პატარა გიორგი თოფურიას ახდენილი ოცნება – ერთი დღე მებაჟე ოფიცრად
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა პატარა გიორგი თოფურიას ოცნება აუხდინა — ის ერთი დღით მებაჟე ოფიცრად გადაიქცა.
გიორგი მაყურებელმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემიდან „პატარების დიდი შოუ“ გაიცნო. ის მუსიკის, ხატვის, ძერწვისა და მათემატიკის დიდი მოყვარულია. მისი ყველაზე დიდი სურვილი კი მამის მსგავსად, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერი გახდომაა.
გადაცემის გასვლის შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა გიორგის ეს სურვილი ერთი დღე რეალობად აქცია — მცირე ხნით მას საშუალება მიეცა მებაჟე ოფიცერი გამხდარიყო.
ვიდეო-სიუჟეტი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

