Guardian-მა საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

Read Time:26 Second

„2021 წლის ჩემი სამოგზაურო ოცნება: მკითხველთა ტოპ 12 მიმართულება“, – ამ სათაურით პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian-ი სტატიას აქვეყნებს.

ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი 12 ტურისტულ მიმართულებას ასახელებს, სადაც 2021 წელს Guardian-ის მკითხველი მოგზაურობას ისურვებდა. სტატიაში მოხსენიებულ ტოპ-12 მიმართულებას შორისაა საქართველო.

„ჩემი სურვილია, საქართველოში კვლავ ვიმოგზაურო, სადაც კვლავ აღტაცებული დავრჩები ყაზბეგის რეგიონის მონახულებით. იქაურ ბილიკებზე, სადაც სულიერი არ შეგხვდება, მინდა, სიარულით დავიღალო და შემდეგ აივნიდან ყაზბეგის მთის კალთებს გავხედო“, – წერს მოგზაური ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს: სტატიაში მოხსენიებულია ინგლისი, შოტლანდია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მავრიტანია და ფარერის კუნძულები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კახიანი: თუ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს
Next post გიორგი გახარია-  განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში