საქართველო

საქართველოში აშშ-ის საელჩო – 70-წლიანმა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული და ქვეყანამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა

70-წლიანმა ოკუპაციამ ვერ გატეხა ქართველი ხალხის სული და ქვეყანამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუქგვერდზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორია და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის გვერდით დგომას. „დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ მათ, ვინც 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შედეგად დახოცეს და გადაასახლეს. ასევე, ვიხსენებთ კომუნისტური ...

დაწვრილებით »

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

დაწვრილებით »

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 14:29 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ამბროლაურთან ახლოს დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდას შეადგენდა

დაწვრილებით »

9 იანვარს საქართველოში თოვლი და შტორმია მოსალოდნელი

9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა,ზოგან ნისლი და ქარბუქი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამასთან, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“- აცხადებენ სააგენტოში.

დაწვრილებით »

საქართველოში 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრა თბილისის დროით 13:35-ზე, დაბა ყაზბეგთან მოხდა.

დაწვრილებით »

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 90.5%-ით გაიზარდა

2018 წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 40 397ავტომანქანა გავიდა, რაც 90,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 44,2%-ით მთლიანი წლის სტატისტიკასთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას bpn.ge საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, ზრდა ფიქსირდება ფულად შემოსავლებშიც – 2018 წლის 10 თვეში რეექსპორტიდან შემოსავალი 131,7 მლნ დოლარით, დაახლოებით 80%-ით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 703,9 მლნ აშშ დოლარის ...

დაწვრილებით »

13 წლის გიდი უშგულიდან, რომელმაც ოთხი ენა იცის და ცხრა წლიდან საკუთარი შემოსავალი აქვს!

დაწვრილებით »

საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნება

საქართველოში მიმდინარე წლის დეკემბერში ფუნქციონირებას დაიწყებს საუდის არაბეთის საელჩო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუდის არაბეთის საელჩოს დიპლომატების ჯგუფი საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვა. უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მიიღო. “საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს მხარეების სურვილს ხელი შეუწყონ არსებული ურთიერთობების კიდევ ...

დაწვრილებით »

გრიგოლ ვაშაძე ხუთ თვითმმართველ ქალაქში ლიდერობს

ცესკოს მონაცემებით, ხუთ თვითმმართველ ქალაქში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. კერძოდ, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უგებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უკვე დათვლილია საარჩევნო უბნების 99,57 პროცენტი. რუსთავი, 84 უბნიდან დათვლილია 81 უბნის შედეგები –  გრიგოლ ვაშაძემ ხმების 47,15 პროცენტი მიიღო, რაც 21 775 ხმაა, სალომე ზურაბიშვილმა კი – 24,34 პროცენტი, 11 ...

დაწვრილებით »

გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი აშენდება

გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ამბობს, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს. უნივერსიტეტის ერთ-ერთ ადგილად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. პროექტის მიხედვით, აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო საცხოვრებელი. პროექტი კავკასიის უნივერსიტეტს ეკუთვნის. არსებული ინფორმაციით, ღვინის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამა წლიურად 2250 ლარი ეღირება, ხოლო პროფესიული ...

დაწვრილებით »