შაბათი, ნოემბერი 23, 2024

ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს

ლერი ხაბელოვი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ სეოკ-ის მოქმედი ხელმძღვანელი იყო – ოლიმპიური ჩემპიონი, ხუთგზის მსოფლიოს და ოთხგზის ევროპის ჩემპიონი ლერი ხაბელოვი.

დელეგატებმა ასევე აირჩიეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტები, გენერალურ მდივანი, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სეოკ-ის საპატიო წევრები. სეოკ-ის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომზადდა 35-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია დამოუკიდებელი ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორია. ასევე გამოიცა საიუბილეო კრებული.

დღესვე გაიმართება სხვადასხვა ნომინაციაში 2024 წლის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო სამების ტაძრის მშენებლობაში. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა – მეუფე...

ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში, - განაცხადა სამების ტაძარში ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა. „გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას. წმინდა მოწამეებს არავის და არაფრის ეშინოდათ. მისი ღვაწლი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის წყალობაც მასზე იყო განსაკუთრებული. ეს გამოვლინდა იმაში, რომ თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა მას. წმინდა გიორგისთვის ჭეშმარიტი გზა და ცხოვრება იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დღეს გავიდა ზუსტად 20 წელი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. მინდა თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო წმინდა გიორგობაც, ამ ტაძრის კურთხევიდან 20 წლის თავიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, ურთულეს ათწლეულებში მოგვივლინა ასეთი ბრძენი და სულიერი საჭეთმპყრობელი. ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო და შემოწირულება გაიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომლის შემოწირულებამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

როგორი საშინელებაა, როცა დედა ხედავს იმ რეჟიმს მხარდამჭერები ჰყავს, ვინც ერთადერთი შვილი მოუკლა და დღეს პოლიციელებს მონებს უძახიან მკვლელების მხარდამჭერები – ია მეტრეველი

როგორი საშინელებაა როცა დედა ხედავს იმ რეჟიმს მხარდამჭერები ჰყავს, ვინც ერთადერთი შვილი მოუკლა, - წერს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში და იხსენებს მისი შვილის მკვლელობის საქმეს, საიდანაც 20 წელი გავიდა. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, დღეს პოლიციელებს მონებს უძახიან მკვლელების მხარდამჭერები. „როგორ საშინელებაა როცა დედა ხედავს იმ რეჟიმს მხარდამჭერები ყავს, ვინც ერთადერთი შვილი მოუკლა და დღეს პოლიციელებს მონებს უძახიან მკვლელების მხარდამჭერები .... უფალმა გაანათლოს“, - წერს ია მეტრეველი.

„უკვე მონათლულია 48 500 ბავშვი, კიდევ 700 ბავშვი ინათლება“ – დღეს პატრიარქის ნათლობის 70-ე ეტაპი ჩატარდება

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია საზოგადოებას გიორგობას ულოცავს. დეკანოზის თქმით, დღეს გაიმართება პატრიარქის ნათლობის 70-ე ეტაპი, რა დროსაც 700 ბავშვი მოინათლება. "დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანას იფარავს და იცავს წმინდა გიორგი და ქართველებს უდიდესი პატივისცემა გვაქვს წმინდა გიორგის მიმართ გამოხატული. შემთხვევითი არ არის, რომ 20 წლის წინ ეს საოცარი ტაძარი - სამების ტაძარი გაიხსნა. მინდა, რომ თითოეულ ამ ქვეყნის შვილს მივულოცო დღევანდელი დღე - წმინდა გიორგობა. დღეს, ასევე ტარდება პატრიარქის ნათლობები, 70-ე ეტაპია პატრიარქის ნათლობებისა. უკვე დღევანდელ დღემდე მონათლულია 48 500 ბავშვი, დღევანდელ დღეს კიდევ 700 ბავშვი ინათლება. ღმერთმა ამ ქვეყანაში არასდროს მოშალოს ჩვენი სწორი დამოკიდებულება ჩვენი სარწმუნოების მიმართ," - აცხადებს შალვა კეკელია

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: “პარლამენტში შემოსვლა გარდაუვალია, უახლოეს პერიოდში დავინახავთ, თუ რას წარმოადგენს “გადაგდება” და “პუფის პოლიტიკა”

"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად შევა. მისივე თქმით, საზოგადოება უახლოეს პერიოდში ნახავს, თუ რას ნიშნავს ოპოზიციის "მიცემული სიტყვა". "პარლამენტში შემოსვლით რაც, ვფიქრობ, გარდაუვალია, ისინი ეცდებიან, თავიდანვე თავიანთი ამომრჩევლები შეაჩვიონ იმ აზრს, რომ პარლამენტია სწორედ ის ადგილი, სადაც ისინი უკეთესად და უფრო მეტი შედეგიანობით იბრძოლებენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად. შეთანხმებით ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდებიან, თუკი ამასთან დაკავშირებით ექნებათ შესაბამისი ინსტრუქცია. უახლოეს პერიოდში დავინახავთ, თუ რას წარმოადგენს მიცემული სიტყვა, რას წარმოადგენს "გადაგდება" და "პუფის პოლიტიკა", რომელსაც ისინი 2020 წელსაც შუბლზე ძარღვის გაწყვეტით დემონსტრირებდნენ," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მეუფე იაკობი ოპოზიციაზე: მონღოლებმა იცოდნენ, რომ შემოიჭრებოდნენ კარვებს გაშლიდნენ ხოლმე – რომ მიდიხარ ვერა – ვაკის საზღვარზე, ბოლობოლო ვერელ ბიჭებს გამოიყვან წყობიდან, – ისინი...

"რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, გეგონება მონღოლები შემოიჭრნენო. მონღოლებმა იცოდნენ, რომ შემოიჭრებოდნენ კარვებს გაშლიდნენ ხოლმე. ვერა ვაკეზე რა გინდა, რომ მიდიხარ ვერა ვაკის საზღვარზე ბოლო ბოლო ვერელ ბიჭებს გამოიყვან წყობიდან, სხვანაირად შეხედონ, - ისინი არ უყურებენ "ამან ეს გვითხრა, იმან ეს გვითხრა"... თბილისია, რა... "- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა წმინდა გიორგის დღესასწაულზე, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში ქადაგებისას ოპოზიციის აქციების თემაზე საუბრისას განაცხადა. "ევროპას რომ თავისთან ჩვენი მიღება უნდოდეს, ასე გვაწვალებდა? უკრაინას როგორ ექცევა- უკრაინა სჭირდება და ხედავთ, რა სიტუაციაა. მოლოდვაში ყველაფერი მოწონთ და ჩვბენი რა არ მოწონთ? ის გაუტეხლობა არ მოწონთ. ის არ მოწონთ, რომ ვიღაცეების ღმერთებს არ ვაღიარებთ. მე მადლიერი ვარ ევროპარლამენტარების იმ ნაწილის, თუნდაც ბორელის, ევროკომისრების, რომლებიც გვეუბნებიან ხოლმე, - ევროკავშირშ შემოსვლა არც იფიქროთ, თუ ოჯახური ფასეულობების კანონს თუ არ გააუქმებთო. მადლიერი იმიტომ ვარ, რომ არჩევანს მაძლევენ, საკითხი დამიყენეს, როგორც წმინდა გიორგი დაუყენეს. უფალი განსაცდელს ტყუილად არ მოუვლენს ხოლმე ერს. არჩევნები რომ ტარდებოდა, ერთი ძალა იყო - ოჯახური ღირებულებები, მეორე ძალა - იმის გამო, რომ უცხოეთმა მხარი დაუჭიროს, ჰგონიათ რომ უცხოეთი გადაწყვეტს და არ იციან რომ უფალი მეფობს...ევროპა როგორც ჩაერია, ზეწოლაც არ ჰქვია, ძალადობა იყო, როგორც იქცეოდნენ... იმათზე ნაკლები ჭკუა არა გვაქვს, საქმის კურსში ვარ რაც ხდება მსოფლიოში ჩვენი მისამართით. გავედით არჩევნებზე, 2 მილიონზე მეტმა კაცმა თავისი არჩევანი გააკეთა და რა გამოვიდა, - როდესაც ევროპაც ფიქრობდა და დღევანდელი ოპოზიციური პარტიები, რომ ბორელის ნათქვამი რამეს წარმოადგენდა ჩვენთვის, ან როთს იპოვიდნენ გერმანიაში და ჩამოიყვანდნენ, ნახეს რომ იმდენი ხმა არა აქვთ, გამოვიდნენ ქუჩაში. რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, გეგონება მონღოლები შემოიჭრნენო. მონღოლებმა იცოდნენ, რომ შემოიჭრებოდნენ კარვებს გაშლიდნენ ხოლმე. ვერა ვაკეზე რა გინდა, რომ მიდიხარ ვერა ვაკის საზღვარზე ბოლო ბოლო ვერელ ბიჭებს გამოიყვან წყობიდან, სხვანაირად შეხედონ, არ უყურებენ "ამან ეს გვითხრა, იმან ეს გვითხრა"... თბილისია, რა... " - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოლო სიახლეები