სამხედრო თემა

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედროების მომზადებას შეამოწმებს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში რუსი სამხედროების მზადყოფნას ამოწმებენ. გეგმიურ წვრთნებში 2000 ჯარისკაცი და 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, შემოწმება კვირის ბოლოს დასრულდება. „რუსი სამხედროები ცაბალის და ნაგვალოუს პოლიგონებზე 200-კილომეტრიან მარშში მიიღებენ მონაწილეობას. სამხედროები ჩააბარებენ გამოცდებს, რაც კონტროლირებად სროლაში ვარჯიშს ითვალისწინებს“, – აცხადებენ რუსეთის სამხედრო ოლქის პრესცენტრში.

დაწვრილებით »

ლევან იზორია: საქართველო რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლას გააგრძელებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინსტრი ლევან იზორია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთისგან მსგავსი ხასიათის განცხადება გასაკვირი არ არის. მინისტრმა დასძინა, რომ “რაც შეეხება, ობიექტურ რეალობას, ქართულმა მხარემ საკმაოდ მყარი მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში, რაც გვაძლევს საფუძველს და იმედს იმისთვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, სადაც რუსეთის მხრიდან კონვენციის ცალკეული მუხლების დარღვევები ...

დაწვრილებით »

31-ე ბატალიონი მტკიცე მხარდაჭერის მისიიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა ადუაშვილის მეთაურობით, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან საქართველოში სრულად, გამთენიისას, დაბრუნდა. სამხედროებთან ერთად სამშობლოში ჩამოვიდა ქვედანაყოფის კაპელანი, დეკანოზი გობრონი. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას შერეულ საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს ...

დაწვრილებით »

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხუთდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ლევან იზორია აშშ-ში ვიზიტს თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრებით დაიწყებს, სადაც ყურადღება სამხედრო სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაზე გამახვილდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს. მოგვიანებით კი, ლევან იზორია ამავე ინსტიტუტში საქართველოს პირველი ...

დაწვრილებით »

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაიწყო. ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საბრძოლო მომზადების ცენტრის გახნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. პროგრამაში პირველად ჩაერთნენ მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალონის სამხედროები. ისინი წვრთნასა და შეფასებას გაივლიან. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიაბაიამ და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტმა.

დაწვრილებით »

თურქეთში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა

რეგიონში არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში – თურქეთის ქალაქ გირესუნში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. მასპინძელი ქვეყნის მინისტრმა კოლეგებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამი ქვეყნის საერთო გამოწვევებზე ილაპარაკა. შეხვედრის დასასრულს, თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა ლევან იზორიამ, ნურეთინ ჯანიქლიმ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დაადასტურეს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე კოლეგებმა სამმხრივი მინისტერიალის შედეგები შეაჯამეს ...

დაწვრილებით »

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში ლექსი იპოვეს

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში ლექსი იპოვეს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა იპოვეს, ცხინვალის ტელევიზიამ გამოაქვეყნა სისხლის გუბეში მარტოკა სხეულს წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება ჩამორეცხილი სისხლის წვეთები ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება. ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა ახალგორს მაინც არავის მივცემთ დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად ...

დაწვრილებით »

ჩაიბარა მამამ გმირი შვილისგან გაუთელავი ქართული დროშა

ჩაიბარა მამამ გმირი შვილისგან გაუთელავი ქართული დროშა 🇬🇪 არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაწვრილებით »

დაშავებული და დაჭრილი სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სწორედ ამ პროგრამაზე და მის  პერსპექტივებზე სასაუბროდ საქართველოში საქველმოქმედო ორგანიზაციების „Give an Hour“ და „Allied Forces Foundation“ პრეზიდენტები, დოქტორი ბარბარა ვან დალენი და სტიუარტ ტეილორი ჩამოვიდნენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ზაალ კაპანაძესთან და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის ...

დაწვრილებით »

დაზვერვის სამსახურში თავდაცვისა და უშიშრობის კომიტეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს

დაზვერვის სამსახურში თავდაცვისა და უშიშრობის კომიტეტის გასვლითი სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები წლიურ ანგარიშს მოისმენენ და ხელმძღვანელ პირებს კითხვებით მიმართავენ. როგორც ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დაწყებისას ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის წევრები ადგილზე გაეცნობიან სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას. „ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ შეხვედრას ექნება პერმანენტული ხასიათი, რამდენადაც დეპუტატები მუდმივად უნდა იყვნენ ინფორმირებული რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ასევე, იმ გამოწვევებთან, საფრთხეებთან, რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ...

დაწვრილებით »