კვირა, იანვარი 18, 2026

თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მიმართა – რაც უნდა გირჩიონ ლომჯარიას კადრებმა, დაიჯერეთ, რომ საქართველოში მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა გეხებათ, ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ

შარშან, საანგარიშო პერიოდში როცა იყო დეპუტატების, მინისტრების საკუთრების უფლების და მიმოსვლის თავისუფლების მასობრივი დარღვევები, თქვენ მოუწოდეთ ვინმეს რამისკენ, რომ ეს არ ვარგა? რაც უნდა გირჩიონ ლომჯარიას კადრებმა, როგორმე დაიჯერეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა გეხებათ, ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, რომელმაც დეპუტატებს სახალხო დამცველის აპარატის 2024 წლის ანგარიში წარუდგინა.

წულუკიანის თქმით, სახალხო დამცველი ხმალამოღებით უნდა იცავდეს განურჩევლად ყველას, ვისი უფლებებიც ირღვევა.

„რაც შეეხება სახელმწიფოს ნაწილს, არ ვიცი, ეტყობა, მე და თქვენ სხვადასხვა ორგანულ კანონს ვკითხულობთ, ორგანული კანონის მეორე მუხლში პირდაპირ გიწერიათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე და მისი იურისდიქციის ფარგლებში თქვენ გევალებათ, ზედამხედველობა გაუწიოთ ადამიანის უფლებების დაცვას. ეს გევალებათ და ერთმანეთს ეწინააღმდეგება  ეს და თქვენი გამოსვლა. მაგალითს გეტყვით, თქვენ რომ გამოდიხართ და გვეუბნებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან მოხუცებიო, იქ ხომ სახელმწიფო არ სცემს მოხუცს, თუ ეს თქვენი საქმე არ არის, ამაზე რატომ ლაპარაკობთ? მაგრამ თქვენი საქმეა. კაცმა კაცი რომ მოკლას ქუჩაში, იქ სახელმწიფო სად არის, ორი მეზობელი თუ იჩხუბებს, იმაზე რატომ ვლაპარაკობთ მაშინ, ქმარმა რომ ცოლი მოკლა, იქ სახელმწიფოს ხომ არ მოუკლავს, რატომ ლაპარაკობთ ამაზე, მაგრამ თქვენი საქმეა და იმიტომ ლაპარაკობთ. თუმცა, კერძო პირებმა როცა გაანერვიულეს მარიამ ლაშხი, პატარა ბავშვები, ეს ჩემი საქმე არ არისო. ლიეტუველი რომ ჩამოდის და მარიგებს აქ ჭკუას, ვის მივცე ხმა, ეს რომ ჩემი უფლებების დარღვევაა, მაშინ არ არის ეს თქვენი საქმე? ამიტომ ნუ აირევით, ეს ჩემი რჩევაა. ნუ აირევით. არ ვუტრირებ, თქვენ მანიპულირება გააკეთეთ ფაქტების. არ ვიცი, ნახევარი საათი რაზე მსჯელობდით, მაგრამ ეს იყო ფაქტების მანიპულირება. მოდით, ასე შევთანხმდეთ – ან თუ არ შევთანხმდებით, თქვენივე ავტორიტეტისთვის არის ცუდი – საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ტიპის ადამიანის უფლება გეხებათ თქვენ, მათ შორის საკუთრების უფლების მასობრივი დარღვევებია მომხდარი ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც შარშან ზოგიერთ ადამიანს, რომელიც საერთოდ არ არის პოლიტიკაში ჩართული და არიან პოლიტიკოსის ოჯახის წევრები, აუკრძალეს მიმოსვლის უფლება. ეს არის კონსტიტუციური და კონვენციური ადამიანის უფლება. რადგან შენი ქმარი, ცოლი, მეზობელი, თუ ვიღაც არის ჩართული „ქართული ოცნების“ მხარეს, იმას გადაადგილების უფლებებს უზღუდავენ. ეს არ არის თქვენი საქმე? თქვენ მაშინ უნდა მოგეწოდებინათ საქართველოს მთავრობისთვის, შეიტანე სტრასბურგის სასამართლოში ბრიტანეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარიო. ეს არის თქვენი საქმე. ხმალამოღებული უნდა იცავდეთ ყველას განურჩევლად. თქვენ ხმალამოღებით, ყველას განურჩევლად არ იცავთ, რადგან გრცხვენიათ და ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ. მაშინ მითხარით, რომ არ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა. თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა. როდესაც შარშან, საანგარიშო პერიოდში იყო საკუთრების უფლების და მიმოსვლის თავისუფლების მასობრივი დარღვევები დეპუტატების, მინისტრების – ახლა ხომ აღარ არის გომელაური მინისტრი, ვიტყვი, დეპუტატებზე, მათ ოჯახის წევრებზე საკუთრების უფლებები დაირღვა, აღარაფერს ვამბობ ბიძინა ივანიშვილზე – თქვენ გრცხვენიათ ამაზე ლაპარაკი. მასობრივად დაირღვა საკუთრების უფლებები, ყველანაირი ტიპის, უკანონოდ, ყველანაირი შემოწმების გარეშე, თქვენ მოუწოდეთ ვინმეს რამისკენ, რომ ეს არ ვარგა? არა ალბათ, რადგან დეპუტატია, მინისტრია, მაღალი დონის პოლიტიკოსია, პარტიის თავმჯდომარეა. რაც არ უნდა გირჩიონ ლომჯარიას კადრებმა, თქვენ როგორმე დაიჯერეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა გეხებათ, განურჩევლად იმისა, ვინ არღვევს ამ უფლებას. როდესაც პოლიციელმა თვალი დაკარგა, თქვენი მოვალეობაა, სახელმწიფოს მოუწოდოთ, რომ სასწრაფოდ გამოიძიოს ეს და ვინც თვალი ამოთხარა, ის სამაგალითოდ დასაჯოს. ეს არის თქვენი უფლებამოსილება და ვალდებულება. ადამიანის უფლებების სამართალი არის ბალანსი და თქვენ ამ ბალანსს ბოლომდე ხართ აცდენილი“, – მიმართა თეა წულუკიანმა საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა ხდება ამ დროისთვის რიკოთზე – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 142 წლის ასაკში გარდაიცვალა

142 წლის ასაკში გარდაიცვალა ნასერ ბინ რადან ალ-რაშიდ ალ-ვადაი,  საუდის არაბეთში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი. იგი 1884 წელს დაიბადა დჰაჰრან ალ-ჯანუბის რაიონში, რომელიც დღეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ეკუთვნის. ალ-ვადაი იყო იმ ისტორიული პროცესების თვითმხილველი, როდესაც ემირატები ერთიან სამეფოდ გაერთიანდა. ამის შესახებ პორტალი Qatar Tribune იუწყება.გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ნათესავების თქმით, მას 142 წელი შეუსრულდა და 134 შთამომავალი დარჩა.მამაკაცი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი მესამე მეუღლე მასთან 30 წელი ცხოვრობდა და თავადაც 100 წლის გახდა. ნათესავები მის ძლიერ ჯანმრთელობას მკაცრ დისციპლინასა და ტრადიციულ დიეტას უკავშირებდნენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ იგი ისტორიულ სამშობლოში  ალ-რაშიდში  დაკრძალეს.    Get smarter responses, upload files and images, and more.Log inSign up f

შვილი ავტოავარიაში დაიღუპა, მამას კი ეს ამბავი რომ უთხრეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა – ტრაგედია გურიაში

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაღუპულია მამა-შვილი. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რა დროსაც შვილი დაიღუპა. მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მოძრაობდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა“ - წერს რეგიონული მედია.

„ის არის არაჩვეულებრივი შვილი, ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება“ – თიკა ფაცაციას დედის მიმართვა სცენაზე მყოფ შვილს

მუსიკალური ტელეპროექტი „ასე მღერიან საქართველოში“ თიკა ფაცაციას დედის, მანანა ფაცაციას ვიდეოს გვიზიარებს.მანანა ფაცაცია სიამაყით საუბრობს შვილზე, თიკა ფაცაციაზე, დედის საუბარს კი ტელეწამყვანი სცენიდან ისმენს.„მრცხვენია, რომ ვთქვა, ბევრს შურს ჩემი რომ მყავს ასეთი შვილი და ნამდვილად ასეთია, ფაქტია და ვერ გავექცევი, ის არის არაჩვეულებრივი შვილი. ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება, მყავს არაჩვეულებრივი შვილები და 6 შვილიშვილი,“ – ამბობს თიკას დედა.

„მთელი ბოლნისი გლოვობს“ – ავარიაში დაღუპული გოგონა კარატისტი ნინი მამარდაშვილია

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბოლ­ნის­ში. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც გუ­შინ მოხ­და, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. 17 წლის ნინი მა­მარ­დაშ­ვი­ლი მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და და­ი­ღუ­პა. ნინი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რა­ტის­ტი იყო."მთე­ლი ბოლ­ნი­სი გლო­ვობს, უკარ­გე­სი ნინი დავ­კარ­გეთ. დე­და­მისს რო­გორ უნდა შევ­ხე­დოთ თვა­ლებ­ში არ ვიცი" - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ბოლო სიახლეები

მიწისძვრა მოხდა