შაბათი, ნოემბერი 15, 2025

დღეს, 14 ნოემბერს წმინდა მკურნალების კოზმა და დამიანეს ხსენების დღეა – ლოცვა მათ წინაშე საკითხავი

14 ნოემბერს მკურნალი ექიმების – წმინდა კოზმა და დამიანეს ხსენების დღეა. ისინი უანგაროთ, უფულოდ კურნავდნენ ადამიანებს და ანიჭებდნენ ხორციელ და სულიერ ჯანმრთელობას და ამიტომ მათ ასევე ეწოდებათ უვეცხლონი მკურნალნი. ისინი ლოცვითა და ხელის დადებით კურნავდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც, ბოროტ სულებს განასხამდნენ ადამიანებისგან და გაწეული დახმარებისთვის არანაირ საზღაურს არ იღებდნენ.

მათ ცხოვრებაში არის ერთი საოცარი ამბავი ერთხელ წმინდა მკურნალებს უხმეს მძიმედ დასნეულებულ დედაკაცთან, რომლის მკურნალობაზეც, სნეულის მძიმე მდგომარეობის გამო, ყველა ექიმმა უარი განაცხადა, ნეტარი ძმების მხურვალე ლოცვით უფალმა სულთმობრძავი განკურნა. მათ მშობელს სურდა, რომ მადლიერება გამოეხატა. მივიდა დამიანესთან და სამი კვერცხი გაუწოდა ყოვლად წმინდა სამების – მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით. წმინდა სამების სახელი რომ ესმა, უვეცხლომ უარის თქმა ვერ გაბედა. კოზმა ძალიან დაღონდა – მან ჩათვალა, რომ დამიანემ დაარღვია მათი მკაცრი აღთქმა. სიკვდილის წინ დაიბარა, იგი მის გვერდით არ დაეკრძალათ. მალე დამიანეც გარდაიცვალა. მისი ახლობლები გაუგებრობაში აღმოჩნდნენ – ვერ გადაეწყვიტათ, სად დაეკრძალათ წმინდა მკურნალი. მაშინ ღვთის ნებით სასწაული აღესრულა: ხალხის წინაშე უვერცხლო მკურნალების მიერ ოდესღაც ცოფისგან განკურნებული აქლემი წარდგა, ადამიანური ხმით ალაპარაკდა და ყველას ამცნო, დამიანე დაეკრძალათ კოზმას გვერდით, რადგან მას ანგარებით კი არ მიუღია სამი კვერცხი, არამედ ყოვლადწმნიდა სამების სახელითო. ამ დიდი სასწაულის აღსრულების შემდეგ დამიანე დაკრძალეს თავისი ძმის გვერდით. წმინდანი უვეცხლონი სიკვდილის შემდეგაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. მათი ლოცვით დღესაც უამრავი ადამიანი ინკურნება.

ტროპარი

წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, საკვირველთმოქმედნო კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ. კონდაკირომელთა მადლნი კურნებათანი მიიხუენით და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღე დააცხრვეთ, სოფლისა მკურნალნო, საკვირველებათა მიერ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – მთავრობამ უკვე დაიწყო ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი, შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემათ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო,  რომ მთავრობა ჩაატარებს სახელმწიფო კომპანიების აუდიტს და შედეგებს სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადასცემს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.„მთავრობამ უკვე დაიწყო ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი. შემოწმების შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემათ. მთავრობამ ამას სრულად უნდა დაუჭიროს მხარი. სწორედ ამაზე ვამყარებ იმედებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ამზადებს სპეციალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვას. ზელენსკის თქმით, დღის განმავლობაში კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-მდე დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

1-ლი იანვრიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეგულაცია შედის ძალაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.ცვლილება, რომელიც ძალაში 2026 წლის პირველი იანვრიდან შევა, ითვალისწინებს სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას.იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.ასევე იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება.აღსანიშნავია, რომ რეგულაცია არ ეხება პლასტმასისგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებს (საგნებს), რომლებიც განკუთვნილია დაფასოებული სურსათისათვის.დადგენილება გარკვეულ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს.პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია ბაზარზე განთავსებული იყოს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში.ასევე, პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია დადგენილების ამოქმედებიდან (2026 წლის 1 იანვრიდან) ექვსი თვის განმავლობაში.კონტროლს ტექნიკური რეგლამენტის ცვლილებების შესრულებაზე, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და საქართველო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არ იკრძალება პლასტმასის ზემოთ ჩამოთვლილი საგნების წარმოება ექსპორტის მიზნით. მწარმოებელი, რომელიც სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის საგნებს ამზადებს ექსპორტის მიზნით, ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს როგორც წარმოების დაწყების, ასევე, დამთავრების ვადების, დასამზადებელი ნაკეთობების (საგნები) რაოდენობის, საექსპორტო ქვეყნებისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.

,,2 კვირაში, მძიმე ოპერაცია გაუკეთდება… ბაჩოზე არაფერი იცის…“ – მძიმე ავარიაში გადარჩენილ ლიკა კუჭუხიძეზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

სამტრედია–აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 18 წლის ლიკა კუჭუხიძე გადარჩა. მისი ჯანმრთელობისთვის მთელი საქართველო ლოცულობდა, ხოლო აბაშის ერთ-ერთ ტაძარში მის სახელზე საჯანმრთელო ლოცვები ყოველდღიურად ტარდებოდა.სტიქაროსანი საბა ზარქუა ამბობს, რომ ლიკა უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. მას ოპერაციისთვის ამზადებენ და ამჟამად ნათესავის სახლში იმყოფება.„საავადმყოფოდან გამოწერეს ლიკა, მაგრამ ქუთაისშია ახლობლის სახლში, იმიტომ რომ აქ მნახველებმა რომ არ შეაწუხოს.თან 2 კვირაში მძიმე ოპერაცია უკეთდება ხერხემალზე“,  - ამბობს საბა ზარქუა.გადარჩენილ ლიკა კუჭუხიძეს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და არ იცის მისი მეუღლის 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ.19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.შეგახსენებთ, სამტრედია-აბაშის მონაკვეთზე  უმძიმესი ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს, ოთხი ავტომობილი შეეჯახა.დაშავდა ათი პირი, მათგან შვიდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სამს კი დახმარება ადგილზე გაეწია.გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება.

,,წვიმაა მოსალოდნელი” – გარემოს სააგენტოს უახლესი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს.15-17 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი:🌧 უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.🌧 ქ. თბილისში მცირე წვიმა.  ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15-16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.🌧 დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15-16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.🌦 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდენელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.🌧 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან წვიმაა მოსალოდენელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.🌧 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან წვიმაა მოსალოდენელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით+17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან წვიმაა მოსალოდენელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.🌧 აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან  წვიმაა მოსალოდენელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით+9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

5 ძალიან ძლიერი ლოცვა, რომელიც რთულ მომენტში დაგეხმარებათ

5 ძლიერი ლოცვა უფლის მიმართ, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება:დამლოცე უფალო!წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ. მაგალითად, სახლიდან გამოსვლისას, ასევე ახალი საქმის დაწყების..უფალო შემიწყალე!ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა, რომელიც მორწმუნე ადამიანს რთულ მომენტში და სახიფათო სიტუაციაში დაეხმარება. ის სულის დახმარებისკენაა მიმართული.დიდება უფალს!ამ სიტყვებს ვამბობთ, რომ უფლის მიმართ მადლობა გამოვხატოთ და განვადიდოთ. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იმყოფება და გვეხმარება, ამიტომ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ და ვადიდოთ.დამეხმარე, უფალო!კიდევ ერთი ძალიან მოკლე ლოცვა, როცა უფლის დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ მაშინ წაიკითხოთ, როცა რაღაც არ გამოგდით და სასოწარკვეთაში ვარდებით, ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ.მადლობა უფალო!გიჭირს? გილხინს? გიხარია? გტკივა? ყოველთვის მადლობა შესწირე უფალს და წყალობა ღვთისა იქნება შენთან.

ბოლო სიახლეები