საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.
31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ და ინტერი დაუპირისპირდებიან.
“კვარაცხელიას ვუსურვებ, რომ ყველაზე პრესტიჟული თასი მოიგოს. პსჟ-ს და კვარას ვუგულშემატკივრებ და იმედია, ნაკრების გასახდელში აღარ ვიქნები ერთადერთი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.
კვარა ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია. სხვებისთვის მოტივაციაა, რომ მათაც ასეთი კარიერა ჰქონდეთ.”, – განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ 5 და 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ფარერების და კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.