კრიმინალი

ქუთაისის ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა, ოჯახი უყურადღებობაში პენიტენციურ სამსახურს ადანაშაულებს

ქუთაისის ციხეში 15 ნოემბერს პატიმარმა თავი მოიკლა. ოჯახი უყურადღებობაში პენიტენციურ სამსახურს ადანაშაულებს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში  ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ პატიმარი აღელვებული იყო. ისინი ამბობენ, რომ წერილს, რომელშიც თვითმკვლელობამდეა დაწერილი, გარდაცვლილი ვერ დაწერდა. “წერილი არის ქართულად დაწერილი, ქართულად არ წერდა ის. კარგი კალიგრაფიით და ძაან დალაგებული აზრით, ეგ რუსულ სკოლაში სწავლობდა, ქართული არ იცოდა”, — აცხადებს გარდაცვლილის ბიძა, ავთანდილ ...

დაწვრილებით »

ზესტაფონში მკვლელობა მოხდა

ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მკვლელობა მოხდა. პირველი არხის ინფორმაციით, მკვლელობა ავტოსადგომზე დასაქმებულებს შორის თანხის განაწილებასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს მოყვა. ერთ-ერთმა პირმა მამაკაცს თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია და საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაწვრილებით »

რუსთავში ორი კაცი ნარკოტიკული თრობისგან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ვიდეო

რუსთავში, ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ფაქტის ამსახველ ვიდეოს „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, კაცებმა მძიმე ნარკოტიკული საშუალება ლეონიძის სკვერში მიიღეს, რამდენიმე წუთში კი გონება დაკარგეს. ადგილზე დროულად მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. 43 წლის კაცი გონზე მალევე მოვიდა, შედარებით რთული იყო 28 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა. ექიმებმა პაციენტებს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, მოგვიანებით ...

დაწვრილებით »

შემზარავი ფაქტები სანდრა რულოვსის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ

სკრინინგ პროგრამა განსაკუთრებით მძიმედ აისახა ქალ პატიმრებზე, სანდრას “სიკვდილის” სკრინინგ ავტომანქანები ქალთა კოლონიას ხშირად სტუმრობდნენ. რომელიმე პატიმრისთვის მკურნალობის კურსის ჩატარების შესახებ არ მსმენია. სამაგიეროდ ერთნაირი დიაგნოზით – კიბო. კიბოს საწყისი ეტაპით პატიმარი ქალბატონების უმრავლესობას სასწრაფო წესით მიაქანებდნენ საოპერაციოდ და აჭრიდნენ საშვილოსნოს დანამატებთან ერთად. როცა აღნიშნულმა პროცესმა მასიური ხასიათი მიიღო პატიმარმა ქალებმა დიაგნოზების შედარების შემდგომ აღმოაჩინეს, რომ ყველას ერთი უბედურება ჭირდა. ...

დაწვრილებით »

ქალს ქმარმა მობილური თავში ჩაარტყა, დედამთილმა კი აკვნის ჯოხით სცემა – შემთხვევა ხელვაჩაურში

რძლის ცემისთვის ხელვაჩაურში მცხოვრები მ.ფ. 600 ლარით დააჯარიმეს. ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავდი ჯოხით,“ – უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა. სასამართლოს მხარეებმა საპირისპირო ...

დაწვრილებით »

ქუთაისში მომხდარ მკვლელობას წინ პოლიტიკურ თემაზე დაწყებული კამათი უძღვოდა

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ტელეკომპანია “მეგა”ტვ -ის  სიუჟეტში დაღუპული მამაკაცის დედა აცხადებს, მისი შვილი მეზობლებს შორის პოლიტიკურ თემაზე დაწყებულ კამათს შეეწირა. “სააკაშვილის და ივანიშვილის გამო იჩხუბეს, იმას იარაღი ქონია და მომიკლა შვილი”, – აცხადებს გადრაცლილი გოგიტა სოფრომაძის დედა. ადგილობრივებიც ადასტურებენ, რომ კამათი პოლიტიკურ საკითხზე დაიწყო. მათივე თქმით,  ერთი მხარს “ქართულ ოცნებას” უჭერდა, მეორე “ნაციონალურ მოძრაობას”. “გარჩევა” ...

დაწვრილებით »

ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე კაცი მოკლეს

ქუთაისში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუახნის კაცი გარდაიცვალა. მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა საფიჩხიის სასაფლაოზე მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ არც ხმაური და არც გასროლის ხმა გაუგია, დილით კი შემთხვევის ადგილზე პოლიცია დაინახეს. მათთვის მომხდარის დეტალები უცნობია. შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაწვრილებით »

ცოლსა და არასრულწლოვან შვილებზე ძალადობისთვის ბრალდებულ კაცს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ცოლისა და შვილების მიმართ ძალადობისთვის ბრალდებული კაცი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მაისს მსჯავრდებულმა ფიზიკურად იძალადა შვილებსა და მეუღლეზე. კერძოდ, მან არასრულწლოვან შვილებს ზურგსა და ფეხზე, ხოლო მეუღლეს თავში დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე ისიც დადასტურდა, რომ ამავე წლის 3 მაისს მსჯავრდებულმა შვილების ...

დაწვრილებით »

ჯერ კაცი ჰყავს მოკლული, ქალზე იძალადა და მერე ბავშვიც მოკლა. ხადას ხეობაში ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ადგილობრივები დეტალების შესახებ საუბრობენ

ხადას ხეობაში ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ადგილობრივები დეტალების შესახებ საუბრობენ. მათი ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა. ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით ...

დაწვრილებით »

ბათუმში, 4 წლის ბავშვი ოჯახის ახლობელმა ქალმა მოკლა

ბათუმში, 4 წლის ბავშვი ოჯახის ახლობელმა ქალმა მოკლა. გავრცელებული ცნობით, ბავშვი ქალმა ცემით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, სადაც 4 წლის ბავშვი მოკლეს, პოლიციამ ნაგვის ურნიდან ბავშვის ტანსაცმელი და ზეწრები ამოიღო. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. ბინის მესაკუთრე, რომელმაც უცხოეთის მოქალაქეებს ბინა ...

დაწვრილებით »