Survation-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55,6% არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას

Read Time:48 Second

საარჩევნო ასაკის მქონე, 9 075 გამოკითხულიდან, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ 55.6%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 19.8%-მა „ნაციონალური მოძრაობა“ – ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

კვლევა, „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, კომპანია Survation-მა 12-29 სექტემბერს ჩაატარა,

უფრო ზუსტად, ხმები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება -55,6%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,8%

ევროპული საქართველო -5,2%

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი 5,1%

პატრიოტთა ალიანსი- 3,8%

ლელო -3,1%

ლეიბორისტული პარტია -2,7%

გირჩი -2,1%

ერთიანი საქართველო 1,1%

თავისუფალი დემოკრატები 0,2%

სხვა -1,3%

კომპანია Survation-ი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და 20 წლიანი გამოცდილების ექსპერტებს უყრის თავს. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არაერთ რეფერენდუმსა და არჩევნებზე ჩაატარა კვლევა, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, შოტლანდიაში, ირლანდიაში და სხვა.

სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია თანამშრომლობდა არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიებთან თუ კერძო კომპანიებთან: BBC, The Guardian, Sky News, Daily Telegraph – ეს მხოლოდ იმ მედიაორგანიზაციების ნაწილია, ვინც საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევა Survation-ს ანდო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ქართული ოცნება”55,6%​, “ნაციონალური მოძრაობა”19,8%​ – Survation-მა “რუსთავი 2-ის” დაკვეთით უპრეცედენტო მასშტაბის კვლევა ჩაატარა
Next post არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვები მოინახულა