კვირა, იანვარი 18, 2026

ლევან დავითაშვილმა ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმზე გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს-სექტორს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმზე გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს-სექტორს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორია აქვს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით.

„საქართველო ევროპისა და აზიის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდია, ჩვენი მდებარეობა ძირითადი სავაჭრო დერეფნების, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შუა დერეფნის გადაკვეთაზე გვაქცევს ბიზნესის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის ბუნებრივ ცენტრად. ჩვენ ვიყენებთ ამ უპირატესობას სანდო და ეფექტური საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფით, ინვესტორთა დაცვის გაძლიერებით და ძლიერი იურიდიული და ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პირველმა ვიცე-პრემიერმა გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს-სექტორს საქართველოს ეკონომიკური ზრდა-განვითარების მთავარი მაჩვენებლები და დინამიკა, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები და საინვესტიციო გარემო გააცნო.

„ჩვენ შევძელით ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან ორმხრივ ფორმატზე – გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე (ძალაშია 2021 წლის იანვრიდან), მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე შეუფერხებელი გადასვლა. 2024 წელს ჩვენმა ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 170 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდა 2025 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა. ანალოგიური დადებითი ტენდენციაა საინვესტიციო ნაკადებში – გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 450 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-იან ზრდას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ფინანსურ და სადაზღვევო სექტორში განხორციელდა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლონდონი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს უკვე მესამედ მასპინძლობს, წელს ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, რაც ღონისძიების მიმართ ბიზნეს-სექტორის მაღალ ინტერესზე მეტყველებს. საქართველოს მხრიდან საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდნენ ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის – ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ასევე საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლები.

„გლობალური ეკონომიკური გამოწვევებისა და რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა და სტაბილური ზრდა აჩვენა. ზედიზედ ორნიშნა ზრდის წლებისა და მუდმივი ძლიერი მაჩვენებლების წყალობით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკად ჩამოყალიბდა. წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4%, 2025 წლის პირველ კვარტალში კი 9,3% შეადგინა. 2024 წელს გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 32 372-ს მიაღწია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის 31 მარტს განახლებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ტურისტული ნაკადების შემდგომ გაზრდასა და ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების გაღრმავებაში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ფორუმის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს-სექტორისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც საუბარი შეეხებოდა საქართველოში მოქმედ კერძო სექტორის, მათ შორის ინვესტორთა მხარდამჭერ პროგრამებსა და მექანიზმებს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა ხდება ამ დროისთვის რიკოთზე – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 142 წლის ასაკში გარდაიცვალა

142 წლის ასაკში გარდაიცვალა ნასერ ბინ რადან ალ-რაშიდ ალ-ვადაი,  საუდის არაბეთში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი. იგი 1884 წელს დაიბადა დჰაჰრან ალ-ჯანუბის რაიონში, რომელიც დღეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ეკუთვნის. ალ-ვადაი იყო იმ ისტორიული პროცესების თვითმხილველი, როდესაც ემირატები ერთიან სამეფოდ გაერთიანდა. ამის შესახებ პორტალი Qatar Tribune იუწყება.გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ნათესავების თქმით, მას 142 წელი შეუსრულდა და 134 შთამომავალი დარჩა.მამაკაცი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი მესამე მეუღლე მასთან 30 წელი ცხოვრობდა და თავადაც 100 წლის გახდა. ნათესავები მის ძლიერ ჯანმრთელობას მკაცრ დისციპლინასა და ტრადიციულ დიეტას უკავშირებდნენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ იგი ისტორიულ სამშობლოში  ალ-რაშიდში  დაკრძალეს.    Get smarter responses, upload files and images, and more.Log inSign up f

შვილი ავტოავარიაში დაიღუპა, მამას კი ეს ამბავი რომ უთხრეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა – ტრაგედია გურიაში

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაღუპულია მამა-შვილი. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რა დროსაც შვილი დაიღუპა. მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მოძრაობდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა“ - წერს რეგიონული მედია.

„ის არის არაჩვეულებრივი შვილი, ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება“ – თიკა ფაცაციას დედის მიმართვა სცენაზე მყოფ შვილს

მუსიკალური ტელეპროექტი „ასე მღერიან საქართველოში“ თიკა ფაცაციას დედის, მანანა ფაცაციას ვიდეოს გვიზიარებს.მანანა ფაცაცია სიამაყით საუბრობს შვილზე, თიკა ფაცაციაზე, დედის საუბარს კი ტელეწამყვანი სცენიდან ისმენს.„მრცხვენია, რომ ვთქვა, ბევრს შურს ჩემი რომ მყავს ასეთი შვილი და ნამდვილად ასეთია, ფაქტია და ვერ გავექცევი, ის არის არაჩვეულებრივი შვილი. ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება, მყავს არაჩვეულებრივი შვილები და 6 შვილიშვილი,“ – ამბობს თიკას დედა.

„მთელი ბოლნისი გლოვობს“ – ავარიაში დაღუპული გოგონა კარატისტი ნინი მამარდაშვილია

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბოლ­ნის­ში. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც გუ­შინ მოხ­და, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. 17 წლის ნინი მა­მარ­დაშ­ვი­ლი მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და და­ი­ღუ­პა. ნინი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რა­ტის­ტი იყო."მთე­ლი ბოლ­ნი­სი გლო­ვობს, უკარ­გე­სი ნინი დავ­კარ­გეთ. დე­და­მისს რო­გორ უნდა შევ­ხე­დოთ თვა­ლებ­ში არ ვიცი" - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ბოლო სიახლეები

მიწისძვრა მოხდა