NBA-ის ჩემპიონის ვინაობა 1, ან 2 თამაშის შემდეგ გაირკვევა

NBA-ის ჩემპიონის ვინაობა 1, ან 2 თამაშის შემდეგ გაირკვევა.

სუპერფინალის მე-5 მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ვერ შეძლო „მაიამი ჰიტის“ დაამარცხება და შესაბამისად ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება.

„მაიამი ჰიტმა“ 111-108 გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში 3-2 გახდა.

„მაიამი ჰიტიდან“ ჯიმი ბატლერი და დანკან რობინსონი გამოირჩნენ. ბატლერის ანგარიშე 35 ქულა, 12 მოხსნა, 11 გადაცემა და 5 ჩაჭრაა, ხოლო რობინსონმა 26 ქულა დააგროვა.

„ლეიკერსიდან“ ლებრონ ჯეიმსმა 40 ქულა, 13 მოხსნა, 7 გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

სუპერფინალის მეექვსე მატჩი 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 03:30-ზე დაიწყება.

„ლეიკერსი“ გამარჯვების შემთხვევაში ათწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობას იზეიმებს, „მაიამი ჰიტის“ გამარჯვების შემთხვევაში კი სერიაში ანგარიში 3-3 გახდება და ჩემპიონი მეშვიდე გადამწყვეტ შეხვედრაში გამოვლინდება.

Comments

კომენტარები