NBA-ის ჩემპიონის ვინაობა 1, ან 2 თამაშის შემდეგ გაირკვევა

Read Time:33 Second

NBA-ის ჩემპიონის ვინაობა 1, ან 2 თამაშის შემდეგ გაირკვევა.

სუპერფინალის მე-5 მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ვერ შეძლო „მაიამი ჰიტის“ დაამარცხება და შესაბამისად ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება.

„მაიამი ჰიტმა“ 111-108 გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში 3-2 გახდა.

„მაიამი ჰიტიდან“ ჯიმი ბატლერი და დანკან რობინსონი გამოირჩნენ. ბატლერის ანგარიშე 35 ქულა, 12 მოხსნა, 11 გადაცემა და 5 ჩაჭრაა, ხოლო რობინსონმა 26 ქულა დააგროვა.

„ლეიკერსიდან“ ლებრონ ჯეიმსმა 40 ქულა, 13 მოხსნა, 7 გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

სუპერფინალის მეექვსე მატჩი 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 03:30-ზე დაიწყება.

„ლეიკერსი“ გამარჯვების შემთხვევაში ათწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობას იზეიმებს, „მაიამი ჰიტის“ გამარჯვების შემთხვევაში კი სერიაში ანგარიში 3-3 გახდება და ჩემპიონი მეშვიდე გადამწყვეტ შეხვედრაში გამოვლინდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდისა და სეზონზე უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით სისტემის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next post საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე 15,5 კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა