Red Bull-ის დამფუძნებელი დიტრიხ მატეშიცი გარდაიცვალა
კომპანია Red Bull-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ავსტრიელი მეწარმე, დიტრიხ მატეშიცი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მატეშიცის სახელს უკავშირდება არა მარტო მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ენერგეტიკულ სასმლის, Red Bull-ის შექმნა, არამედ არაერთ ექსტრემალურ სპორტში Red Bull-ის გუნდის მიერ მოპოვებული უამრავი გამარჯვება, მათ შორის, ავტომობილების უმაღლეს სარბოლო ლიგა Formula 1-ში.
აღსანიშნავია, რომ Red Bull-ის გუნდმა Formula 1-ის ჩემპიონობა უკვე მეხუთედ სწორედ დღეს მოიპოვა. რბოლის ლიდერისა და ჩემპიონის, მაქს ფერსტაპენის განცხადებით, Red Bull Racing-ის ეს გამარჯვებაცა და ჩემპიონობაც მატეშიცის ხსოვნას ეძღვნებოდა.
ავსტრიელმა მეწარმემ ენერგეტიკული სასმლის საწყის რეცეპტს აზიაში მიაკვლია, სადაც კოფეინის მაღალი შემცველობის მქონე სასმელს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ.
სასმლის ენერგეტიკული ეფექტით აღფრთოვანებულმა მატეშიცმა 1987 წელს კომპანიის დაფუძნება გადაწყვიტა, ინვესტიციის დიდი ნაწილი კი ტაილანდელი ინვესტორის, ჩალეო იოვიდიას მხრიდან მოიზიდა.
აზიური ვერსიისგან განსხვავებით, Red Bull-მა გაზიანი სასმლის ფორმა მიიღო, მისი რეცეპტი კი წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, თუმცა ფუნდამენტური გემო და არომატი, რომელზეც Red Bull-ის მრავალმილიარდიანი იმპერია დგას, არასოდეს შეცვლილა.
Forbes-ის შეფასებით, მატეშიცის ქონება 20.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 71-ე ადგილს იკავებდა.
Formula 1-ის გარდა, Red Bull-ის გუნდები წარმოდგენილია დრიფტის, რალის, დრაგის, ველოსპორტისა და მოტოსპორტის დისციპლინებში. მატეშიცის ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში Red Bull-ის გუნდმა არაერთ გამარჯვებას და ჩემპიონობას მიაღწია, თავად ბრენდი კი ახლა უკვე არა მარტო ენერგეტიკულ სასმელებთან, არამედ ყველაფერ ექსტრემალურთან ასოცირდება, რაც თავად მატეშიცის ცხოვრების მიზანი იყო – კაცისა, რომელმაც საკუთარი ოცნებების ფრთების შესხმით, მილიონობით ადამიანს მისცა “გაფრთიანების” საშუალება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
$27 მილიარდიანი ყაზახური ფინტექ-გიგანტი Kaspi უკრაინის ბაზარზე შედის
ყაზახურმა კომპანია Kaspi-მ, რეგულარული ბანკიდან ფინტექ-კომპანიამდე დიდი და რთული გზა გაიარა. დღეს კომპანიის საბაზრო კაპიტალის ღირებულება 27 მილიარდ დოლარს შეადგენს,...
სემეკი, კონკურენციის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის გაფორმებული შეთანხმების მხარეა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა კონკურენციის მხარდაჭერის და განვითარების მიზნით მარეგულირებლებს შორის...
მიხეილ ლომთაძე – კიდევ ერთი ქართველი Forbes-ის მილიარდერთა სიაში
ბიძინა ივანიშვილის შემდეგ Forbes-ის მილიარდერთა სიაში მოხვდა კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე - $3.8 მილიარდის ქონებით და ის 812-ე ადგილს იკავებს....
საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის...
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ მცირე ბიზნესის დასახმარებლად საქართველოში ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის სისტემა შევქმნათ
ევროპელ მეგობრებთან დავაყენეთ საკითხი, რომ დაგვეხმარონ საქართველოში ხარისხის შესაბამისობის სისტემის დანერგვასა და თანადაფინანსებაში, რომ ჩვენს მცირე ბიზნესს აღარ მოუწიოს დამატებითი...
ნათია თურნავა – ბიზნესვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა
ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი...