პარასკევი, ივნისი 13, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ამაზე დგას ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და სოციალური კეთილდღეობა

განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ძვირფას პოლიციელებს და სისტემაში მომუშავე პროფესიონალებს, გმირებს რომელთა დაუღალავი შრომა, სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენიდა ჩვენი შვილების გარანტირებულ, უსაფრთხო მომავალს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე იმის სიმბოლური ხაზგასმაა, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ქვეყანაში წესრიგის დამყარება თითოეული პოლიციელის დაუღალავ შრომაზე დგას, რაც ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.

„განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ძვირფას პოლიციელებს და სისტემაში მომუშავე პროფესიონალებს, გმირებს რომელთა დაუღალავი შრომა, სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენიდა ჩვენი შვილების გარანტირებულ, უსაფრთხო მომავალს.

დღევანდელი დღე არის სიმბოლური ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ქვეყანაში წესრიგის დამყარება თითოეული თქვენგანის დაუღალავ შრომაზე დგას, რაც ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.

მადლობას გიხდით ყველა იმ პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარებთ მუნდირს და მზად ხართ დაუფიქრებლად გასწიროთ საკუთარი სიცოცხლე სხვათა გადასარჩენად; მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე ხართ, ქმნით ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს, იცავთ საქართველოს საზღვრებს, ებრძვით სტიქიებს. მადლობა სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის!

საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და წესრიგის დაცვა პოლიციელის პროფესიული ვალია. თუმცა, სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევები, როდესაც პროფესიული მოვალეობის შესრულებას ჩვენი ღირსეული პოლიციელების სიცოცხლე ეწირება. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თითოეული ქართველი პოლიციელის ხსოვნას.

მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამაზე დგას ქვეყნის განვითარება –ეკონომიკური წინსვლა და სოციალური კეთილდღეობა.

ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის, შესაბამისად სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ, თქვენი დაუღალავი შრომითა და თავდადებით, მსგავსი მცდელობები მომავალშიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე.

ჩვენო საამაყო პოლიციელებო, თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად, სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას – დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ბოლომდე რჩებით პოლიციელის პროფესიისა და ფიცის ერთგული!

ყველას გილოცავთ ქართული პოლიციისა და პოლიციელთა პროფესიულ დღეს! გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და თქვენი მფარველი“, – განაცხადა მიხეილ ყა ელაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

21 დაღუპული, ორი დაკარგული, ათასობით დაზარალებული – 13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. ბოლო პერიოდის უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიამ ​დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.მთლიანად დაიტბორა „მზიური" და ზოოპარკი, სადაც დაიღუპა სამი თანამშრომელი და დაიხოცა ბინადართა დიდი ნაწილი. სვანიძის ქუჩაზე კი წყალმოვარდნის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 24 ოჯახი. მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა. მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.

„წამებში, შეცვლილი ცხოვრება“ – ფოტო, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 317-მე გაიზარდა. ინდური მედიის თანახმად, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.მედიის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში მყოფი ერთი ადამიანი გადარჩა.მედიაში აქტიურად ვრცელდება ისტორია ინდოელ პრატიკ ჯოშსა და მის ოჯახზე, რომლებიც ლონდონში მიფრინავდნენ.„დოქტორი პრატიკ ჯოში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. ის დიდი ხანია ოცნებობდა უკეთესი მომავლის აშენებაზე მეუღლისა და მათი სამი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლებიც ინდოეთში დარჩნენ. წლების განმავლობაში დაგეგმვის, საბუთების მოწესრიგებისა და მოთმინების შემდეგ, ეს ოცნება საბოლოოდ ახდა. სულ რაღაც ორი დღის წინ, მისმა მეუღლემ, დოქტორმა კომი ვიასმა, ასევე სამედიცინო პროფესიონალმა, ინდოეთში სამსახური დატოვა. ჩემოდნები ჩაალაგეს, დაემშვიდობნენ ინდოეთს.დღეს დილით, ხუთივე მათგანი, იმედით, აღელვებითა და გეგმებით სავსე, ლონდონში მიმავალი Air India-ს 171-ე რეისით მგზავრობდნენ. ეს სელფი გადაიღეს და ნათესავებს გაუგზავნეს. ცალმხრივი მოგზაურობა ახალი ცხოვრების დასაწყებად იყო.მაგრამ… თვითმფრინავი ჩამოვარდა. ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩა. რამდენიმე წამში, ოცნებებით სავსე ცხოვრება ფერფლად იქცა. სასტიკი შეხსენებაა, რომ ცხოვრება საშინლად მყიფეა. ყველაფერი, რასაც აშენებ, ყველაფერი, რისი იმედიც გაქვს, ყველაფერი, რაც გიყვარს, ყველაფერი ძაფზე ჰკიდია. ასე რომ, სანამ შეგიძლია, იცხოვრე, გიყვარდეს და ნუ დაელოდები ხვალინდელი ბედნიერების დაწყებას“, - წერენ სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, ავიაკომპანია „ეარ ინდიას“ კუთვნილი თვითმფრინავი აჰმედაბადის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ლონდონში მიფრინავდა.

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს:„13 წლის წინანდელი ამბავი რა ვერ ამოწურეთ? მერიდება უკვე ახალი არაფერი ხდება ქვეყანაში, რომ წინა ცხოვრების ამბები არ გაანიუსოთ?! დავიღალე უკვე და ხალხიც დაიღალა! სხვა ვინმე გაათხოვეთ თხოვნა“,- წერს ნინი.ცნობისთვის, ნინის შესახებ სხვადასხვა მედია სოციალურ ქსელში ძველ ამბავს ატრიალებდა, სადაც მისი გათხოვების შესახებ ეკა კახიანი საუბრობს.

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს მიშოს ეძინა და გამოსვლა ვერ შეძლო.მომხდარზე სოციალურ ქსელში წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი, რომლის წევრიც მიშო აშვეთია იყო.„სამწუხაროდ, ყველასთვის მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი ოჯახის წევრი მიშო აშვეთია...  ძალიან ძნელია ამის დაჯერება და რაიმე სიტყვების პოვნა.თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს, ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის ლეგენდას მიხეილ აშვეთიას, მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მიშო მნიშვნელოვანი იყო, გამძლეობას გისურვებთ ყველას.მშვიდად განისვენე, ძმაო… გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ“, - წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი სოციალურ ქსელში.

აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ გზა გადაკეტეს და ორი კარავი გაშალეს

მსჯავრდებულ მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან. გადაკეტილია გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.თავდაპირველად დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, მათ ფილარმონიასთან საქალაქო სასამართლოდან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრება სიმბოლურია, რადგან 19 ნოემბერს მათე დევიძე ფილარმონიასთან დააკავეს. დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებსაც ერთ ლოკაციაზე, ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.დემონსტრანტებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე ორი კარავიც განათავსეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, „ძირს უსამართლო სასამართლო“.ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას ოთხი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბოლო სიახლეები