ 15 წლის იყო.მიმდინარე წლის 28 მარტს, 15 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მიიღო თავის ტვინის მძიმე დაზიანება.რამდენიმეთვიანი მკურნალობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.„სად მიდიხართ შვილო ამდენი ანგელოზი...უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.ანგელოზთა დასს შეუერთდა.უფალო გვაკმარე ამდენი დედის ცრემლი... უკვე გაუსაძლისია“,- წერენ კომენტარებში.

რა უნდა გავითვალისწინოთ კონდიციონერის გამოყენების დროს

მაღალი ტემპერატურა, მწველი მზე ქუჩაში და ცხელი ჰაერი სახლში, ზაფხულში გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის. შესაბამისად, ზაფხულის ცხელ დღეებთან გამკლავებაში კონდიციონერი ძალიან გვეხმარება. ის დღესდღეობით კომფორტული გარემოს შექმნის აუცილებელ ელემენტად მოიაზრება. თუმცა, ჰაერის კონდიცირებას ყველა დადებით მხარესთან ერთად, შესაძლოა, ჩვენს კანზე გარკვეული უარყოფითი გავლენაც ჰქონდეს.ამ თემასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ნამდვილ ექიმებში" ისაუბრეს. როგორც ექიმების რეკომენდაციებიდან ირკვევა, კონდიციონერი იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. ასევე, როგორც კვლევები მიუთითებს, თუ კონდიციონერი მუდმივად არის ჩართული, მის მიერ გამომშრალი ჰაერი უტოლდება საჰარას სიმშრალეს.რაში მდგომარეობს მთავარი გამოწვევა და რა პრობლემები ექმნება ჩვენს კანს?კონდენსატი, ანუ წყალი შეკუმშული ჰაერის სისტემებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. კონდიციონერის მილიდან გადმოსული წყლის წვეთები, ოთახის ჰაერიდან გამოდევნილი ტენია. კონდიციონერის მუშაობის პერიოდში, მის გარეთა ნაწილს, 2 საათში 3 ლიტრამდე სითხის დაგროვება შეუძლია. ეს სწორედ ის წყალია, რომელიც ჩვენს ოთახში უჩინრად ჰაერში ცირკულირებს. გამოდევნილი წყლის რაოდენობა დამოკიდებულია კონდიციონერის სიმძლავრეზე, გასაგრილებელი ფართის ზომასა და ჰაერის ტენიანობაზე.ჰაერის იდეალური ტენიანობა 40-60% უნდა იყოს. ჰაერის გამაგრილებელი, რა თქმა უნდა, ვერ აკონტროლებს ჰაერის ტენიანობას ოთახში. შედეგად, გამომშრალი ჰაერი ჩვენი კანის ზედაპირს აშრობს. ამასთან, როდესაც გრილი ოთახიდან გარეთ, სიცხეში გავდივართ, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება დიდი სტრესია ჩვენი კანისთვის. ამ ყველაფრის გამო, კანი გაღიზიანებულია, გამომშრალია, იქერცლება, კარგავს ელასტიკურობას და ნაოჭები ჩნდება.კანი კონდიციონერის გავლით, უფრო მგრძნობიარე ხდება და ადამიანები, რომლებიც მუდმივად კონდიციონერით გაგრილებულ ოთახებში სხედან, უჩივიან აკნეს და სხვადასხვა ბაქტერიულ ინფექციებს. ამ ყველაფერს ემატება გამომშრალი ცხვირის ღრუ და ხველა. თუ ადამიანს კანის ქრონიკული დაავადებები აწუხებს, როგორიც არის დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი და სხვა, რასაც ემატება სიცივისა და სიცხის მკვეთრი მონაცვლეობა, აუცილებლად გაუარესდება თქვენი კანის მდგომარეობა.რა მოვიმოქმედოთ?ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დავლიოთ იმაზე მეტი წყალი, ვიდრე ვსვამთ, კანი კარგად უნდა დავიტენიანოთ, მივირთვათ ხილი, რომელიც შეგვივსებს სითხის დეფიციტს და შეგვავსებს მინერალებითა თუ ვიტამინებით. ასევე, აუცილებელია ოთახში იყოს დამატენიანებელი აპარატი, რომელიც შეავსებს იმ დაკარგულს წყალს, რასაც კონდიციონერი "იპარავს" ჩვენი ოთახიდან. მნიშვნელოვანია მოვერიდოთ ცხელ შხაპს, რადგან ის უფრო აშრობს ჩვენს კანს. სასურველია ოთახში შენარჩუნებული იყოს 20-22 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა.

ევროპარლამენტი – საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს

საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს, – ამის შესახებ ევროპარლამენტი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ევროპარლამენტი აღნიშნავს, საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე.„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის თავის ავტორიტარულ კურსს. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, რომ მისი გზა ევროკავშირისკენ ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე“, – წერს ევროპარლამენტი. 

ბაჩიაშვილის ცემის ფაქტი, ისევე როგორც სხვა ცემის ფაქტები მეტყველებს, რომ დღეს ქართული სახელმწიფო არ გვაქვს – ვიქტორ ყიფიანი

" ცემის ფაქტი, ისევე როგორც სხვა ცემის ფაქტები, რომელიც მომრავლდა ჩვენს რეალობაში მეტყველებს ერთ რამეზე, რომ დღეს ქართლი სახელმწიფო არ გვაქვს," - ამის შესახებ GEOCASE-ის დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა.მან თანადგომა გამოუცხადა გიორგი ბაჩიაშვილს და აღნიშნა, რომ ის არის მაღალი კომპეტენციის, ეთიკური ნორმების მქონე ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სანიმუშო სტანდარტით ერთგულებისა და ლოიალურობისა საქმისადმი და საქმიანი ინტერესებისა და პრინციპებისადმი."ცემის ფაქტი, რომელიც მომრავლდა ჩვენს რეალობაში მეტყველებს ერთ რამეზე - დღეს ქართლი სახელმწიფო ჩვენ არ გვაქვს. ქართულმა სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა ეროვნულ სახელმწიფოებრიობის კლასიკური გაგების თვალსაზრისით.მე გიორგისთან ერთად ვმუშაობდი ერთ ცნობილ საქმეზე. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში, რაზეც ბატონი ივანიშვილი ბატონ ბაჩიაშვილს ედავება, მაგრამ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გიორგი ბაჩიაშვილთან მაკავშირებს, ის არის მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანი, მაღალი ეთიკური ნორმების მქონე ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სანიმუშო სტანდარტით ერთგულებისა და ლოიალურობისა საქმისადმი და საქმიანი ინტერესებისა და პრინციპებისადმი, ამიტომ თანადგომა გიორგის და მაქსიმალური სოლიდარობა მას ადამიანური პროფესიული და მოქალაქეობრივი", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.მან ასევე "ქართული ოცნების" პოლიტიკა შეაფასა და ის პროცესები, რაც დღევანდელ რეალობაში მიმდინარეობს."რამდენიმე განცხადება მოვისმინე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან, რომ ვიღაცამ ქვეყანა უბედურებას ააცდინა და საუბარია მითურ „მეორე ფრონტზე და "გლობალური ომის პარტიაზე". ჩემი აზრით, ამ სისტემამ გაცილებით მეტ უბედურებაში გაახვია და არა ააცდინა - ეს არის ქართული სახელმწიფოს მოსპობა და მისი თანმიმდევრული განადგურება. მთავარი იმპერატივი, რაც ქართველ ერს სჭირდება, არა მარტო საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად, არამედ განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის.პროცესები, რომელიც "ოცნების" წიაღში მიმდინარეობს, სხვა გაგრძელებას ვერ პოვებდა, რადგან ისეთ პრინციპებზეა დაფუძნებული, რომელსაც არაფერი სწორ მართვასთან, სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან, ეროვნულ დღის წესრიგთან არა აქვს, ამიტომ ის, რომ დღეს შიდა გარჩევებს აქვს ადგილი, ბუნებრივია", - განაცხადა ყიფიანმა.

მძიმე ავარია კახეთის გზატკეცილზე – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

ცოტა ხნის წინ კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა.ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბოლო სიახლეები