Freedom House: ინტერნეტ-თავისუფლებისა და ინტერნეტ-მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ საქართველო ევრაზიაში ლიდერობს

Read Time:50 Second

Freedom House

ინტერნეტ თავისუფლებისა და ინტერნეტ მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ Freedom House-ი საქართველოს ევრაზიის ლიდერ ქვეყნად ასახელებს. გლობალურ რეიტინგში საქართველო მეშვიდე-მეათე ადგილს იკავებს ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა აშშ, იტალია და ავსტრალია.

ანგარიშის მიხედვით, წელს საქართველოს მინიჭებული აქვს 76 ქულა, რაც წინა წლების მაჩვენებელზე 1 ქულით მეტია. ანგარიშში ხაზგასმულია და დადებითად არის შეფასებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბათილად იყო ცნობილი რეგულაცია მიუღებელი შინაარსისა და კონტენტის შესახებ, რაც საფრთხის წინაშე აყენებდა მედიასაშუალებებისა და ინტერნეტ-პროვაიდერების სიცოცხლისუნარიანობას.

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.

„მოხსენებაში აღნიშნულია, რომ იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსთან ბრძოლის ეგიდით შეიზღუდა ინტერნეტ თავისუფლება რიგ ქვეყნებში, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა რეგიონში ლიდერის პოზიცია, არამედ გაიუმჯობესა თავისი მაჩვენებელი და აშშ-ის, იტალიისა და ავსტრალიის მაჩვენებლებს გაუთანაბრდა. საქართველო მოყვანილია როგორც მაგალითი იმისა, რომ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო ძალიან ძლიერი ბერკეტია ინტერნეტ-თავისუფლების დაცვისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ანგარიშის ავტორებმა შეისწავლეს 65 ქვეყანაში 3,8 მილიარდი ინტერნეტ-მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობა და დაადგინეს, რომ 29 ქვეყანაში ვითარება ამ მხრივ გაუარესდა, 23 ქვეყანაში კი გაუმჯობესდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველო რეგიონში ლიდერია – EU4Digital-ის მმართველი კომიტეტი საქართველოს წარმატებაზე საუბრობს
Next post გიორგი გახარია – სვეტიცხოვლობა სრულიად საქართველოს დღესასწაულია, რომელიც ყველას გვაერთიანებს