კვირა, იანვარი 18, 2026

მაია ბითაძე – სამარცხვინო ტყუილია, თითქოს საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ვაპროტესტებდით ჯო უილსონის შესწორებებს და აღარც მთლიანი რეზოლუციისთვის დაგვიჭერია მხარი

რეზოლუციის პროექტში იმ ცვლილებებს ვაპროტესტებდით, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული. მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მაია ბითაძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ მხარი დაუჭირა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ არის ჩანაწერი.

როგორც ბითაძე აცხადებს, ეს არის სამარცხვინო სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის შეცდომაში შეყვანას.

„ჩვენი დელეგაცია გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით საკომიტეტო მოსმენებსა და პლენარულ სესიაზე. ჩვენ ვაპროტესტებდით რეზოლუციის პროექტში იმ ცვლილებებს, რომლებიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული და მხარი დაუჭირეს ერთ კლუბად შეკრულმა გარკვეულმა დელეგაციებმა. მათ საკმაოდ მაღალი რაოდენობის ხმები ჰქონდათ სხვა წევრებთან შედარებით. ბუნებრივია, ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და ამ შესწორებების გამო, სამწუხაროდ, მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც კი. გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცურეა, რომელიც მიზნად ისახავს, მათ შორის, დისკრედიტაციას იმ წარმატებული შენატანისა თვითონ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ჩვენი დელეგაციის მხრიდან იქნა მოთხოვნილი. ვგულისხმობ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა ხდება ამ დროისთვის რიკოთზე – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 142 წლის ასაკში გარდაიცვალა

142 წლის ასაკში გარდაიცვალა ნასერ ბინ რადან ალ-რაშიდ ალ-ვადაი,  საუდის არაბეთში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი. იგი 1884 წელს დაიბადა დჰაჰრან ალ-ჯანუბის რაიონში, რომელიც დღეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ეკუთვნის. ალ-ვადაი იყო იმ ისტორიული პროცესების თვითმხილველი, როდესაც ემირატები ერთიან სამეფოდ გაერთიანდა. ამის შესახებ პორტალი Qatar Tribune იუწყება.გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ნათესავების თქმით, მას 142 წელი შეუსრულდა და 134 შთამომავალი დარჩა.მამაკაცი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი მესამე მეუღლე მასთან 30 წელი ცხოვრობდა და თავადაც 100 წლის გახდა. ნათესავები მის ძლიერ ჯანმრთელობას მკაცრ დისციპლინასა და ტრადიციულ დიეტას უკავშირებდნენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ იგი ისტორიულ სამშობლოში  ალ-რაშიდში  დაკრძალეს.    Get smarter responses, upload files and images, and more.Log inSign up f

შვილი ავტოავარიაში დაიღუპა, მამას კი ეს ამბავი რომ უთხრეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა – ტრაგედია გურიაში

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაღუპულია მამა-შვილი. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რა დროსაც შვილი დაიღუპა. მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მოძრაობდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა“ - წერს რეგიონული მედია.

„ის არის არაჩვეულებრივი შვილი, ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება“ – თიკა ფაცაციას დედის მიმართვა სცენაზე მყოფ შვილს

მუსიკალური ტელეპროექტი „ასე მღერიან საქართველოში“ თიკა ფაცაციას დედის, მანანა ფაცაციას ვიდეოს გვიზიარებს.მანანა ფაცაცია სიამაყით საუბრობს შვილზე, თიკა ფაცაციაზე, დედის საუბარს კი ტელეწამყვანი სცენიდან ისმენს.„მრცხვენია, რომ ვთქვა, ბევრს შურს ჩემი რომ მყავს ასეთი შვილი და ნამდვილად ასეთია, ფაქტია და ვერ გავექცევი, ის არის არაჩვეულებრივი შვილი. ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება, მყავს არაჩვეულებრივი შვილები და 6 შვილიშვილი,“ – ამბობს თიკას დედა.

„მთელი ბოლნისი გლოვობს“ – ავარიაში დაღუპული გოგონა კარატისტი ნინი მამარდაშვილია

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბოლ­ნის­ში. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც გუ­შინ მოხ­და, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. 17 წლის ნინი მა­მარ­დაშ­ვი­ლი მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და და­ი­ღუ­პა. ნინი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რა­ტის­ტი იყო."მთე­ლი ბოლ­ნი­სი გლო­ვობს, უკარ­გე­სი ნინი დავ­კარ­გეთ. დე­და­მისს რო­გორ უნდა შევ­ხე­დოთ თვა­ლებ­ში არ ვიცი" - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ბოლო სიახლეები

მიწისძვრა მოხდა